არქივი

ჯაინიზმი

91b3ac23370a

მინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი ძალიან უცნაური და მკაცრი რელიგია, ჯაინიზმი.
ჯაინიზმის მიმდევრები უმეტესწილად ინდოეთში ცხოვრობენ და მოსახლეობის 3%-ს შეადგენენ. ამჟამად ითვლის დაახლოებით 6 მილიონ მიმდევარს, რომელთაგან 3,5 მილიონი ინდოეთში ცხოვრობს. ეს რელიგია ტექსტებს ეფუძნება.
ჯაინიზმი ინდუიზმისა და მისი კასტური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის წიაღში წარმოიშვა. ეს რელიგია ბუდიზმის მსგავსად კიდევ ერთი მცდელობა იყო ინდუიზმის რეფორმირებისა. ჯაინიზმი უარყოფს კასტურ სისტემას, სქესობრივ დისკრიმინაციას, არ ცნობს ვედის ავტორიტეტს, გამოდის ღმერთების თაყვანისცემის წინააღმდეგ. ჯაინიზმი ძვ. წ. V საუკუნეში შექმნა მაჰავირამ, რომელსაც მეტსახელად “ჯინას” (გამარჯვებულს) ეძახდნენ.
ძვ. წ. დაახლოებით 540 წელს 28 წლის ასაკში მაჰავირამ თავისი ოჯახი მიატოვა და 12 წლის განმავლობაში ეწეოდა ასკეტურ ცხოვრებას, მოგზაურობდა, მოწყალებითა და მედიტაციით ცხოვრობდა. 40 წლისამ გასხივოსნებას მიაღწია. იმ დღიდან მოყოლებული სიკვდილამდე მაჰავირამ მთელი თავისი დრო სწავლებას მიუძღვნა. თავის ბედს ყველა თვითონ განაგებს და შეუძლია ხელახლა დაბადების დაუსრულებელ ციკლებს ბოლო მოუღოსო, ამბობდა იგი. მაჰავირას მოწაფეებმა შემდეგ ჯაინიზმის ქადაგება დაიწყეს. ტექსტები, რომელსაც ეს რელიგია ემყარება, წერილობითი სახით ბევრად უფრო გვიან, V საუკუნეში შეიქმნა.

b863da4cb173
ეს არის მაჰავირას მონუმენტი.

e79dbd837250
ეს არის ჯაინიზმის სიმბოლიკა. როგორც ხედავთ ბევრი ცნობილი სიმბოლოსგან შედგება.

ჯაინიზმის, როგორც დჰარმული რელიგიის, საფუძველს წარმოადგენს რწმენა გარდასახვების მიმდევრობაში (დჰარმაჩაკრა), სამსარასგან (მოკშა) გათავისუფლების შესაძლებლობა, მკაცრი ასკეტიზმი, სიცხოცხლის ყველა ფორმის შეუცვლელი ღირებულება (ფასეულობა) მის ნებისმიერ განსახიერებაში, და შედეგად, მათთვის ვნების დაუშვებლობა, ანუ ძალადობის უარყოფა (აჰისიმა).
ჯაინიზმის ფუნდამენტური პრინციპი არაძალადობაა, რაც ყველა სახის სიცოცხლის პატივისცემაში გამოიხატება: ადამიანის, ცხოველის თუ მცენარის. უმცირესი ზომის ცოცხალი ორგანიზმის მოკვლის თავიდან ასაცილებლად ზოგიერთი მორწმუნე პირბადეს ატარებს, ზოგიც მიწას ხვეტს სიარულისას ან დაჯდომისას. ყველა ჯაინი ვეგეტარიანელია. მათ არ შეუძლიათ ისეთ ხელობას მისდიონ, როგორიც მიწათმოქმედებაა- მიწის დამუშავების დროს შეიძლება რომელიმე პატარა ცხოველი დაზიანდეს.

ნახეთ ჯაინური ტაძრები:
8f4168d03a0b

0afa3cc168cb

617053ad19d8

b2e515cd54bc

0aa8f1361280

7b800549ad26

6d7045d44bd6

ჯაინიზმის კიდევ ერთ განმასხვავებელ ასპექტად ითვლება ანეკანტავადა — სწავლება ობიექტთა და ფენომენთა სხვადასხვა სუბიექტთა მიერ განსხავებული ხედვის არსებობის შესახებ.
ჯაინი ბერები და მონაზვნები ჯგუფურად ცხოვრობენ და სათავეში თავკავი უდგათ. ისინი მოწყალეობის ხარჯზე არსებობენ. დებენ უმანკოებისა და სიღარიბის აღქმას. მათ არც ტყუილის თქმის უფლება აქვთ და არც მოპარვის. მორწმუნე ტაძრებში დადის, ლოცულობს და საკვების, ნელსაცხებლების, ყვავილებისა და ფულის სახით ძღვენი მიაქვთ ჯიანთან (ადამიანები, რომლებმაც სრულყოფას მიაღწიეს)

წყარო: მსოფლიო რელიგიები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button