არქივი

ნობელის პრემის ლაურეატები (გამოჩენილი ადამიანები)

e0d60d956656

ჯეცუნ ჯამფელ ნგავანგ ლობსანგ იეშე ტენზინ გიაცო იგივე დალაი ლამა დაიბადა 6 ივლისს 1935 წელს ტიბეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით ამდოში. ტიბეტური ბუდიზმის მიმდევართა სულიერი ლიდერი, რომლებსაც სწამთ, რომ იგი არის ბუდისტური წმინდანის ავალოკიტეშვარას, თანაგრძნობის ბოდჰისატტვისს, რეინკარნაცია, რათა ემსახუროს დედამიწაზე ყოველ ცოცხალ არსებას და შვება მოუტანოს მათ.
დალაი ლამას აღიარებული 1937 წელს, 1950 წელს გახდა ტიბეტის მმართველი. 1959 წლიდან დევნილია და ცხოვრობს ინდოეთში, ქალაქ დჰარამსალაში, სადაც მეთაურობს ტიბეტის დევნილ მთავრობას. 1989 წელს იგი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის სფეროში.

6903f540b7e1

მუჰამედ იუნუსი— ბანგლადეშელი ბანკირი და ეკონომისტი. დააფუძნა და განავითარა მიკროკრედიტის კონცეფცია – მცირე სესხების გაცემა ღარიბ მეწარმეებზე, რომლებიც ტრადიციულ საბანკო სესხებზე მოთხოვნებს ვერ პასუხობენ. ამ პრინციპით დააფუძნა გრამინ ბანკი. 2006 წელს იუნუსი და ბანკი ერთობლივად დაჯილდოვდნენ ნობელის პრემიით, მათი ეკონომიკური და სოციალური განვითარების ქვემოდან წარმოქმნის ღვაწლისთვის. მიღებული აქვს ასევე რამდენიმე სხვა საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის მსოფლიო სასურსათო პრემია. ავტორია წიგნის “ბანკირი ღარიბთათვის” და გრამინის ფონდის დამფუძნებელი საბჭოს წევრია.

11c17cc5d397

მუჰამად აბდირ-რაუფ არაფატ ალ-ყუდვა ალ-ჰუსაინი, საყოველთაოდ ცნობილი როგორც იასირ არაფატი- პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარე (1969–2004) და პალესტინის ეროვნული მთავრობის (ავტონომიის) პრეზიდენტი (1993–2004). 1994 წელს დაჯილდოვდა ნობელის მშვიდობის პრემიით, რომელიც შიმონ პერესსა და იცხაკ რაბინთან გაიყო, 1993 წელს ოსლოს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებისთვის.

6ffa31fe2127

დედა ტერეზა— ალბანელი კათოლიკე მონაზონი, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია “ქველმოქმედების მისიონერები” და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 40 წლის განმავლობაში თავი მიუძღვნა კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას ინდოეთში.
მისიონერთა ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, მისი წევრები სხვა ქვეყნებშიც იწყებენ საქველმოქმედო საქმიანობას და უკვე 1970-იანი წლებისთვის დედა ტერეზა მსოფლიოში განთქმული ხდება ჰუმანიტარული საქმიანობისა და ღარიბთა და უმწეოთა დახმარებისთვის. გარდაცვალების შემდეგ რომის პაპმა იოანე პავლე II-მ იგი წმინდანად შერაცხა.

a4e469d5e825

კოფი ატა ანანი დაიბადა ტრადიციული ხელმძღანელების ოჯახში, განაში. ის გაიზარდა განაში , სადაც იგი ცნობილი გახდა როგორც ლიდერი სტუდენტი. მან მიიღო სტიპენდია და სწავლა განაგრძო აშშ-ში. შემდეგ სწავლობდა ჟენევაში, სანამ დაბრუნდებოდა ამერიკაში, მენეჯმენტის შესასწავლად. მისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს იგი მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქვედა რანგებში, სანამ იგი მიიღებდა გენერალური მდივნის ადგილს. ის ამ ადგილზე მუშაობდა 1997 – 2007 წლებში.
კოფი ანანი უყვარდათ როგორც მსახურებს ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკოსებს. მაგალითად, მუჰამედ საკრიბი . ბოსნიელი ელჩი გაეროში იყო ძალიან კრიტიკულად განწყობილი აშშ-ს მიმართ , ბოსნიის პოლიტიკაში ჩარევის გამო, ის არ ადანაშაულებდა კოფი ანანს. როდესაც კითხეს თუ რატომ, მან მარტივად უპასუხა : ” იმიტომ რომ ის პატიოსანია”. 2001 წელს ის გახდა ნობელის მშვიდობის ლაურეატი.

471e6b1bdb5a

ჯიმი კარტერი— აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი (1977-1981) დემოკრატიული პარტიიდან.
კარტერმა ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აკადემია დაამთავრა, 1946–1953 წლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტში მსახურობდა. სამხედრო სამსახურის შემდეგ იგი ხელმძღვანელობდა ოჯახურ ბიზნესს და არაქისის საკმაოდ წარმატებული ფერმერი იყო. პოლიტიკაში წასვლის შემდეგ კარტერი ორი ვადით ჯორჯიის სენატში მოღვაწეობდა, რის შემდეგაც ჯორჯიის გუბერნატორი იყო.
როგორც პრეზიდენტმა კარტერმა ენერგეტიკის და განათლების დეპარტამენტები შექმნა. მან ენერგეტიკული პოლიტიკა შეიმუშავა, რომელიც კონსერვაციას, ფასების კონტროლს და ახალ ტექნოლოგიებს გულისხმობდა. მისი პრეზიდენტობისას ნავთობის ფასმა ძალიან მაღლა აიწია. ამის ფონზე ინფლაცია და უმუშევრობა მაღალი იყო.
საგარეო საკითხებში კარტერმა პანამის არხის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც პანამის არხის ზონა პანამას დაუბრუნდა. ეს ლათინურ ამერიკაში აშშ-ის გავლენის დიდი დათმობა იყო, რისთვისაც იგი ძალიან გააკრიტიკეს. 1978 წელს კემპ-დევიდის სამიტზე კარტერის ხელმძღვანელობით ეგვიპტის პრეზიდენტმა ანვარ სადათმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მენაჰემ ბეგინმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მშვიდობის, ურთიერთცნობისა და ეგვიპისთვის სინაის ნახევარკუნძულის გადაცემის თაობაზე. ამით დასრულდა ეგვიპტე-ისრაელის ომების სერია. მისი მმართველობა ასევე აღინიშნა საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის მკვეთრი გაუარესებით, ამ უკანასკნელის მიერ 1979 წელს ავღანეთში ჯარების შეყვანის გამო. ამის გამო 1980 წელს აშშ-მ ბოიკოტი გამოუცხადა მოსკოვში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებს და დაჩქარებული წესით განაგრძო საკუთარი ბირთვული პოტენციალის ზრდა.
კარტერის მმართველობის პერიოდში მოხდა ისლამური რევოლუცია ირანში; აიათოლა ჰომეინიმ აშშ “დიდ სატანად” გამოაცხადა, და 1980 წელს მძევლად აიყვანეს ამერიკის საელჩოს თანამშრომლები თეირანში. მოლაპარაკებები და ძალისმიერი მეთოდებით მძევლების განთავისუფლების მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. 1980 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნები, სადაც კარტერი მეორე ვადით იყრიდა კენჭს, რესპუბლიკელი რონალდ რეიგანის გამარჯვებით დასრულდა. 1981 წლის 20 იანვარს რეიგანის ინაუგურაციის დასრულებიდან 20 წუთში ირანელებმა მძევლები გაათავისუფლეს.
შემდგომი სამშვიდობო მოღვაწეობისთვის კარტერს მიღებული აქვს ნობელის პრემია 2002 წელს.

f883e2ba691b

მარტინ ლუთერ კინგი გამოჩენილი ამერიკელი ორატორი, რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლიდერი.
მის გამოსვლებში (რომელთაგან ზოგიერთი ამჟამად ოროტარული ხელოვნების კლასიკად მიიჩნევა) ის მოუწოდებდა თანასწორობის მიღწევას მშვიდობიანი გზით. მისი გამოსვლები სამოქალაქო უფლებების მოძრაობას ენერგიას ჰმატებდა – იწყებოდა მარშები, ეკონომიკური ბოიკოტები, მასიური გამოსვლები და მისთ. ამ მოძრაობას შედეგად მოჰყვა აქტი უფლებების შესახებ მიღებული კონგრესის მიერ.
მარტინ ლუთერ კინგის ყველაზე ცნობილი გამოსვლაა “მე მაქვს ერთი ოცნება”, წარმოთქმული მშვიდობიანი მარშისას ვაშინგტონში 1963 წელს ლინკოლნის მონუმენტის კვარცხლბეკთან დაახ. 300 ათასი ამერიკელის წინ.
კინგმა რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაწეული ღვაწლის გამო ნობელის მშვიდობის პრემია დაიმსახურა.

e1f41ae112c2

ნელსონ მანდელა (სრულად როლიჰლაჰლა დალიბუნგა მანდელა იყო ანტიაპერტეიდის მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.
პრეზიდენტობამდე იყო ანტიაპერტეიდის მოძრაობის აქტივისტი და აფრიკის ნაციონალური კონგრესის (ანკ) ლიდერი. მანდელამ ციხეში გაატარა 27 წელი საბოტაჟისათვის მას შემდეგ რაც ანკ იატაკქვეშეთში გადავიდა და შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო.
ციხეში გატარებული 27 წლის განმავლობაში მანდელა გახდა ანტიაპერტეიდის მოძრაობის და ზოგადად რასული თანასწორობისათვის ბრძოლის სიმბოლო როგორც სამხრეთ აფრიკაში ასევე მის საზღვრებს გარეთ.
სამხრეთ აფრიკის მაშინდელი მთავრობა, ისევე როგორც მისი მხარდამჭერი ქვეყნები გმობდნენ მანდელასა და ანკ-ს ქმედებებს და მათ მოიხსენიებდნენ როგორც კომუნისტებს და ტერორისტებს.
1990 წელს ციხიდან განთავისუფლების შემდეგ მანდელამ შეცვალა თავისი პოლიტიკური კურსი ზომიერისაკენ, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ აფრიკაში რასობრივი შუღლის შემსუბუქებას და დემოკრატიის დამყარებას.
მანდელას მიღებული აქვს ასზე მეტი სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 1993 წელს. სამხრეთ აფრიკაში ის მოიხსენიება როგორც მანდიბა, წოდება რომელსაც მანდელას კლანის მხცოვან და პატივცემულ წევრებს ანიჭებენ.

mayumana

var erti chveulebrivi adamiani, minda gagacnot saintereso psotebi, mogixvet is rac xdeba israelshi, vpikrob saintereso ikneba

მსგავსი ამბები

Back to top button