მუსიკა და ადამიანის ფსიქოლოგია

„მუსიკა ფლობს მაგიურ ძალას, წამიერად ახდენს გაფანტული გონების კონცენტრაციას და ამშვიდებს აფორიაქებულ სულს“.ეს სიტყვები 3 საუკუნის წინ დაწერა უილიამ კონგრივმა, თავის ჰარმონიი-ს ჰიმნში (“Hymn to harmony”).
უფრო ადრე კი, საუკუნეების წინ დაწერილი ხელნაწერები გვამცნობდნენ: „მუსიკალური აღზრდა – ყველაზე ძლიერი იარაღია,რამეთუ რითმი და ჰარმონია აღწევს ყველაზე დაცულ,სიღრმისეულ და იდუმალ ადგილებს,ადამიანის სულში“.მსგავსი რაღაც ხდებოდა ფაშისტურ გერმანიაში, როდესაც პუბლიკას ასმენინებდნენ ისეთ მარშს, რომელიც მათ აღაგზნებდათ და ამით საზოგადოებას ამზადებდნენ ადოლფ ჰიტლერი-ს ჰიპნოტიზირებული გამოსვლებისათვის.
რათქმა უნდა მუსიკა მოქმედებს არა მხოლოდ სულზე, ასევე გულზე და გონებაზეც, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ისინი განვაწყოთ დადებითად ანუ კეთილად, ან პირიქით – ბოროტად.
მაგალითად, ითვლება რომ, კონკრეტული მუსიკალური მიმდინარეობები, ხელს უწყობს ბავშვის აღზრდას, მის გონივრულ და ემოციონალურ ჩამოყალიბებას. მათაც კი, ვისაც მეტყველება უჭირს შეუძლიათ წაიმღერონ ფრაზები იმ მუსიკიდან, რომელთა სიტყვებიც მათთვის რთულად წარმოსათქმელია.
თავის წიგნში „მუსიკა და ტვინი“ („Music and the mind”) ფსიქოლოგი ენტონი სტორი წერს: მუსიკა გასაოცარ ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე,რომლებიც იტანჯებიან ნერვული სისტემის დაავადებით და მოძრაობის ფუნქციის მოშლილობით.
ნიმუშისათვის სთორს მოჰყავს ერთერთი ავადმყოფის მაგალითი, რომელიც დაავადებული იყო პარკინსონის დაავადებით, მოშლილი ჰქონდა ხელ-ფეხის მოძრაობის უნარი და იმდენად უმწეო იყო, საერთოდ ვერ ახერხებდა განძრევას. მაგრამ როდესაც ის შეეცადა და გაიხსენა ბავშვობის დროინდელი მელოდიები, ამან თითქოს გაანთავისუფლა უმოძრაობის ჩარჩოებისგან და მკურნალობის პროცესში გარკვეულ პროგრესს ჰქონდა ადგილი.
ჟურნალში “Sex Roles” მოყვანილია შემდეგი ტიპის ფაქტი: დაკვირვებებმა აჩვენა – თუკი მოზარდი გოგონები იზრდებიან ისეთ ოჯახში, სადაც ხშირია კონფლიქტური სიტუაციები ან არ არის მშვიდი გარემო, იმავდროულად გატაცებულნი არიან როკ მუსიკით და როკ კონცერტების ვიდეო ჩანაწერებით, ასეთ შემთხვევებში, არსებული გარემო შესაძლებელს ხდის, მათ ხედვასა და ქცევაში განავითაროს თავზეხელაღებულობა და დაუმორჩილებლობა.
ნათლად გამოხატული ძალადობა და ღიად მოწოდებული სექსი, რომელიც ხშირად გვხვდება „Rap“ მიმდინარეობის ზოგიერთ მუსიკასა და შესაბამის ვიდეო ჩანაწერებში, მიზეზი გახდა აშშ-ს ერთერთ სასამართლოს ეღიარებინა:ზემოდხსენებული ტიპის, ერთერთი ასეთი „Rap“ ალბომი, როგორც „მიუღებელი საზოგადოებრივი ნორმებისათვის“
როგორც მოზარდების ასევე მათი მშობლების ნააზრევიდან გამომდინარე ჟურნალი „Adolescence“ მივიდა ასეთ გადაწყვეტილებამდე: იმ ახალგაზრდების ცხოვრება, რომლებიც აქტიურად უსმენენ „Rap“-ს და „Heavy Metal“-ს ბევრად უფრო მოუწესრიგებელია, სხვა თანატოლებთან შედარებით ასეთი მოზარდები არიან აგრესიულები, იქცევიან გამომწვევად და მათი წარმატებები სკოლაში სულაც არ არის სანიმუშო.
კავშირი არსებული მუსიკალური მიმდინარეობების – სქესობრივ აღვირახსნილობას, თვითმკვლელობას, ანტისაზოგადოებრივ საქციელს და მასიურ მორალურ დეგრადაციას შორის, დამტკიცებულია მრავალრიცხოვანი დოკუმენტური მასალით. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ ყველა მუსიკალური მიმდინარეობა, ასეთ სულელურ ზეგავლენას ახდენს ყველა ადამიანზე?
საუბარი და მუსიკა, ეს ის თვისებებია, რომელიც ადამიანს განასხვავებს სხვა დანარჩენი არსებებისგან. მის გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია. წიგნში “Музыкальный ум” აღნიშნულია, რომ „როგორც საუბარი ასევე მუსიკა, ანარეკლია ურთიერთობისადმი მოთხოვნილების“. მუსიკა რაღაცით გავს საუბარს, როდესაც მუსიკა „ლაპარაკობს“, ჩვენი გრძნობები უსმენენ.
და მაინც, რატომ ან როგორ ახდენს მუსიკა ჩვენზე ზეგავლენას? იმისათვის,რომ გავერკვეთ ამ საკითხში სასურველია ვიცოდეთ:
1) რა ელემენტებს შეიცავს მუსიკა და როგორ აღიქვამს მას ჩვენი გონება.
2) რამდენად არის დამოკიდებული მუსიკის ზემოქმედება ჩვენს ემოციონალურ ფონზე და კულტურულ გარემოზე.
3) როგორ გავლენას ახდენს იგი, ჩვენს მსოფმხედველობაზე.
სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტების გამორჩეულ ჟღერადობას ხშირად უწოდებენ მუსიკის შემადგენელ ელემენტებს.
ერთერთი ასეთი ელემენტია – ინსტრუმენტის ტემბრი. მაგალითად ითვლება, რომ ვალტორნის კეთილშობილური და მამაკაცური ტემბრი, მკვეთრად განსხვავდება საყვირის მედიდური ტემბრისგან. თუმცაღა ვალტორნაცა და საყვირიც მუსიკალურ ინსტრუმენტთა ერთსა და იმავე კატეგორიას, სასულე ინსტრუმენტებს განეკუთვნება, მაგრამ მიუხედავად ამისა თითოეული მათგანის ჟღერადობას სხვადასხვა სიძლიერის ობერტონი და ჰარმონია ახასიათებს. სწორედ ამიტომაცაა, რომ თითოეულ მუსიკალურ ინსტრუმენტს უნიკალური „ხმა“ გააჩნია.
სავარაუდოა, რომ პირველი ელემენტი მუსიკის, რომელსაც ადამიანი ეცნობა, ეს არის – რიტმი. (უფრო დეტალურად ადამიანის ცხოვრებაში რიტმის წარმოშობის საიდუმლოებებს, შეგვიძლია გავეცნოთ ალექსანდრე სოფიქსის წიგნში “Ум барабанщика”) მისი აღქმა პირველად ხდება ბავშვის მიერ, ჯერ კიდევ ჩანასახად ყოფნის დროს, როდესაც ესმის დედის გულისცემა.
ვარაუდობენ, რომ საკუთარი გულისცემა, აგრეთვე სუნთქვაც, ქვეცნობიერ გავლენას ახდენს, რიტმის აღქმაზე. შესაძლოა ზუსტად ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ ადამიანები ძირითადად ამჯობინებენ ისეთ მუსიკალურ მიმდინარეობებს სადაც ტემპი არის 70-100 BPM (Bits Pear Minut). ეს არის ჯანმრთელი, ზრდასრული ასაკის ადამიანის საშუალო პულსი.
მუსიკის შემადგენელი ელემენტების ფართო სპექტრი გამოიხატება უფრო ნათლად, თუ გადავხედავთ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებს და მოვისმენთ მათ ჟღერადობს.
მაგალითად: ფაგოტის სევდიანი ჟღერადობა მსმენელის სიღრმისეულ აღელვებას იწვევს, ხოლო იაპონური ფლეიტა შაკუხაჩი თავისი ნაზი და ნაღვლიანი მოთქმით, ღრმად აღწევს ადამიანის გულში. ტენორ-საქსაფონის ხრინწიანი ხმა, გამოყენებული ბლუზ-მოტივებში,თამამად იჭრება და დიდი ხნის განმავლობაში რჩება ადამიანის გონებაში.
საყვირის რიტმული ბასი მსმენელთა გამოცოცხლებასა და აღფრთოვანებას განაპირობებს. ხოლო ვიოლინოს მელოდიური ხმა აუცილებლად აგაცეკვებთ ვალსის დროს.

წყარო: zeciswyurvili.wordpress.com


ავტორი: mr_holms

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2013 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC