ახალი ამბებისაქართველო

დღეს ჩვენი დაბადების დღეა!

27 ოქტომბერი უცნაური ბლოგის დაბადების დღეა! უკვე 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად შეაბიჯა ჩვენმა ბლოგმა საქართველოს ინტერნეტის ლაბირინთებში. 

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა უცნაურის განვითარებაში. 3 წლის მანძილზე ჩვენმა ბლოგმა თავისი ადგილი დაიმკვიდრა .GE ქსელში და ინტერნეტის მომხმარებლის საკმაოდ დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

სულ რამდენიმე დღეში შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო და საჭირო სიახლეს ავტორებისთვის და ასევე ბლოგს დაემატება პოსტების შეფასების ახალი ფუნქცია. როგორც ყოველთვის ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველთვის შემოგთავაზოთ, რაც შეიძლება საინტერესო და სასარგებლო სიახლეები, რომ თქვენი საიტთან ურთიერთობა გავხადოთ მაქსიმალურად კომფორტული.

კომენტარებში შეგიძლიათ მოგვილოცოთ დაბადების დღე :) და ქვევით გაეცნოთ საკმაოდ საინტერესო სტატისტიკას უცნაური ბლოგის 3 წლის ცხოვრებიდან:

უცნაური ოფიციალურად ინტერნეტში დარეგისტრირდა 2008 წლის 27 ოქტომბერს, თუმცა პირველი პოსტი გამოქვეყნდა 2008 წლის 13 ოქტომბერს ბლოგის სატესტო ვერსიაში.

  • შექმნიდან მეორე დღეს (2008 წლის 28 ოქტომბერს) ბლოგზე შემოვიდა 9 უნიკალური მომხმარებელი.
  • დღეს (2011 წლის 26 ოქტომბერს ბლოგზე შემოვიდა 16 533 უნიკალური მომხმარებელი.
  • საშუალოდ კვირის მიხედვით ბლოგზე შემოდის 15997 უნიკალური მომხმარებელი (top.ge-ს მონაცემებით).
  • შექმნის დღიდან ბლოგზე შემოვიდა 7 396 785 უნიკალური მომხმარებელი (top.ge-ს მონაცემებით).
  • ბლოგს ყოველ დღე სტუმრობს საშუალოდ 23 000 ადამიანი (GA მონაცემებით).
  • ოქტომბრის თვეში უცნაურს სტუმრობდნენ შემდეგი ქვეყნებიდან (GA მონაცემებით):

  • ოქტომბრის თვეში უცნაურს სტუმრობდნენ შემდეგი ქალაქებიდან (GA მონაცემებით):

  • ოქტომბრის თვეში უცნაურს სტუმრობდნენ შემდეგი ინტერნეტ პროვაიდერებიდან (GA მონაცემებით):

  • ამ სიახლის ჩათვლით, სულ ბლოგზე გამოქვეყნებულია 16 228 პოსტი.
  • ბლოგზე გამოქვეყნებულია მიახლოებით 450 000 კომენტარი.
  • ბლოგზე პოსტი დამატებული აქვს 2 581 ადამიანს.
  • ამ წუთისთვის უცნაური მოსწონს 30 061 ადამიანს  Facebook-ზე.
  • Facebook-ის აუდიტორია გენდერული ბალანსის მიხედვით:

  •  Facebook-ის აუდიტორია ქვეყნების და ქალაქების მიხედვით:

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Close
Close