მისტიკასაკითხავიუცნაური

საფოსტო გზავნილი საიქიოში


ვერავინ იტყვის დაზუსტებით გარდაცვლილ ახლობლებს ესმით თუ არა ჩვენი, გრძნობენ თუ არა ჩვენს სიყვარულს.ალბათ მაინც კი…ისინიც ხომ გვევლინებიან სიზმრებში… თითქოს რაღაცას გვაგრძნობინებენ,გვაფრთხილებენ.ჩვენ კი მათთან გატარებული დროის ყველა წვრილმანს ვიხსენებთ,ისევ გვინდა მათი ნახვა,მათთან საუბარი…ალბათ სწორედ ამიტომაა,რომ ნებისმიერი კომპანიის თუ კერძო პირის შემოთავაზებას გარდაცვლილებთან დაკავშირების თაობაზე, უამრავი ადამიანი სიხარულით იღებს,რათა რაღაც ფორმით კვლავ იგრძნონ საყვარელი ადამიანების სიახლოვე…

1982 წელს 12 წლის ტყუპებმა კესიტმა და ბრენტმა მაგნიტოფონზე დედის და ბებიის საუბარი ჩაწერეს.ბებიის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ მათ ამ ჩანაწერს მიაგნეს.ყველას გაუხარდა გარდაცვლილის ხმის მოსმენა.ტაილერების ოჯახმა გადაწყვიტა ამ ფაქტისთვის სხვა დატვირთვა მიეცათ და საოჯახო ბიზნესსაც დაედო საფუჯველი.
1998 წელს ტყუპებმა პირველი სასაფლაო – “Hollywood Memorial Park” იყიდეს,რომელიც კინოსტუდია “Paramount” -ის შორიახლოს მდებარეობს.შემდეგში ამ სასაფლაოს “Hollywood Forever” დაერქვა.
დღესდღეობით კომპანიას “Forever Enterprises” აქვს ცხრა წარმომადგენლობა აშშ-ში და ასევე ინტერნეტშიც ვებგვერდი “Forever Network”.კომპანიის საკუთრებაშია ცენტრი,სადაც გარდაცვლილი ადამიანების შესახებ ვიდეო,აუდიო და ფოტომასალის მონტაჟი და გაფორმება ხდება.
სასაფლაოზე და საერთოდ მსგავს მომსახურებაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.მაგრამ საინტერესოა ინფორმაცია “ციფრული” მემორიალური სამსახურის შესახებ.საბედნიეროდ,ამ კომპანიის საქმიანობა არანაირ ზღვარს არ სცილდება.პირიქით,მისი წყალობით გარდაცვლილის ხსოვნა ძალზე დიდხანს გრძელდება.ამაზე მეტყველებს კომპანიის სახელწოდებაც,რაც თარგმანში “სამუდამო ხსოვნას” ან “მარადიულობის სიმბოლოს” ნიშნავს.
“მრავალი ადამიანისთვის “უკვდავყოფა” – ეს არის საფლავის ქვაზე ამოტვიფრული სახელი და თარიღი.ჩვენი კომპანია კი ავსებს ადგილს დაბადების და გარდაცვალების თარიღებს შორის”.
კომპანიას ჰყავს რამდენიმე ჯგუფი,რომელიც შემკვეთის სურვილისამებრ აგროვებს და ამუშავებს გარდაცვლილთან დაკავშირებულ ნებისმიერ მასალას.კომპანიის ვებგვერდზე უკვე განთავსებულია რვა ათასი Lifestories.მასალის გამოყენება და ჩვენება შესაძლებელია სასაფლაოზე არსებულ სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე.არის შემთხვევები,როცა საფლავს ადამიანი სიცოცხლეშივე იმზადებს და ცხოვრებისეულ,მისთვის მნიშვნელოვან დეტალებს კომპანიას თვითონ სთავაზობს.მსგავსი მომსახურების ღირებულება ჟურნალ “Wired” ის ინფორმაციით 395-იდან 4000 დოლარამდე აღწევს.

* * *
აი,კიდევ ერთი სამსახური,რომელიც საკმაოდ არაორდინალურ მომსახურებას გვთავაზობს – ფერწერა გარდაცვლილთა ნეშტის გამოყენებით.
ალბათ,არავინ დაიჯერებს,რომ გარდაცვლილის ფერფლისგან ძვირფას თვლებს ამზადებენ, შესაძლებელია ფეიერვერკის შექმნა,მარჯნის რიფების აშენება,ან მისი ფერწერაში გამოყენება…
თუმცა არსებობს ასეთი მომსახურების კომპანიებიც,ერთ-ერთი მათგანია კომპანია “Jane’Us”,რომელიც გარდაცვლილი ახლობელი ადამიანების და საყვარელი შინაური ცხოველის ფერფლისგან ფერწერული ნამუშევრების დამზადებას გვთავაზობს.
აი რას ამბობს კომპანიის დამფუძნებელი,მხატვარი ბეტი უოლსონი.”დედაჩემი რამდენიმე წლის წინ დარდაიცვალა.ის უნდა დაგვეკრძალა საგვარეულო ნაკვეთზე კენტუკის შტატში. სასაფლაო ოჯახის ახლობლებისგან და მეგობრებისგან ძალზე შორს მდებარეობდა.გამოჩნდა იდეა და მისი სხეული ჩემებურად,ფერწერაში “უნიკალური და განუმეორებელი” სურათების შესაქმნელად გამოვიყენე”.
სურათები “Jane’Us”-ის დამფუძნებელმა ნათესავებს საშობაო საჩუქრად უსახსოვრა. ნათესავები ამ წამოწყებით აღფრთოვანდნენ და კომპანიის ბიზნესიც შედგა.
იგივე მოხდა შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით:”როცა ჩემი ძვირფასი კატა მოკვდა,არ მეგონა,თუ ტკივილი ასეთი მწვავე იქნებოდა.კომპანია “Jane’Us”-ის დახმარებით კი ყველაფერი შეიცვალა”.
დღესდღეობით კომპანიას შექმნილი აქვს 300-მდე მხატვრული ტილო.ზოგი ადამიანის, ზოგიც ცხოველთა ნეშტისგან.
არანაკლებ მნიშველოვანია თუ რა იქნება გამოსახული ფერფლით შესრულებულ სურათზე. შეიძლება კომპანიას ენდოთ,ან შეავსოთ ანკეტა,ფერებთან და გამოსახულებასთან დაკავშირებით.
მემორიალური ხელოვნების ნიმუში შეიძლება იყოს სამი ზომის:66×76 სმ-ზე (ფასი 700-900 $),56×66 სმ-ზე (ფასი 700 $) და 43×50 (350-550$) ნახატის დამზადების დრო ექვსიდან რვა კვირამდე მერყეობს.
კომპანიას გააჩნია შთაბეჭდილებების წიგნიც,სადაც მრავალი მისალმება და აღფრთოვანებაა დაფიქსირებული.

* * *
ინტერნეტში ვებგვერდის “AfterlifeTelegrams.com”-ის არსებობის იდეა ილინოისის შტატის ქალაქ აფინის მცხოვრებ პოლ კინზელეს ეკუთვნის.იგი განურკუნებელი სენით დაავადებული ადამიანების დახმარებით “იმ” ქვეყანაში ინფორმაციის გადაცემას გვთავაზობს. თითოეული სიტყვის ღირებულება ხუთი დოლარია.”ფოსტალიონად” წოდებული ადამიანი სწავლობს თქვენი დეპეშის შინაარს და სიკვდილის შემდეგ აცნობებს ადრესატს.
კომპანია არ იძლევა ასპროცენტიან გარანტიას,რომ თქვენი დეპეშა დანიშნულების ადგილს მიაღწევს.ექიმის დიაგნოზის მერე უკურნებელი სენით დაავადებული “ფოსტალიონი” თუ ერთი წლის განმავლობაში არ გარდაიცვლება და გამოჯანმრთელებისკენ წავა,მაშინ კლიენტს დახარჯული ფული მთლიანად უბრუნდება.
კომპანია იძლევა რჩევებს გასაგზავნი მესიჯის შინაარსთან დაკავშირებით:
– გარდაცვლილს მიაწოდეთ ინფორმაცია ოჯახში მატებასთან დაკავშირებით;
– ბოდიში მოუხადეთ მათ,ვისაც ცხოვრებაში აწყენინეთ;
– მოელაპარაკეთ იმქვეყნად თქვენი გამგზავრების შემდეგ შეხვედრის თაობაზე;
– მოუყევით მნიშვნელოვან ფაქტებზე,რომლებსაც ისინი ვერ დაესწრნენ;
– უთხარით ყველაფერი,რაც გინდოდათ გეთქვათ.
კომპანია აცხადებს,რომ თუ რეიკარნაციასთან დაკავშირებით არ გაჩნდა პრობლემები (რაც გულისხმობს იმას,რომ გარდაცვლილი უკვე გარდაისახა და დაბრუნდა დედამიწაზე),დეპეშა მიაღწევს დანიშნულების ადგილს,თუმცა ამასთანავე აღნიშნავს,რომ:
– იმქვეყნიური სიცოცხლე შესაძლოა იმდენად ქაოტური აღმოჩნდეს,რომ ადრესატის პოვნა გაჭირდეს;
– შესაძლოა არ არსებობდეს “ცნობარი”,რისი მიხედვითაც შეიძლება ადრესატის მიგნება;
– ადრესატს შეუძლია გამოიცვალოს გვარი და სახელი;
– იმქვეყნად არსებობს ჯოჯოხეთი და სამოთხე.”ფოსტალიონს” კი არ შეუძლია ზუსტად იქ მოხვდეს,სადაც ადრესატი იმყოფება.
– შესაძლოა ადრესატი მოჩვენებად გადაიქცა და სადღაც დაფრინავს;
– შესაძლოა ადრესატს არ უნდა თავის შეწუხება და “მოგზავნილთან” საუბარი და ა.შ.
ვინ არიან “ფოსტალიონები”?შეიძლება კი მათთან შეხვედრა?
კომპანია აცხადებს,რომ ისინი ჯერჯერობით ძალზე ცოტანი არიან და ანონიმურობის დაცვას ითხოვენ.

* * *
აღმოჩნდა,რომ აშშ-ში “იმქვეყნიური ცხოვრება” ყურადღების ცენტრშია.ყოველ შემთხვევაში ასეთ დასკვნამდე მივიდნენ “ABC News”-ის ჟურნალისტები.მათ რამდენიმე შტატში ჩაატარეს გამოკითხვა.გამოკითხულთა ოცდათვრამეტმა პროცენტმა მიიჩნია,რომ იმქვეყნად წასული ადამიანები დედამიწას მოჩვენებების სახით მოევლინებიან,ოცდახუთ პროცენტს სჯერა,რომ გარდაცვლილ ადამიანებთან შესაძლებელია კონტაქტის დამყარება.აშშ-ში მეტად აქტუალურია ეს თემა და მასთაბ დაკავშირებით უამრავი წიგნი და ტელეგადაცემა არსებობს.ინტერესი კი 11 სექტემბრს მოვლენების შემდეგ გაორმაგდა.
არიზონას შტატის უნივერსიტეტის პროფესორმა,ფიზიოლოგმა გერიი შვარცმა თავის მეუღლესთან,ლინდა რასეკთან ერთად შექმნა ადამიანის ენერგეტიკული სისტემის შემსწავლელი ლაბორატორია.მისი თეორიის თანახმად გარდაცვლილი ადამიანების ენერგია ამქვეყნიურ სივრცეში რჩება.”ადამიანები ვარსკვლავების პროტოტიპები არიან.ჩვენ განუწყვეტლივ გავცემთ უხილავ სხივებს,რომლებიც კოსმოსში მიდიან.ჩვენი ენერგია და ცნობიერება გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს არსებობას.თუ ჩვენს პროტოტიპებად ვარსკვლავებს მივიჩნევთ,გასაგებია რატომაც ანათებენ ისინი სულ”.
კალიფორნიის სჯეპტიკოსთა საზოგადოებიდან ფსიქოლოგ მაიკლ შერმერს შვარცის თეორია აბსურდად მიაჩნია.ამავე საზოგადოების მეორე ფსიქოლოგი სტიუარტ ბისი გარდაცვლილ ადამიანებთან კავშირს ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს და ამბობს:”ჩვენ ქვეცნობიერად ვუკავშირდებით გარდაცვლილ ადამიანებს.მათი ყოველდღიური გახსენება კი სიახლოვის შეგრძნებას ბადებს”.
ფილადელფიის სამეცნიერო უნივერსიტეტის ფიზიკოსი პოლ ჰელპერნი თვლის,რომ შვარცის თეორია საფუძველს მოკლებული არ არის:”ენერგია ნამდვილად ინახება ყოველთვის.იგი არ იქმნება,არ ინგრევა,მხოლოდ ცვალებადობას განიცდს”.
პროფესორი,თეოლოგი გერი ლეიდერმენი კი ამტკიცებს,რომ სპირიტული კავშირი ცოცხალსა და მკვდარს შორის საერთოდ არ არსებობს,და არც არის საჭირო,რადგან არსებობს რელიგია.
თვით შვარცი კი ყველას პასუხობს,რომ კრიტიკა მხოლოდ დროებითი დაბრკოლებაა მისი თეორიისთვის “თქვენ მოგიწევთ კიდევ მრავალი ფაქტის დადება ჩემს წინაშე,რათა დამარწმუნოთ წინააღმდეგობაში”.

* * *
ადამიანების ერთი ჯგუფისთვის გარდაცვალება სულაც არ ნიშნავს სიკვდილს;სხვები იმქვეყნიურ ცხოვრებას სისულელედ და ადამიანის ფანტაზიის მორიგ ნაყოფად თვლიან; სკეპტიკოსები კი ამ მოსაზრებებს ეჭვის ქვეშ აყენებენ….ერთი კი ნათელია:უსაზღვროა ახლობელი ადამიანის დაღუპვით დამოწვეული ტკივილი,მათი ხსოვნის და სიყვარულის გასახანგრძლივებლად კი ამქვეყნად მცხოვრებნი ყველაფერზე “წამსვლელები” ვართ…

ავტორი: ბექა ლაგვილავა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close