საკითხავისასარგებლოუცნაური

ძილის უცნაური დაავადებები

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ძილის ფასი, გვაქვს საყვარელი პერიოდებიც, ზოგს დილის ძილი უყვარს, ზოგს ურჩევნია ადრე გაიღვიძოს, თუმცა ყველა ერთხმად თანხმდება იმ ფაქტზე, რომ ძილი ადამიანისთვის აუცილებელია. როცა გვეძინება, კომფორტულად ვეწყობით, ვიზმორებით, ნელ–ნელა თვალები გვეხუჭება და ძილბურანში გადავდივართ, მაგრამ რა ხდება მაშინ,როდესაც ძილი არ არის ისეთი დალაგებული,როგორც უნდა იყოს?
იცოდით რომ არსებობს ძილთან დაკავშირებული უცნაური დაავადებები? მეტი ინფორმაციის გასაგებად აუცილებლად წაიკითხეთ პოსტი..

Nocturnal Lagophthalmos

 


გუშინ ერთ–ერთ ფორუმზე ვკითხულობდი, იუზერი ყვებოდა ძილის დროს თვალები გახელილი მაქვს და შეიძლება თუ არა ასეთი რამეო. უმეტესობამ რა თქმა უნდა ,,ხორხოცი” დაიწყო, სინამდვილეში ამაში სასაცილო არაფერიც არაა, ეს დაავადებაა, რომელსაც სახელად nocturnal lagophthalmos. ჰქვია. ჩვეულებრივ როცა ვიძინებთ, თვალები დახუჭული გვაქვს, ეს იცავს თვალს სიმშრალისგან, უნარჩუნებს სინოტივეს და ასევე იცავს მტვრისაგან, შიგნით უცხო სხეულების მოხვედრისაგან. რადგანაც არსებობენ ისეთი დაავადების მატარებლები,რომელიც ზემოთ აღვნიშნეთ, რა უნდა ქნან მათ? ისინი როცა იღვიძებენ უმეტესად თვალის სიმშრალეს გრძნობენ ხოლმე, ხშირია წვა და გაღიზიანება, ამიტომაც აუცილებლად უნდა იხმარონ სპეციალური წვეთები, რომელსაც ექიმი ნიშნავს მდგომარეობის შესაბამისად.

 

იხილეთ მაგალითი ვიდეოში

 

 

Somnambulistic Eating


გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა გგონიათ რომ სულაც არ ჭამთ ბევრს, მაგრამ მაინც სუქდებით? დღის განმავლობაში ყველაფერს იკლებთ, ძალ–ღონეს არ იშურებთ,რომ ზედმეტი კილოგრამები როგორმე ჩამოიშოროთ, მაგრამ სასწორზე შედგებით თუ არა ლამისაა წნევამ დაგარტყათ. თურმე არსებობს ასეთი დაავადება Somnambulistic Eating, შესაძლოა სწორედ ამის მსხვერპლი იყოთ. დაავადებულები თურმე ღამე დგებიან და იწყებენ ჭამას. შესაძლოა ჭამოთ ძალიან ბევრი, მაგრამ სინამდვილეში ამას ვერც აცნობიერებთ, შემდეგ მშვიდად მიდიხართ და განაგრძობთ ძილს.

სხვათაშორის სიმსუქნეს რომ თავი დავანებოთ, სხვა მხრივაც საშიში დაავადებაა. არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ადამიანი მხოლოდ საჭმლის ჭამით შემოიფარგლება, შესაძლოა გაუაზრებლად შეჭამოს სხვადასხვა რამ, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს, ან სულაც შემთხვევა ფატალურად დამთავრდეს. ამიტომაც პირველ რიგში პეციენტი აუცილებლად უნდა გაფრთხილდეს და კარგად გადამალოს ისეთი რამეები, რამაც სავსებით შესაძლებელია ზიანი მიაყენოს მის ჯანმრთელობას.

ეს დაავადება ზოგ შემთხვევაში იკურნება, ზოგში კი არა :( 

Exploding Head Syndrome

წარმოიდგინეთ ახლა რომ ტკბილად გძინავთ, გესიზმრებათ ფერად-ფერადი სიზმრები და ამ დროს ბრახ რაღაც საშინელი ბრახუნი გესმით, რომელიც უეცრად გაღვიძებთ და გამწარებული იხედებით აქეთ-იქით, ცდილობთ გაარკვიოთ რა მოხდა, რა ჩამოვარდა, რა დაგეცათ და მსგავსი.. მაგრამ ირგვლივ სრული სიჩუმეა. ამ დაავადებას Exploding Head Syndrome ჰქვია. დაავადებულ ადამიანს ძილის დროს შესაძლოა საშინელი ხმები შემოესმას, შეიძლება თავი ომში ეგონოს ან მსგავსი რამ.. ერთი შეხედვით ეს საშიში დაავადება არაა, უბრალოდ ძილს გაწყვეტინებთ და ზოგჯერ კი ეს ფაქტი უძილობას, ანუ ინსომნიას იწვევს. 

Narcolepsy

 

გქონიათ შემთხვევა,როცა ადამიანი გელაპარაკებათ რაღაც მნიშვნელოვან თემაზე, გამოიყურება ჯანმრთელად და სულაც არ ეტყობა დაღლილობა, აქტიურიცაა და ენას არ აჩერებს, ამ დროს კი უცებ ფშვინვას უშვებს. რა რეაქცია გექნებათ? ალბათ გაგეცინებათ და ჩათვლით,რომ ეს უკბილო ხუმრობაა, მაგრამ იცით კი რომ არსებობს დაავადება ნარკოლეფსია?
ნარკოლეფსია პირველად 1880 წელს გამიჯნეს ცალკე დაავადებად. ნარკოლეფსია შეიძლება დაემართოს ნებისმიერი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანს, ეეს სულაც არ ნიშნავს რომ ის დებილია, ან გონებაშეზღუდული. ზუსტად შეუძლებელია დავადგინოთ,თუ რატომ ემართება ამა თუ იმ ადამიანს უეცრად ძილად მივარდნა. ისე კი ეს შესაძლოა გენეტიკური მიდრეკილებების, ნეიროტრანსმისიის პათოლოგიური ფუნქციონირებისა და მგრძნობელობის და პათოლოგიური იმუნური მოდულაციის ბრალიც იყოს.
დაავადება რა თქმა უნდა საშიშია, რადგანაც შესაძლოა ამან ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს, მაგალითად თუკი დაავადებულს უეცრად საჭესთან, ან გზაზე გადასვლისას ჩაეძინება და სხვა.. ისე, უმეტესად ძილის მდგომარეობა რამდენიმე წუთს გრძელდება, იშვიათად რამდენიმე საათს.

 

Non-24-hour sleep-wake syndrome

 


Non-24-hour sleep-wake syndrome ერთ ერთი ყველაზე იშვიათი და რთულად გამოსასწორებელი სინდრომია. ჩვენ ყველას გვაქვს ბიოლოგიური საათი, რომელიც 24 საათიანი ციკლის ერთგულია. მაგრამ თურმე არსებობენ ადამიანები, რომელთა დღიური ციკლი, სულაც არაა 24 საათიანი, არამედ შეიძლება იყოს 25 – 26 საათიანი. ანუ ასეთი ხალხის ცხოვრების რიტმი შესაბამისად ჩვენსას არ ჰგავს. ზოგჯერ მათ სწორედ იმ დროს უნდებათ ძილი, როცა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის აქტიური ცხოვრების დროა. სინდრომის უფრო რთული ფორმაც არსებობს, როდესაც ადამიანს 72 საათიანი ციკლი აქვს, 48 საათი ღვიძავს და 24 საათი ძინავს.
რა პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ამ სინდრომმა? უმეტესად ასეთი ადამიანები ვერ შოულობენ ჩვეულებრივ სამუშაოს, ვერ ეწყობიან გრაფიკს, ასევე სკოლაშიც პრობლემები აქვთ.
როგორც ამბობენ Non-24-hour sleep-wake syndrome–ის განკურნება შეუძლებელია, თუმცა არსებობს სხვადასხვა მკურნალობის მეთოდები, რომლის წყალობითაც ადამიანი ცდილობს თავისი რეჟიმი მოარგოს სტანდარტულს. ზოგი იღებს მელატონინს, ხოლო უფრო მსუბუქი მკურნალობისთვის გამოიყენება აკუპუნქტურაც.

 

Sexomnia

 

სექსომნია, იგივე სექსი ძილში, პარასომნიის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც ადამიანი ძილის დროს ახორციელებს სექსს, ან ახდენს სექსუალური აქტის იმიტირებას.
1996 წელს მკვლევარებმა კოლინ შაპირომ, ნიკ ტრადანოვიჩმა ტორონდოს უნივერსიტეტიდან და პაულ ფედეროვმა დაწერეს კვლევა სექსომნიის შესახებ, სათაურით ,, სექსომნია – ახალი პარასომნია?”. ეს ნარკვევი 2003 წელს დაიბეჭდა კანადურ ჟურნალში. სანამ ნარკვევი გამოქვეყნდებოდა, მანამ სექსომნიით დაავადებულებმა და ექიმებმაც შესანიშნავად იცოდნენ,რომ ამგვარი რამ არსებობდა, მაგრამ არ აღიარებდნენ ფსიქიურ დარღვევად, რაღაც მიზეზების გამო, ერჩივნათ რომ სექსომნია ძილში უნებურ მოძრაობებად გაეტარებინათ :)
გგონიათ ამ დარღვევის მეცნიერულად დამტკიცების მერე არც არაფერი შეიცვალა? ცდებით. სასამართლოში საკმაოდ ბევრი ადამიანი,რომელიც ბრალდებულის სკამზე გაუპატიურების გამო იჯდა, გაამართლეს, მხოლოდ იმიტომ რომ მათ სექსომნია სჭირდათ. ერთ–ერთმა ბრიტანელმა ოფიცერმა, რომელმაც 15 წლის გოგონა გააუპატიურა, განაცხადა,რომ იგი ვერ აკონტროლებდა თავის ქმედებას, რადგანაც სექსომნია სჭირდა, გამოკვლევამ მართლაც დაადასტურა ეს ფაქტი.
ბრიტანეთში ერთმა კაცმა 2005 წლის 19 დეკემბერს 3 ქალი გააუპატიურა და ამ დროს სინამდვილეში მას ეძინა : )
ავსტრალიელმა ქალმა კი აღიარა, რომ მას ორმაგი ცხოვრება ჰქონდა, დღე ჩვეულებრივი, დაწყობილი ცხოვრებით ცხოვრობდა, ღამე კი ძილში გარეთ გადიოდა და უცნობებთან კავდებოდა სექსით.
სხვათაშორის ცნობილი სერიალის ,,ჰაუსის” პირველი სეზონის მეჩვიდმეტე სერიაში (Role Model) აღმოაჩენთ ამ დაავადებას :) ასევე ცნობილ სერიალში ,,სასოწარკვეთილი დიასახლისები” გაბი სექსომნიით ხსნის იმ ფაქტს, რომ მისი გოგონა სხვისგან ყავს და არა თავისი ქმრისგან..

 

Sudden Unexpected Death Syndrome

 

უცაბედი, მოულოდნელი სიკვდილის სინდრომი ვის დაემართება და ვინ იქნება შემდეგი კაცმა არ იცის. პირველად ამ სინდრომის შემთხვევა 1977 წელს დააფიქსირეს ამერიკაში, თუმცა არ გეგონოთ,რომ მანამდე არ არსებობდა.. სინგაპურში კვლევის ჩანაწერებმა აჩვენა, რომ 1981 წლიდან 1990–მდე 5000–მდე ჯანმრთელი ტაილანდელი გარდაიცვალა დაუდგენელი მიზეზებით. ანუ, მათ უბრალოდ ეძინათ და აღარ გაეღვიძათ.. ზუსტად ეს არის უცაბედი,მოულოდნელი სიკვდილის სინდრომი. ფილიპინებში ამას “bangungot”–ს უწოდებენ,რაც კოშმარს ნიშნავს.
მართალია დავა მიდის, მაგრამ ექიმებმა პაციენტების სიკვდილის მიზეზი არ იციან, ეს აუხსნელ მოვლენად რჩება. პაციენტებს არ აწუხებთ გული, არ აწუხებთ არაფერი საერთოდ, არიან სრულიად ჯანმრთელები, მაგრამ ძილში გული მოულოდნელად უჩერდებათ. ზოგი ამბობს, რომ ამ სინდრომის ფესვებში ისევ და ისევ გენეტიკაა გარეული და ყველაფერი აქედან მოდის..
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მანილაში ოფიციალურმა პირებმა კომიტეტი მოიწვიეს და სცადეს მცირე რამ მაინც გაერკვიათ სინდრომზე, როგორც იქ დაადგინეს, სინდრომით გარდაცვლილების 50 პროცენტს მწვავე პანკრეატიტი ჰქონდა.
ანთროპოლოგი მაიკლ ტენი, რომელიც ერთ–ერთი ფილიპინური გაზეთის ავტორია, ამბობს რომ ამერიკელმა საზღვაო ექიმებმა სიკვდილის ეს ფენომენი ჯერ კიდევ 1950 წელს გამოიკვლიეს ფილიპინური წარმოშობის მეზღვაურების მაგალითზე. მაშინ ამერიკელებმა დაასკვნეს, რომ სიკვდილის მიზეზი პანკრეატიტი იყო, რომელიც თავის მხრივ ფილიპინური მარილიანი დიეტით გახლდათ გამოწვეული.
ტაილანდში ზოგიერთი კვლევა ამბობს, რომ სიკვდილის გამომწვევი შესაძლოა თევზის სოუსიც იყოს, რომელიც ადგილობრივ დიეტაში გამოიყენება. მაგრამ აქვე ამბობენ, რომ არსებობს სხვადასხვა კულტურები,თუნდაც ტაილანდური, კამბოჯური, იაპონური, რომელთა რიგებშიც მრავლად მოიძებნებიან ამ სინდრომით გარდაცვლილები, მათ კი საერთოდ არ გაუსინჯავთ ეს ტაილანდური ტევზის სოუსი, ასევე იმასაც ამბობენ,რომ გარდაცვლილთა შორის უმეტესობა მამაკაცია.
არითმია, გულის მდგომარეობა ესეც განიხილება სინდრომის მიზეზად, მაგრამ როგორც წესი, უცაბედი,მოულოდნელი სიკვდილის სინდრომით გარდაცვლილებს არ აქვთ არანაირი სამედიცინო ისტორია გულის პრობლემების შესახებ.

მიიღეთ გამოკითხვაში მონაწილეობა


…………………………………………………………………………………………………………………..

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close