ახალი ამბებიგამოგონებაუცნაური

სარკევ,სარკევ ვინ არის ყველაზე ლამაზი?

პირველი შუშისს სარკე XIII საუკუნეში ფლანდრიაში გამოიგონეს. იმის მიუხედავად რომ იმდროინდელი სარკეები უსწორმასწორო ხოლო გამოსახულება ბუნდოვანი იყო მათ მაინც დიდი სიამოვნებით ყიდულობდნენ. არამარტო ფლანდრიელები არამედ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ვაჭრებიც.XVI საუკუნეში ვენეციასთან ახლოს მდებარე მურანოს კუნძულზე, სარკის ოსტატებმა ბრტყელი სარკის წარმოება დაიწყეს. ისტორიაში პირველი სარკეები ისეთი გლუვი და გამჭვირვალე გამოვიდა, რომ მათ ”ჯადოსნური შუშაც” შეარქვეს. ჯადოსნური სარკის წარმოება ყველასთვის გასაიდუმლოებული იყო.XVIIსუაკუნეში სარკის ციებ-ცხელებამ მთელი ევროპა მოიცვა. იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ვენეეციელთა ხელობის საიდუმლოს გაგებას ცდილობდნენ სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.ლუდოვიკო XIV ის მინისტრმა კოლბერმა, სამი მურანოელი ოსტატი მოისყიდა და ისინი საფრანგეთში გადმოიყვანა. სულ მალე ფრანგებმა საკუთარ მასწავლებბლებსაც აჯობეს. ისინი სარკეს უკვე ჩამოსხმის გზით ამზადებდნენ.

დიდი პოპულარობით სარგებლობდა ვენეციური სარკეები..ისინი ისეთი სიძვირით გამოირჩეოდნენ, რომ ზოგ არისტოკრატს მამულების გაყიდვაც კი უხდებოდა მათ შესაძენად.

არქეოლოგების მიერ ძველ ჩინეთსა და ეგვიპტეში ნაპოვნი სარკეები ბრინჯაოსა და ვერცხლის გაპრიალებულ დისკებს წარმოადგენდა..

ვინ უფრო ხშირად იხედება სარკეში: ქალი თუ მამაკაცი?

ამის გასარკვევად შვეიცარიელმა ფსიქოლოგებმა შემდეგი ექსპერიმენტი ჩაატარეს:

ერთ სუპერმარკეტში უზარმაზარი სარკე და ერთი ვიდეოკამერა დააყენეს. დაკვირვება ერთი კვირის განმავლობაში მიდიოდა, მიღებული შედეგი სენსაციური აღმოჩნდა!

ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ მამაკაცთა რაოდენობამ, რომლებიც თავიანთ გამოსახულებას სარკეში ათვალიერებდნენ, სუსტი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობას 4,5 ჯერ გადაააჭარბა. ამასთანავე აღსანიშნავია რომ მამაკაცთა უმრავლესობა ა სარკესთან საკმაოდ დიდხანს ჩერდებოდა. ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც ახალი ქუდი შეიძინა საკუთარ გამოსახულებას სარკეში აკოცა კიდეც

ძველი ლეგენდები ამბობენ, რომ სარკე თავისი პატრონის შესაახებ ინფორმაციას აგროვებს და მის საიდუმლოებებს ინახავს. მაგალითად, იაპონიის ანტიკვარიატის მაღაზიაში სარკის შეძენა შეუძლებელია, რადგან აქ სჯერათ რომა მასში მისი ყოფილი პატრონის სული რჩება. ამ სულს კი სარკის ახალი პატრონისთვის ზიანის მიყენება თავისუფლად შეუძლია. იაპონელები ასევე მიიჩნეევენ რომ სარკე პირაღმა არასდროს არ უნდ ა დაიდგას. რათა მან დადებითი ენერგია არ აირეკლოს.

ამას გარდა ისინი ფიქრობენ რომ თუ ადამიანი ცუდ გუნებაზეა ან ავადაა მან სარკეში საერთოდ არ უნდა ჩაიხედოს. ხოლო ზოგადად ჩახედვის დროს არამც და არამც ცუდი არ უნდა თქვას!

 თქვენ გჯერათ ამ ყველაფრის და რამდენად ხშირად ხმარობთ სარკეს?

წყარო: luulove.wordpress.com

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close