არქივი

რომელი ხარ შენ?

2def1d615521
ამბობენ, რომ ადამიანთა სამი კატეგორია არსებობს: ვიზუალები, კინესთეტიკები და აუდიალები. გააკეთეთ მარტივი ტესტი და გაიგებთ, რომელი ხართ თქვენ

სანამ უშუალოდ ტესტზე გადავიდოდეთ, მოკლედ აგიღწერთ, რას ნიშნავს თითოეული მათგანი:

ვიზუალები – მათთვის მნიშვნელოვანია დაინახონ ის, რაზეც თქვენ ესაუბრებით. თუ თვალსაჩინოება არ გაქვთ, ისინი ზევით იწყებენ ყურებას და გონებაში ცდილობენ თქვენი ნათქვამის წარმოდგენას. ვიზუალები, როგორც წესი სწრაფად ლაპარაკობენ, მათგან კარგი ორატორი არ გამოვა.

კინესთეტიკები – მათ კარგად აქვთ განვითარებული რეცეპტორები და ყველაფერს შეგრძნებებით აღიქვამენ. შეხების გარეშე კინესთეტიკი ძნელად ხვდება, რაზეა საუბარი და თუ ხვდება, ქვემოთ, მიწისკენ იწყებს ყურებას. ისინი შენელებულად საუბრობენ და ხშირად, საერთოდ არ უყვართ ლაპარაკი. ასეთი ხალხი ძირითადად ხელოვანია.

აუდიალები – დიდ ყურადრებას აქცევენ ბგერებს. აუდიალი სერიოზულად არ მიგიღებთ, თუ თქვენი ხმის ტემბრი არ მოეწონა. ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, 100%-იანი სმენა აქვთ. საუბრისას კი მარჯვნივ ან მარცხნივ იყურებიან-თითქოს ყურებს ანდობენ გადაწყვეტილების მიღებას.

ახლა კი ტესტი: ეს სახალისო ტესტი სამი ნაწილისგან შედგება.
1. ვიზუალი.
1. გაიხსენეთ, თქვენს რომელ ნათესავს აქვს ყველაზე გრძელი თმა – თუ გონებაში ამ ადამიანის სახე ნათლად დაინახეთ 9 ქულა დაიწერეთ, თუ ბუნდოვნად, გახსენება დაგჭირდათ- 8 და ა.შ თქვენი თავი თავად შეაფასეთ იმის მიხედვით, რამდენად ზუსტად აღიდგინეთ გამოსახულება.
2. გაიხსენეთ თქვენი სკოლის მასწავლებლის სახე. თუ გონებაში ამ ადამიანის სახე ნათლად დაინახეთ 9 ქულა დაიწერეთ, თუ ვერა- ნაკლები.
3. წარმოიდგინეთ ვეფხვი თავისი ზოლებით. თუ ზოლები ნათლად დაინახეთ 9 ქულა დაიწერეთ, თუ ვერა- ნაკლები.
4. გაიხსენეთ თქვენი სახლის კარების ფერი. თუ ნათლად დაინახეთ 9 ქულა დაიწერეთ, თუ ვერა- ნაკლები.
5. წარმოიდგინეთ თქვენი საყვარელი ტელეწამყვანი დიდი, უცნაური ქუდით. თუ ნათლად დაინახეთ 9 ქულა დაიწერეთ, თუ ვერა- ნაკლები.
6. გაიხსენეთ წიგნი, რომელიც ბოლოს წაიკითხეთ: მისი მოცულობა, ყდა, ფერი, ავტორი. თუ ნათლად დაინახეთ 9 ქულა დაიწერეთ, თუ ვერა- ნაკლები.
ქულები შეაჯამეთ და დაიმახსოვრეთ.
…………………………………………………………………………………….
2. აუდიალი.
1. გაიხსენეთ თქვენი საყვარელი მელოდია. თუ იოლად და უპრობლემოდ ახერხებთ გახსენებას 9 ქულა დაიწერეთ, თუ ვერა- ნაკლები.
2. წარმოიდგინეთ, რომ შორს ეკლესიის ზარები რეკავენ. თუ იოლად აღიდგინეთ ზარების ხმა- 9 ქულა დაიწერეთ, თუ ვერა-ნაკლები.
3. გაიხსენეთ ადამიანი, რომელსაც ყველაზე დაბალი ხმის ტემბრი აქვს. იოლად იხსენებთ-9 ქულა, რთულად – ნაკლები.
4. გაიხსენეთ თქვენი ბავშვობის მეგობრის ხმა. იოლად იხსენებთ-9 ქულა, რთულად – ნაკლები.
5. წარმოიდგინეთ, როგორი იქნება თქვენი ხმა წყალქვეშ. იოლად წარმოიდგენთ- 9 ქულა, რთულად – ნაკლები.
6. წარმოიდგინეთ, რომ სანაპიროზე ხართ და აღიქვით ტალღების ხმა. იოლად წარმოიდგენთ- 9 ქულა, რთულად – ნაკლები.
ამ 6 კითხვის ქულები შეაჯამეთ ცალკე და დაიმახსოვრეთ.
……………………………………………………………………………………
3. კინესთეტიკი
1. წარმოიდგინეთ, რომ მარცხენა ფეხი ცივ წყალში ჩაყავით. იოლად წარმოიდგენთ- 9 ქულა, რთულად – ნაკლები.
2. წარმოიდგინეთ, როგორ ეხებით გლუვ, ქაღალდის ჭიქას. იოლად წარმოიდგენთ- 9 ქულა, რთულად – ნაკლები.
3. წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე ფუმფულა ცხოველს ეხებით/ეფერებით. იოლად წარმოიდგენთ- 9 ქულა, რთულად – ნაკლები.
4. წარმოიდგინეთ, რომ ფეხზე სველი წინდა ჩაიცვით. იოლად წარმოიდგენთ- 9 ქულა, რთულად – ნაკლები.
5. წარმოიდგინეთ, რომ სიმაღლიდან გადმოხტით. როგორი იქნება თქვენი შეგრძნება? იოლად წარმოიდგენთ- 9 ქულა, რთულად – ნაკლები.
6. წარმოიდგინეთ, რომ გზაზე მანქანის ბორბალს მიაგორებთ ხელებით. იოლად წარმოიდგენთ- 9 ქულა, რთულად – ნაკლები.
ბოლო 6 კითხვის ქულები ცალკე შეაჯამეთ და დაიმახსოვრეთ.

შედეგები : რომელ სამეულშიც ყველაზე მეტი ქულა დააგროვეთ, თქვენში ის სჭარბობს, შემდეგ მოდის მეორე და მესამე. მე 1-ში 46 დავაგროვე, 2-ში- 48 და 3-ში- 42. გამოდის, რომ აუდიალი ვარ :)))
ისიც გახსოვდეთ, რომ ორი დანარჩენი შეგრძნების გააქტიურებაც შეგიძლიათ, თუ სპეციალურ ვარჯიშებს გააკეთებთ:)))

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button