საკითხავისაქართველო

ჩემი პროტესტი


ვხედავ, ვისმენ და ვგრძნობ რა ხდება საქართველოში…. როგორც თავისუფალ ადამიანს მაქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება და ერთგვარი მოვალეობაც…
Sometimes I just wanna scream! This article is my voice to protest…

თავიდანვე სრული პასუხისმგებლობით მინდა გაცნობოთ, რომ ყველაფერი, რასაც შემდგომში დავწერ, ჩემი პირადი აზრია, ჩემს მიერვე დაწერილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქვემოთ მოყვანილ სტატიაში არაა გამიზნული ნებისმიერი რელიგიური თუ პოლიტიკური მიმდინარეობის შეურაწყოფა, და ნაწერი არ არღვევეს საქართველოს კანონმდებლობას. ავტორს (ანუ მე) არ ამოძრავებს არავითარი პოლიტიკური, სოციალური თუ რელიგიური ინტერესი, ყველაფერი რაც აქ დაიწერება არის პროტესტი.

*ამ სტატიაში ვაქვეყნებ პირად მოსაზრებებს ქართულ საზოგადოებრივ მასაზე და იმ პრობლემებზე რაც ჩემი აზრით დღეს უნდა გვაწუხებდეს. ვაპირებ შევეხო ლიბერელიზმს, რელიგიურობას (და არა რელიგიას!!!), “თავისუფალ აზრს”, სუბ-კულტურებს (საქართველოში), Halloween-ს და ა.შ. ასე რომ თუ ვინმეს მიგაჩნიათ რამე არამათებულად, შეგიძლიათ კითხვა არ გააგრძელოთ ( რომ იტყვიან, არ მინდა “ცოდვაში ჩაგაგდოთ”)…

ჩემი პროტესტი

როდესაც სათაურს და ამ შესავალს წაიკითხავთ, ვიცი ბევრი იტყვის რა გეპროტესტებაო, წადი ორი წიგნი წაიკითხეო, ნეტა არ უბერავდეო და რავიცი კიდევ რას… ჩემი თავი თავისუფალ ადამიანად მიმაჩნია, უფროსწორად თავისუფლებისთვის მებრძოლად და რადგან ჩემი პიროვნება საარსებო გარემოს მიერ შემოთავაზებული პირობებით არ კმაყოფილდება, ბუნებრივია ჩნდება პროტესტი. ეს სულაც არ უნდა იყოს ცუდი: “ჭეშმარიტება იბადება კამთში” და “ნებისმიერი თუნდაც ერთი შეხედვით უსარგებლო იდეა საფუძველს უდებს რაგაც ახალს”. ჩემი საუბრის მიზეზი ისაა, რომ აღარ მსურს ცხოვრება განვითარებად ქვეყანაში, აღარ მინდა ომი და საკუთარი სტერეოტიპების მონობა…

– რელიგიურობა (არ ვეხები რელიგიას)

საქართველო ძველი დროიდანვე იყო ლიოალური სხვა რელიგიების მიმართ. მეთორმრტე საუკუნეში დავით აღმაშენებლის მიერ გამოცემული კანონები იცავდა თბილისში მცხოვრებ მუსლიმებს და სხვა რელიგიის წარმომადგენლებს. მაჰმადიანურ უბანში აკრძალული იყო ღორის(არაწმინდა ცხოველი ყურანის მიოხედვით) დაკვლა, რომ არ შელახულიყო მუსლიმთა უფლებები. საქართველოში არავინ უწამებიათ(რამოდენიმე დაუდასტურებელ წყაროს თუ არ ჩავთვლით) ქრისტიანობაზე მოსაქცევად. ქართველი კაცის ძალა იმაში იყო, რომ თავსა და ცოლ-შვილს იცავდა… შეინიშნებოდა ლოიალურობა განსხვავებული ფილოსოფიების მიმართ: შოთა რუსთაველს მრავლად აქვს გამოყენებული არაქრისტიაკ ფილოსოფოსთა აზრები. ასევე აღსანიშნავია გენდერული “თანასწორობის” მცირე ნიშნები(რაც სხვაგან არ იყო), როგორიცაა თამარის გამეფება…

რაღა ბევრი გავაგრძელო და ამ ყველაფერზე იმიტომ ვლაპარაკობ რომ დღეს ვაღარა ვხედავ რატომღაც… სად გაქრა თქვენი ქრისტიანობა? ერი ეკლესიის გზას დაადგაო… ეგაა ეკლესიის გზა, როცა სხვის დასანახად შეირბენს ხალხი ტაძარში, მოდააო და რა ვქნათო.
მართლმადიდებლები იმიტომა ვართო, რომაო ჩვენი მამა-პაპა ასე ყოფილაო, და ჩვენც რო ქართველები ვართო უნდა ასე ვიყოთო… რომელი მამა-პაპა თუ ძმა ხარ? იციან კია, ვიზეა საუბარი? ისე პაპებისა და წინაპრების ხსენება, და კიდევ ტრდიციებისაც, მაგარი მოტივია ნამდვილად. ადამიანთა დიდი ნაწილი საქართველოში იმ მიზეზითაა მართლმადიდებელი რომ წინაპრებმა ასე ბრძანეს. მრევლის დიდი უმრავლესობა საერთოდ ვერ ერკვევა ან ვერ აცნობიერებს საკუთარ მრწამსს! ბრმა ცხვრებივით მისდევენ ვიღაცის სიტყვას, როცა პასუხს ვერ გცემენ ვიღაცის “ქრისტიანულ” საქციელზე, მაშინ ახსენდებათ რომ არ უნდა განიკითხო, ან კიდე “მამაომ” თქვა ასეო… ის მაინც იცოდეთ “მამაომ თქვა” რომ გრამატიკული შეცდომაა.

ყველაფერ ახალს რელიგიის სახელით ვებრძვით!

ფაეტონი რომ ახალი გამოსული იყო ეშმაკის მანქანა ერქვა.. ეხლა სავიზო ბარათებზე ატეხეს მოცლილებმა ერთი ამბავი: ეშმაკის ჩიპიაო… ეეჰ რა უბედურ დღეში ვართ!

Halloween-თან დაკავშირებით სულ ერთი და იგივე ხდება! ვიგაც ადამიანი დააკოპირებს ყურით მოთრეულ ისტორიას და დაიწყებს ქადაგებას რა შეიძლება და რა არა! ამ დღის ისტორიულ წარმოშობაზე და თანამედროვე მნიშვნელობაზე არ მინდა საუბარი(არც აზრი აქვს ამ კონტექსტში), თუმცა ყოველთვის არის ერთი “მაგრამ”! სრულიად გასაგებია, რომ ეკლესია ამ დღის აღნიშვნას ეწინააღმდეგება, მაგარამ ცოტა ზედმეტი მოსდის ხალხის გარკვეულ ნაწილს! ეკესლიისა და ქრისტიანობის არსი ითვალისწინებს მოუწოდოს, ვიმეორებ, მოუწოდოს(!) ხალხს რა არის მართებული და რა არა. დანარჩენი ადამიანის გადასაწყვეტია! რატომღაც ყველა თავს არიდებს ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემას: მართებულია, როცა მღვდელი არბევს ახალგაზრდებს კანონით დაშვებული ქმედების ჩადენისას? მეტიც, როცა “სულიერი მოძღვარი” და მისი თანამოაზრენი სისხლს ღვრიან(ხალხს სცემენ… ისე იქ სისხლიც იყო)! ამის შემდეგ როგორ უნდა მასწავლოს მაგ ადამიანმა ქრისტეს მცნებები და ღვთაებრივი მიმტევებლობა? რამდენადაც ვიცი ჩემი მეგობრებისგან, წელს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირელები, ე.წ. მმკ, ცდილობდნენ “სატანისტ-ჰელოვინისტების” დაშლას და შავებში გამოწყობილნი დაეხეტებოდნენ ქუჩაში(სასიამოვნოა, რომ ვერევინ მოიგდეს ხელთ). რატომ უნდა მიხდებოდეს იმ მრევლის წევრებზე ამ სტატიის წერა, რომელსაც მე მივეკუთვნები? იქნებ იმიტომ რომ ვიღაც ზეზდმეტად უვიცია და თავისზე უვიც “მოძრვარს” უსმენს, უფლის “კურთხევას” იღებს “წმინდა” საქმეების ჩასადენად! ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ეკლესია გამოყენებულია როგორც ფარი, აგრესიის გამოხატვის შემდეგ თავის დასაცავად!

ამ ყველაფერზე საუბრისას ნათლად ჩანს, რომ სიტყვის თავისუფლებასა და ლიბერალიზმს კიდევ კაი ხანი არ ეღირსება ადგილი მადლით სავსე ივერიაში!
ილია ჭავჭავაძეს რომ “პირი არ მოეღო” ერის მამას არავინ უწოდებდა! თუნდაც ესაა
მაგალითი იმისა, თუ რატომაა საჭირო სიტყვის თავისუფლება! გოდერძი ჩოხელმა რომ “მღვდლის ცოდვა” დაწერა (სადაც მოთრობილია კაცისმკვლელი და მოძალადე “მღვდლის” ცოდვაზე), ანათემას რატომ არ გადავეცით ნეტავ??? მღვდლის განკითხვა ხომ არ შეიძლება!
აფხაზეტისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე რომ ვიქაჩებით, ის თუ გაგვივლია თავში აზრად, რომ ლიბერალური პრინციპების დაცვაა აუცილებელი, თორემ, მაგის გარეშე არც მაგ ხალხს და არც ბევრ ქართველს არ დაედგომება საქართველოში!
ამ ყველაფერზე იმიტომ კი არ ვსაუბრობ რომ ეკლესიას ვებრძვი, არც იმიტომ რომ ვიღაცას ვერ ვიტან, უბრალოდ ამოვიდა ყელში ტრადიციებისა და რელიგიის ამოფარებით მოქმედი იდიოტების პარპაში! არ მინდა ისეთი ქვეყანა სადაც ქრისტიანების შეეშინდებათ განსხავეებული აზრის მქონეებს, არ მინდა ისეთი ცხოვრება როცა ჩემზე ცოდვინლი მესვრიან ქვებს, ხოლო სამართალს ძალა აღასრულებს, არ მინდა ისეთი მრევლის წევრი ვიყო პატრიარქის “დასაცავად” გინებას რომ გაიწყბს და ვინმეს ლინჩის წესით გასამართლებას რომ მოითხოვს!

მუსიკა; ახალგაზრდობა; სუბ-კულტურები…

ეს საკითხი გულში დიდ ეკლად მაქვს ჩარჭობილი. ყოველთვის მქონდა “განსხვავებულობის” ‘პრობლემა: ჩემი აზროვნება, ჩაცმულობა, უსიკალური გემოვნება და ფასეულობები საკმაოდ სცდებოდა გარშემომყოფთა დაწესებულ ჩარჩოებს. რატომ უნდა ვცე პატივი ვიღაც “კარქ-ბიჭს” რომელმაც საცოდავ მეექვსე კლასელს ტელეფონი წაართვა? რატომ არ უნდა ვისწავლო კარგად, თუ ეს შემიძლია? რატომ უნდა ვიყო ბირჯაზე და ვაკეთო არაფერი? რატომ უნდა ვეძებდე ვინმეს ცემის “პრიჩინას”, მარა ვინმე რო გეტყვის “პრიჩინას” ეძებო, უნდა ხიო ცხვირში(ეგ “ბოზურია” და როგორ გაკადრა)? ესაა კითხვების არასრული ჩამონათვალი ჩემი უბნელი ბირჟავიკების მიმართ.
რა პრობლემაა თუ დახეული ჯინსი და კედები მაცვია, ან კიდე გიტარააკიდებული დავდივარ? თუ ვუსმენ Rock მუსიკას და ვცხოვრობ დოგმების გარეშე? თუ მიმაჩნია რომ საქართველოში არ უნდა იყოს სტალინის ძეგლი(სახლმუზეუმის გარეთ, სახელმწიფო ტერიტორიაზე) და ამას ხმამაღლა ვამბობ?

საერთოდ რატომაა პრობლემა, იყოს ის რაც ხარ, ან ის, რაც გინდა რომ იყო?

ჩემს უპირატესობას ყოველთვის ის წარმოადგენდა, რომ შემეძლო ჩემი ნებისმიერი აზრის დასაბუთება, ამიტომაც ჯერ ცოცხალი ვარ, უბნელი “ვაშკაცებიც” ამბობენ რო “ჯიგარი” ვარ და “ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ”, მასა ვერ მიტანს, მაგრამ სუნთქვის უფლება მაქვს.
ესაა ქართული საზოგადოების უბედურება! მასა, რომელსაც განათლება არა აქვს, მართავს დინებას. ხალხი, ვიცას გამოყოფა, ანუ თავისუფლება უნდა ფეხქვეშაა გათელილი!
უკვე სუნთქვას მიშლის ეს “დაკოპირებული” სატატიები Rockის სატანიზმთან კავშირის შეასხებ! “ჭეშმარიტების მქადაგებელი” პაპსავიკები ყრიან სტატიებს, თუ რაოდენ ცუდია ხარისხიანი მუსიკის მოსმენა. ერთი რამე კი მართალია, სადაც ცდილობ რომ იპოვო სატანა, იპოვი კიდეც! რატო პაპსაზე და რეპზე არაფერს ამბობენ საინტერესოა? პოპი: სიშიშვლე, უაზრო ლირიკა, სექსის პროპაგანდა. რეპი(განსაკუთრებით განგსტა): ნარკოტიკი, მანქანები ქალები, მოკალი პოლიციელი, გააკეთე ბევრი ფული!

არ შეიზლება თავი რომ დაგვანებოთ? გვაცალეთ ვუსმინოთ იმას რასაც ჩვენ გვინდა! ჩვენ ხომ არ გიშლით რეპის, პაპსას და ნებისმიერი მუსიკის მოსმენას! (ახლა, კლასიკას მეც ვუსმენ)

იცით რა არის უბედურება? როცა ვიღაც უცოდინარი მიწესებს დოგმას და მეუბნება რა უნდა მომწონდეს და რა არა! ეკლესიას რაც შეეხება, კი ბატონო, თქვით რასაც ფიქრობთ, მაგარამ ყველაფერ სხვას ნუ შესტენით იმ საბრალო სატანას. არ წერია ბიბლიაში რომ ვინმეს რამე უნდა დააძალო, და ეს არაა იმ სიყვარულის გამოხატვა, ღმერთმა რომ გულში მარცვლად დაგვიტოვა!

დიდი ხანია მყავს გოთი, პანკი და მეტალისტი მეგობრები (იმოებთან ბოდიში), რომლებიც იმაზე ბევრად საინტერესო ადამიანები არიან ვიდრეა “საზოგადოებას” ჰგონია. მე პირადად არც ერთ სუბ-კულტურას არ ვეკუთვნი, რადგან არ მიყვარს “რაღაციზმის” ქვეშ გაერთიანება, თუმცა 100%ით მესმის მაგ ხალხის. ნორმალურად იყვნენო, როგორც სხვებიო… ხალხო, ჩემთვის გულის გასახეთქი სწორედ “ნორმალურად” ყოფნაა! მე იმისთვის არა ვარ შექმნილი რომ ვიყო როგორც სხვა! მე ვარ ინდივიდი და ვიქნები ისე, როგორც ამას ჩემი არსი მოითხოვს! სხვადასხვა სუბ-კულტურების წარმომადგენლები (განსაკუთრებით საქართველოში), ეს ის ხალხია, დიდი ტვირთი რომ აიღო თავის თავზე(პოზერებზე არ ვამბობ, მაგათ ვერევინ ვერ იტანს) და თქვა: მე მინდა ვიყო ინდივიდი! მე მაქვს ჩემი ცხოვრება! მე მაქვს ჩემი პროტესტი!

იმას კი არ ვამბობ ყველა ეგრე უნდა იყოს-მეთქი! უბრალოდ ვინც ასეთი ცხოვრების წესით ცხოვრობს დაე იცხოვროს! ყველას აქვს ამის უფლება! მე ვიცნობ ამ ადამიანებას და ისინი არ წარმოადგენენ არავითარ საფრთხეს სხვათათვის, მეტიც, მათ შორის ძალიან ბევრი განათლებული ახალგაზრდაა, რადგან განათლება ბადებს თავსუფალ აზრს!

რაღა ბევრი გავაგრძელო, ისედაც ბევრს დაეზარება ამდენის კითხვა. თუ ვინმემ ვერ გაიგო რისი თქმა მინდოდა ( უბედურო საქართველოვ) მოკლედ განვმარტავ:ვიცხოვროთ საკუთარი ცხოვრებით, და ვაცალოთ სხვას იყოს ისე, როგორც უნდა. ნუ გადაუვლით ინდივიდებს, ნუ გათელავთ თავისუფალ აზრს, რელიგიური, პოლიტიკური თუ პირადი მოტივებით!

“ჭეშმარიტი კანონი მხოლოდ იგია, რომელიც თავისუფლებისკენ მიგვიძღვება!”
– Richard Bach

06-09-09
ავტ: Faustus
P.S.
უფლებას ვიტოვებ დაწერილი მასალა ნებისმიერ სხვა ადგილას გამოვაქვეყნო.

სიამოვნებით მოვისმენ ნებისმიერ შეკითხვასა თუ აზრს და გავცემ პასუხს. თუ ვინმეს ჩემი აზრები არ მოსწონს, არაუშავს, ხდება ხომე. გთხოვთ მოერიდოთ უცენზურო აზრების ფრქვავას ნებისმიერი კომენტარისადმი, ველი საინტერესო დისკუსიას!

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close