დედა, მამა, მე ფეხმძიმედ ვარ


ეს ვიდეო ცოტას გაგახალისებთ და მიხვდებით რა თემაზეა პოსტი. სიუჟეტი ,,სახალისოდ” მთავრდება, მაგრამ რა ხდება მაშინ,როცა ეს ყველაფერი არაა თამაში და როცა რეალურად მსგავსი სურათი გვაქვს სახეზე? არსებობენ თუ არა ადამიანები,რომლებიც ჯერ კიდევ ბავშვები აჩენენ ბავშვებს, თქვენ პოსტში ყველაზე პატარა დედებს გაიცნობთ

არ გეგონოთ,რომ მსგავსი ამბები მხოლოდ თანამედროვეობაში ხდება და ადრე ყველა ფრთაშესხმული ანგელოზი იყო.. ახლა კი გაირყვნა ერი, როგორც ბებიები იტყვიან ხოლმე, ,,სად იყო ადრე მამფერი ამბები”.. ეს ტყუილია, ზუსტადაც რომ ადრეც ხდებოდა და დღესაც ხდება.
საინტერესოა,რა ხდება ოჯახში,როცა გოგონა მიდის მშობლებთან და ეუბნება რომ ფეხმძიმედაა, რა თქმა უნდა ეს ის შემთხვევაა,როცა საქმე უკანონო ბავშვს ეხება. ოჯახის რეაქციის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, ერთნი დიდი სკანდალით და ქვეყნის შეყრით სახლიდან მიაბრძანებენ შვილს და მიაყოლებენ ჯანდაბამდე გზა გქონიაო. მეორე ვარიანტი ცოტა უცნაურია,მაგრამ რეალობაში მრავალჯერ აღსრულებული, ოჯახი გაერიდება საცხოვრებელ ადგილს მანამ,სანამ გოგონა არ იმშობიარებს, შემდეგ კი ჩამოვლენ და იტყვიან,რომ ბავშვი სინამდვილეში გოგონას დაა და საზოგადოებაშიც ბედნიერი ოჯახის როლში მოიწონებენ თავს. არსებობს მესამე ვარიანტი, მიუვარდებიან შვილის ,,შემაცდენელს”, ,,ერთი ადგილის მოსაჭრელ” მამაკაცს და ერთი არ მოგიყვანია ცოლად ჩემი შვილი,ვაი შენი ბრალიო, დაახლოებით ასე დაემუქრებიან.
მაგრამ ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ არ მოხდება,როცა მშობლები 6 წლის შვილის ფეხმძიმობის ამბავს შეიტყობენ, ანდა 6 წლისას საერთოდ რა პასუხი უნდა მოსთხოვო?
ასე მოხდა ლიზას ოჯახში, იგი 6 წლის უკრაინელი გოგონა იყო, სხვათაშორის ეს ძველი ამბავია, მოვლენები 1934 წელს ვითარდებოდა. ლიზამ ბუნებრივი გზით იმშობიარა და ბავშვი მკვდარი დაიბადა. ეს მაშინდელი ექიმების ბრალი იყო, რადგანაც იმ დროში საბჭოთა ექიმებს სჯეროდათ,რომ საკეისრო კვეთა პაციენტისთვის ძალიან საშიში გახლდათ. ალბათ გაინტერესებთ,ვინ იყო ის ნამუსგარეცხილი პედოფილი,რომელმაც ბავშვი ასე გააუბედურა. ეს კაცი ლიზას ღვიძლი ბაბუა გახლდათ, მეზღვაური. ამ სამარცხვინო ამბის შემდგომ ოჯახი ვლადივოსტოკში გადავიდა საცხოვრებლად, ლიზას ბაბუამ კი მშვიდად განაგრძო ცხოვრება :|

მუმ-ზი- გოგონა,რომელიც ერთ-ერთ ჰარამხანაში ცხოვრობდა 8 წლის ასაკში დაფეხმძიმდა, ბავშვი გააჩინა და შემდეგ ამ ბავშვმაც 8 წლის ასაკში გააჩინა შვილი. მუმ–ზი ყველაზე ახალგაზრდა ბებიად ითვლება, იგი მხოლოდ 17 წლის იყო,როცა შვილიშვილი შეეძინა.

ასევე 8 წლისამ იმშობიარა პერუელმა გოგონამაც, რომლის სახელსა და გვარს ინტერნეტში არ აკონკრეტებენ. ბავშვმა 2006 წლის დეკემბერში იმშობიარა და მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ვინ იყო მამა? გოგონა ორმა ბიძაშვილმა გააუპატიურა, მამა კი მათგან ერთ–ერთი იყო, კონკრეტულად რომელი ეს არც არავინ იცის.


ამბობენ რომ ტაილანდის ოფიციალური პირები შოკში ჩააგდო 9 წლის ბავშვის ამბავმა, რომელმაც იმშობიარა. მხოლოდ ერთი რამ არ მესმის, მაშინ ეს ვაჟბატონი ოფიციალური პირები,რაღას იღებენ ისეთ კანონებს,რომელიც არასრულწლოვნების ქორწინებას დასაშვებად მიიჩნევს?! ტაილანდში ხომ სავსებით შესაძლებელია ქუჩაში შეგხვდეთ 50 წლის მამააკაცი,რომელსაც 14 წლის გოგო ჰყავს ცოლად. თუ ეს ყველაფერი ნორმალურია ტაილანდელებისთვის, მოდი მაშინ იმ გათხოვებული ბავშვების ფეხმძიმობაც ნუღარ გააკვირვებთ და ფარსი შეშფოთებებით ნუ ააჭრელებენ გაზეთებს.
Wanwisa Janmuk ასე ჰქვია ტაილანდელ 9 წლის ბავშვს,(სურათზე ეს გოგონაა) რომელმაც 27 წლის ქმრისგან პატარა გააჩინა 2001 წლის თებერვალში. მან მშობიარობა კარგად გადაიტანა და როდესაც ქმარი ბავშვის დასარეგისტრირებლად შესაბამის ორგანოში მივიდა, ხალხის გაკვირვება დედის ასაკმა გამოიწვია, სამშობიაროსაც დაუკავშირდნენ და პაციენტის ასაკი კიდევ ერთხელ გადაამოწმეს, მაგრამ ყველაფერი სიმართლე გამოდგა. თავად 27 წლის ქმარმა კი განაცხადა,რომ მისი ცოლი უკვე კარგა ხანია საკმაოდ დიდია.

ჰილდა ტრუჯილო, 9 წლის გოგონა, რომელმაც ბავშვი 1957 წლის დეკემბერში ლიმას საავადმყოფოში გააჩინა. ბავშვის წონა 2,7 კგ იყო. მამის ვინაობა ცნობილია, ის ჰილდას ბიძაშვილი გახლდათ,რომელიც იმ პერიოდში ამ ოჯახში ცხოვრობდა და 22 წლის ბრძანდებოდა. ეს ბიჭი ამბის გახმაურების შემდგომ ციხეში ჩასვეს გაუპატიურების ბრალდებით.

1997 წელს Jenny Teague დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა დედა გახდა, მან 12 წლის ასაკში პატარა საშა გააჩინა. როდესაც თავის 13 წლის ბოიფრენდთან პირველი სექსი ჰქონდა, ვერც კი წარმოედგინა ამას ბავშვი თუ მოჰყვებოდა. როცა საშა გაჩნდა, ბოიფრენდს რა თქმა უნდა შეყვარებულთან კონტაქტით თავი არ მოუკლავს, ამას გარდა ბიჭის მშობლებმა დნმ-ის ტესტიც კი გაუკეთეს პატარას, რომ დაედგინათ ნამდვილად იყო თუ არა ბავშვი მათი შვილიშვილი.

1998 წელს კი შონ სტიუარტი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა მამა გახდა, მას კარის მეზობელმა 15 წლის ემა ვებსტერმა შვილი გაუჩინა.

ჯენის ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა დედის ტიტული ერთმა გოგონამ 2006 წელს წაართვა, რომელმაც 11 წლისამ მოახერხა დაფეხმძიმება. იგი მწეველიცაა და დღეში 1 კოლოფ სიგარეტს ეწევა. ქალიშვილობა 15 წლის ბიჭთან დაკარგა ერთ-ერთ ფართიზე, სადაც დათვრნენ კიდეც მეგობრებთან ერთად. გოგონას პირობითად ჯული ვუწოდოთ, ისე კი მისი ვინაობა გასაიდუმლოებულია. ჯულის დედა იმ დროს, ანუ 2006 წელს 34 წლის გახლდათ და ახალი გაჩენილი ჰყავდა ბოლო შვილი, ანუ ჯულის ძმა.
თავად ჯულიმ კი ასეთი რამ განაცხადა ინტერვიუზე: ,,რა თქმა უნდა არ მიფიქრია რომ ორსულად დავრცებოდი, რადგანაც ეს პირველად მქონდა. მაგრამ ძალიან მიხარია და ველოდები როდის გავხდები დედა. ერთი სული მაქვს როდის წავიყვანთ საცურაოდ, ან პარკში სასეირნოდ. ვფიქრობ რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდები, რადგანაც ჩემს ძმებზე საკმაო გამოცდილება დავაგროვე. ვიცი როგორ უნდა ვაჭამო ბავშვს ბოთლით და შემიძლია საფენების გამოცვლაც. მაგრამ როცა ავად არიან მაშინ მეშინია და ვტირი ხოლმე, ასევე არ მომწონს მათი ბანაობაც, ეს ცოტა არ იყოს მაშინებს. ის ძალიან კარგია,რომ დედა აუცილებლად დამეხმარება თუკი ეს დამჭირდება. სოციალურმა მუშაკმა შემომთავაზა,რომ ბავშვს წაიყვანდნენ და გაზრდიდნენ, მაგრამ მე ამას არასოდეს გავაკეთებ. ”
ჯულიმ მოწევა 9 წლის ასაკში დაიწყო, ალკოჰოლურ სასმელებს კი 10 წლისამ გაუსინჯა გემო. მისი მშობლები რამდენიმე წელია რაც გაშორებულები არიან. მართალია ჯული მტელი ფეხმძიმობის განმავლობაში სიგარეტს ჩვეულებრივად ეწეოდა, მაგრამ ამასთანავე ამბობდა, რომ ეს ფაქტი მის მდგომარეობას არანაირად არ უშლიდა ხელს.
რას ამბობს ჯულის დედა?
მე ვამაყობ ჩემი შვილით, იმით,რომ მან მოისურვა დაეტოვებინა თავისი პატარა და თავად გაეზარდა. ვიცი რომ თავად ძალიან ნაღვლობს, ეშინია რას იტყვის საზოგადოება, რას იტყვიან ქუჩაში, მაგრამ მან მაღლა აწეული თავით უნდა იარის. თავდაპირველად რა თქმა უნდა არ აღვფრთოვანებულვარ იმ ფაქტით,რომ ბებია გავხდებოდი, მაგრამ ასეა, უარს ნამდვილად არ ვიტყვი რომ ჩემს სახლში კიდევ ერთი ბავშვი იყოს.

გავიდა 4 წელი, დადგა 2010 წელი და როგორ ფიქრობთ,ვინ გამოჩნდა ჟურნალებში ტრესა მიდლტონი, სწორედ ესაა ჯულის ნამდვილი სახელი და გვარი,რომელსაც 2006 წელს ვერ ამხელდნენ მისი მცირეწლოვნობის გამო.


ეს სწორედ ამ გოგონას ფოტო გახლავთ, ახალდაბადებულ შვილთან ერთად.

,,მე მინდოდა ბავშვი, არ ჰქონდა მნიშვნელობა თუ რა გზით იყო ის ჩასახული. მე ვიცოდი,რომ ყველაფრის მიუხედავად ის შემიყვარდებოდა, მას კი მე ვეყვარებოდი. ”
როგორ ფიქრობთ, ამჯერად რას გულისხმობდა ტრესა, როდესაც ამბობდა, არ აქვს მნიშვნელობა რა გზით იყო ბავშვი ჩასახულიო? თურმე 2006 წლის ინტერვიუში ყველაფერი სიმართლე არ გახლდათ რაც ილაპარაკეს. იგი ფართიზე არ დამთვრალა და იქ ვიღაც ბიჭტან არ დაწოლილა, მისი შვილის მამა და მოძალადე გახლდათ ტრესას ღვიძლი ძმა,ჯეისონ მიდლტონი, რომელმაც გოგონა გააუპატიურა. ჯეისონი მაშინ 16 წლის იყო, ტრესაზე 5 წლით დიდი. იგი ამ ამბიდან 4 წლის შემდეგ, ანუ 19 წლისა ციხეში ჩასვეს გაუპატიურების ბრალდებით.
თავად ტრესამ კი საცხოვრებელი გამოიცვალა, იგი ახლა ოჯახისგან მოშორებით ცხოვრობს.
,,ზოგს ჰგონია,რომ მე ერთი ბინძური ადამიანი ვარ, მაგრამ მათ არ იციან სინამდვილეში რა როგორ მოხდა, მე ხომ მხოლოდ 11-ის ვიყავი, მე ისიც კი არ ვიცოდი რა იყო სექსი. ეს ყველაფერი არ დაწყებულა 4 წლის წინ, მე 7 წლის ვიყავი როცა ჯეისონმა ეს პირველად ჩაიდინა, მაშინ არც მიფიქრია თუ რამე არასწორს ვაკეთებდით. ჩემი ძმა კი ჩვეულებრივ მთვრალი იყო ხოლმე. ხანდახან ის მაშანტაჟებდა კიდეც, რომ თუ ისე არ მოვიქცეოდი როგორც მას სურდა, დედასთან დამაბეზღებდა. მაძლევდა სიგარეტს, სასმელს და მაიძულებდა დალევას.”

როცა ტრესა 9 წლის გახდა მენსტრუაცია დაეწყო, 11 წლისა კი დაორსულდა, მაშონ არ გაუმხელია რომ ბავშვის მამა ძმა იყო, რადგანაც ოჯახის რეაქციის შეეშინდა, პირველად 14 წლისამ თქვა სინამდვილეში რა მოხდა და როგორ, რადგანაც მაშინ უკვე სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფებოდა და შესაბამისი საცხოვრებელიც ჰქონდა, მომვლელებმა პოლიციას გამოუძახეს,რათა ჯეისონის წინააღმდეგ საქმე აღძრულიყო.
ტრესა დედასაც ესაუბრა, რომელმაც მას მატყუარა უწოდა და ეგონა რომ გოგონა მთვრალი იყო. ტრესა ამბობს, რომ ახლაც კი, როცა დნმ გაიკეთა და ყველა დარწმუნდა, რომ მისი ძმაა მამა, დედას მაინც არ სჯერა ეს ამბავი.

ტრესა ახლა ასე გამოიყურება.

გოგონა აცხადებს, რომ დედამისი ალკოჰოლიკი იყო, სასმელს ეძალებოდა, როცა ტრესამ მოწევა დაიწყო მან იცოდა, მაგრამ არ ადარდებდა, მთავარია თვითონ სასმელი ჰქონოდა. ტრესამ თვითმკვლელობაც სცადა, თან ნარკოტიკებს ეძალებოდა, ამის გამო მისი გოგონა გააშვილეს, ახლა კი ტრესა ცხოვრების სწორ გზას დაუბრუნდა და შვილთან კონტაქტის აღდგენას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.


სურათზე გამოსახული ბავშვი 9 წლისაა, ისიც გაუპატიურების მსხვერპლია. გოგონა დედამისის ბოიფრენდმა გააუპატიურა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვმა, მიუხედავად ასაკის სიმცირისა, სრულიად ნორმალური და ჯანმრთელი პატარა გააჩინა.


ვიდეოში 11 წლის ეგვიპტელი გოგონა საუბრობს, ხელში კი თავისი შვილი უჭირავს, ის ამბობს,რომ ერთ დღეს კლუბში წავიდა, უნდოდა ძმა მოენახა და წამოეყვანა, მაგრამ ვერ იპოვნა, ამიტომაც სახლში მარტო დაბრუნდა. გზაში ვიღაც კაცმა გააჩერა,რომელმაც დანა მოუღერა და უთხრა თუ ხმას ამოირებდა მოკლავდა. შემდეგ კი მიტოვებულ შენობაში წაიყვანა და იქ ,,ცუდი რამ” გააკეთა. იქაც გაუმეორა, თუ ამ ამბავს სადმე გაამხელდა, გოგონას სიცოცხლეს გამოასალმებდა. ბავშვი სახლში დაბრუნდა, მაგრამ შეშინებულს არაფერი არ უთქვამს მშობლებისთვის. გავიდა დრო და ცუდად გახდა, დედამ საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც აღმოაჩინეს,რომ პატარა ორსულად იყო.

…………………………………………………………………………………………………………………..


ავტორი: ირი_ლეკვეიშვილი

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2013 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC