არქივი

ჰოლივუდელი ძაღლების ელიტარული ცხოვრება

eade0801995d

ამბობენ, რომ თუ ღმერთმა ძაღლად გაგაჩინა, ე. ი. გაგიმართლა, რადგან სამოთხეში მოხვდები. ძაღლი თუ იღბლიანი აღმოჩნდა და ჰოლივუდის ვარსკვლავის საკუთრება გახდა, შეიძლება ითქვას, რომ ამქვეყნიური სამოთხეც გარანტირებული აქვს. ვარსკვლავები ექსცენტრიულობითა და მოდაზე მიჯაჭვულობით გამოირჩევიან, მოდა კი მათ ათასგვარ ტენდეციას კარნახობს – მათ შორის, შინაური ცხოველის არჩევასაც.ჰოლივუდის მკვიდრთათვის იმიჯი უმთავრესია, ძაღლი კი მათი იმიჯის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია.

ბოლო დროს საინტერესო ტენდეცია შეინიშნება – მდიდარი და ცნობილი ადამიანები უფრო ხშირად უჯიშო ოთხფეხა მეგობრებს ირჩევენ. თანაც, რაც უფრო უჩვეულოა ნაჯვარი, მით უფრო მოდურია! მაგალითად, მშვენიერი ალისია სილვერსტოუნის საყვარელი ძაღლი ბულდოგისა და მარტორქას ერთგვარ ჰიბრიდს მოგვაგონებს – სამსონი (ასე ჰქვია ძაღლს) ნახევრად როტვეილერია, ნახევრად პიტბული. ეშლი ჯადის სახლში კოკერ-სპანიელისა და ჯუჯა-პუდელის ნაჯვარი, სახელად ბუტერმილკი ბინადრობს. ჟღართმიანმა ქალბატონმა ენჯი ევერჰარტმა გაურკვეველი ჯიშის თავის ოთხფეხას არც მეტი, არც ნაკლები, სერ ედვარდ ვან ჰალენ მეორე უწოდა. მას სხვა ძაღლიც ჰყავს – ჯიშიანი მონადირე. საერთოდ, ვარსკვლავების პრინციპი ასეთია – რაც მეტი ცხოველი გეყოლება, მით უკეთესია.

b752754d56c7

პოპულარობით მეორე ადგილზე ჰოლივუდში კომპანიონი ძაღლები არიან: ლაბრადორი, დალმატინელი და გოლდრეტრივერი. ყველაზე გავრცელებული ჯიში ამერიკაში რეტრივერია. ისინი კეთილგანწყობილები, დამჯერები, მშვენიერი ძიძები და პატრონის ერთგული კომპანიონები არიან. გადაღებით დაქანცულ ვარსკვლავებსაც სწორედ ეს სჭირდებათ.
ჰორან ვიშნიჩს უსაყვარლესი მოპსები ჰყავს. ძაღლის ეს ჯიშიც, სხვა დეკორატიულ ჯიშებთან ერთად – ტაქსა, იორკშირული ტერიერი, კოკერ-სპანიელი – ჰოლივუდში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტელევარსკვლავი ოფრა უინფრი ასეირნებს ორ ამერიკულ კოკერ-სპანიელს – სოფის და სოლომონს. ივან ტრამპი თოი-პუდელს ჩოპისა და იორკშირულ ტერიერ დოდოს ცივ ნიავს არ აკარებს.
ჰოლივუდსა და მის შემოგარენში ძალიან პრესტიჟულად ითვლება მინიატურული ჩიხუახა, რომლის წონა 450-დან 13000 გრამამდეა, ხოლო ფასი 5000 დოლარამდე აღწევს. პოპ-არსკვლავი მადონა ხშირად ჩიხუახა ჩიკიტას კომპანიაში დადიოდა მოდურ წვეულებებზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ოთხფეხა მეგობრების ყოლა ჰოლივუდელი ვარსკვლავებისათვის არა მარტო პრესტიჟის ელემენტია. მათ, ისევე როგორც ჩვეულებრივ მოკვდავს, ძაღლები მარტოობას უვსებენ. დაკავებული ადამიანები ხომ, ფულისა და პოპულარობის მიუხედავად, უსაშველოდ მარტოსულები არიან. ჯერ კიდევ ახლო წარსულში, მშვენიერი შარლიზ ტერონი ურიცხვ თაყვანისმცემელს იგნონირებას უკეთებდა და მთელ თავისუფალ დროს სპანიელებთან – დენვერთან და დალილასთან ერთად ატარებდა. მისი პირველი ბინა ლოს-ანჯელესში სრულებით ცარიელი იყო. “მე და ჩემს მეგობრებს პირდაპირ იატაკზე გვეძინა. ჩემი პირველი შენაძენი სპანიელი დენვერი იყო, მასაც იატაკზე პატრონის გვერდზე ეძინა” – იხსენებს ტერონი, რომელიც დენვერთან იმდენად კომფორტულად გრძნობდა თავს, რომ მეორე ძაღლიც შეიძინა. “ლეკვობაში” დალილა სილამაზით არ გამოირჩეოდა, ახლა კი ის, პატრონის თქმით, ნამდვილი ქალღმერთია (თუ ძაღლღმერთი).დენვერი კი, რომელიც ერთგული და მოსიყვარულეა, საკუთარი სუნამოთი სარგებლობს, სხვათა შორის, ერთი “ულუფა” სუნამო “Oh, My Dog” – 40 დოლარი ღირს. შარლიზს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი დენვერი ყველა მამაკაცს ჯობია!

95b91bed0d79

ოსკაროსანი ჰოლი ბერი თავის აწ გარდაცვლილ ბალონკებს ბამპერს და პიტის თავის ყაიდაზე – ნამდვილ “მოდნიცებად” ზრდიდა.მისი ოთხფეხა მეგობრები მზის სათვალეებით, შარვლებითა და პულოვერებით დასეირნობდნენ,სანამ ერთ-ერთი გასეირნებისას ისინი სისხლისმსმელმა კოიოტმა არ იმსხვერპლა.ამ ტრაგედიით შეძრულმა ბერიმ ძაღლებს კრემაცია ჩაუტარა და მათი ნეშტი სახლის ეზოში მიაბარა მიწას.ჰოლის არაფერი ანუგეშებდა და სულ მალე ახალი მალტური ბალონკები – ვილი და პოლი შეიძინა.
მსახიობის რუპერტ ევერეტის შავ ლაბრადორს – მოს ართრიტი ტანჯავს.პატრონს საყვარელი ძაღლი აკუპუნქტურის სეანსებზე დაჰყავს.”მო მსოფლიოში ერთადერთი არსებაა,ვისაც ბოლომდე ესმის ჩემი.მას ვერცერთი ქალი ვერ შეედრება”,-ამტკიცებს ევერეტი.
ჰოლივუდელი ვარსკვლავები თავიანთი ოთხფეხა მეგობრებისთვის არაფერს იშურებენ. მათი უმრავლესობა ძაღლებს სპეციალურ ექვსთვიან კურსებზე უშვებს,საიდანაც ისინი არა მარტო კარგად აღზრდილები,არამედ გაჯანსაღებულებიც ბრუნდებიან.ძაღლები სამკურნალო აბაზანებს იღებენ და გამაჯანსაღებელ დიეტას იცავენ.მთელი კომპლექსი სულ რაღაც 9 000 დოლარი ღირს.პატრონის სურვილისამებრ მათ სმოკინგს ან საღამოს კაბას შეუკერავენ.დაბადების დღის აღსანიშნად წვეულებაზე ძაღლებს სტუმრებიც ჰყავთ ხოლმე,ცხადია ვარსკვლავ – პატრონებთან ერთად.

2a9b1477a562

ზოგიერთ ბედნიერ ჰოლივუდელ ძაღლს საკუთარი ფსიქოთერაპევტიც კი ჰყავს. მაგალითად,ალ პაჩინოსა და ტომ ჰენკსის ოთხფეხები ცნობილი ექიმის შელბი მარლოს – რომლის მომსახურების ერთი საათი 150 დოლარი ღირს – მუდმივი პაციენტები არიან. სამწუხაროდ,მიკი რურკის ჯუჯა-პინჩერი თერაპიას იგნორირებას უკეთებს და შესაბამისად სიავით არის ცნობილი.როგორც ჩანს,ძაღლები მართლაც ემსგავსებიან თავიანთ პატრონებს.
ჰოლივუდში ყველაზე განებივრებული დრიუ ბერიმორის ძაღლი ფლოსია.მისთვის ყველაფერი ნებადართულია.რამოდენიმე წლის წინ,როცა ბერიმორის სახლს ხანძარი გაუჩნდა,ფლოსიმ პატრონი განუწყვეტელი ყეფით გააღვიძა და ცეცხლში დაწვას გადაარჩინა.მადლიერმა პატრონმა ძაღლს ბევერლი-ჰილზზე მდებარე სახლი უსახსოვრა, რომელიც 3 მილიონ დოლარად არის შეფსებული.სახლის ახალი მესაკუთრის პატივსაცემად ეზოში ძვლის ფორმის აუზი აშენდება.
ვარსკვლავები ცდილობენ,რაც შეიძლება იშვიათად დაშორდნენ თავიანთ შინაურ ცხოველებს,მაგრამ გადაღების გამო თუ მაინც მოუწევთ,მაშინ,მადლობა ღმერთს, არსებობს სპეციალური სასტუმროები ძაღლებისთვის.კალიფორნიაში ბევერლი-ჰილზზე მდებარე სასტუმრო “ერმიტაჟი” ერთ-ერთი საუკეთესოა.ოთხფეხა სტუმრებს ყველანაირი კომფორტი – საწოლიდან შეფ-მზარეულის ინდივიდუალურ მომსახურეობამდე – გარანტირებული აქვს.ნოყიერი სადილისა და გართობის შემდეგ სეირნობის დროც დგება. პატრონების იმიჯის ღირსეულ გამგრძელებლებს სასტუმროს წინ სპეციალური ლიმუზინი უცდის და მათ “უსაფრთხოებაზე” ბოდიგარდიც ზრუნავს.კლუბ “The Kennel”-ში ოთხფეხა სტუმრებს არც მეტი,არც ნაკლები ფიტნეს-ცენტრი,აუზი,კონდენციონერი და ტელევიზორი ელით!
აი,ასეთია ძაღლური ცხოვრება ჰოლივუდში.

ავტორი: ბექა ლაგვილავა

მსგავსი ამბები

Back to top button