TECH & მეცნიერებაკულტურა
ლეგენდარული Tesla
ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია „Tesla“-მ ახალი მოდელი შესთავაზა მომხმარებელს. S P85D-მა დაამტკიცა, რომ უფრო სწრაფია, ვიდრე Ferrari 458 და არც Ford Mustang-ს ჩამოუვარდება. 96 კმ/სთ განვითარება უკვე სულ რაღაც 3,2 წამშია შესაძლებელი. მაქსიმალური სიჩქარე – 250 კმ/სთ.
მანქანას აქვს 2 ძრავი, რომელიც დამატებით ენერგიას აწვდის ოთხივე წამყვან თვალს. ეს უკანასკნელი კი სასიამოვნო სიახლეა თოვლიანი გზების მოყვარულთათვის.
მოდელს შესაძლებლობა აქვს დაფაროს 275 მილი ერთი დამუხტვით, რაც ბევრად აღემატება წინა მოდელის მაჩვენებელს.