არქივი

საქართველოს ოქროს ხანა (ნაწილი III)

10e924248af6
ვაგრძელებ პოსტებს საქართველოს ოქროს ხანაზე. ამჯერად გაგაცნობთ დავით IV-ის მართველობის ეპოქას.

დავით IV აღმაშენებელი
1.ცვლილებები საერთაშორისო ვითარებაში.
დავით IV-ის გამეფების ჟამს საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა იყო შექმნილი. სამეფო ხელისუფლება ფაქტობრივად მხოლოდ დასავლეთ საქარტველოზე ვრცელდებოდა. კახეთ-ჰერეტი კვლავ დამოუკიდებ;ობას იჩემებდა, თბილისი მაჰმადიან ამირას ეპყრა, ქართლი და სამხრეთ საქართველო კი თურქ-სელჩუკების მიერ მრავალგზის აოხრებული და გაპარტახებული იყო. მოსახლეობა იძულებით ტოვებდა საცხოვრებელ ადგილებს და მთაში იხიზნებოდა ან ციხესიმაგრეებს აფარებდა თავს.

b340bf681ada
დავით აღმაშენებელი და კათოლიკოსი მელქისედეკი.

დავით აღმაშენებელმა შესანიშნავად იცოდა, რომ თურქ-სელჩიკთა განდევნა და ქვეყნის გაერთიანება შეუძლებელი იქნებოდა სამეფო ხელისუფლების განმტკიცებისა და ურჩი ფეოდალების დასჯის გარეშე. მათ შორის კვლავ გამოირჩეოდა ბაღვაშთა საგვარეულოს წარმომადგენელი ლიპარიტ V. დავითმა დაატყვევა კლდეკარის ერისთავი. ლიპარიტმა მოინანია დანაშაული და მეფემაც გაათავისუფლა იგი. მეფე მალე დარწმუნდა, რომ ლიპარიტი ისევ არ გამოსწორებულა , ამიტომ კვლავ შეიპყრო იგი და 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ ბიზანტიაში გააძევა, კლდეკარი კი თავის ერთგულ მოხელეს ჩააბარა. ცოტა ხნის შემდეგ მეფემ მეორე ფეოდალიც, ზედაზნის ციხის პატრონი ძაგანი დასაჯა ურჩობისათვის. დიდებულებმა დაინახეს, რომ გიორგი II-ისგან განსხვავებით, დავით IV არ მოითმენდა ორგულობას.
დავითმა აზნაურთაგან შექმნა სამხედრო რაზმები, რომლებიც თავს ესხმოდნენ და ანადგურებდნენ თურქებს.მეფემ აღადგინა დისციპლინა და წესრიგი. დავიტ აღმაშემებლის ისტორიკოსი გვაუწყებს: “საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი და გინება ღმერთისა საძულელი და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა.
თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უწყობდა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებაც 1092 წელს გარდაიცვალა მალიქ-შაჰი და მის მემკვიდრეებს შორის ტახტისთვის სასტიკი ბრძოლა დაიწყო. სელჩუკთა სახელმწიფო არც მანამდე იყო ერთიანი. XI საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს მას გამოეყო რუმის სასულთნო.
1095 წელს საფრანგეთის ქალაქ კლერმონში რომის პაპმა ურბან II-მ მოუწოდა ხალხს გაელაშქრათ აღმოსავლეთოსკენ გაეთავიუფლებინა ურჯოლოებისგან იერუსალიმში ქრისტეს საფლავი. პაპის სიტყვებიტ, ევროპის ქვეყნებზე თავს დატყარი ყველა უბედურების ყველა მიზეზი ის იყო, რომ უფლის საფლავს მუსლიმები დაჰპატრონებოდნენ. ამ დროს ევროპაში საკმაოდ დიდი სამხედრო პოტენციალი არსებობდა, ძალზედ გაზრდილიყო რაინდთა რიცხვი.
1096 წელს ევროპის სხვადასხვა კუტხიდან რაინდები აღმოსავლეტისკენ დაიძრნენ. დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობები. რაინდებზე ადრე იერუსალიმისკენ დაიძრნენ ღატაკთა და უსახლკაროთა ბრბოები. ცხადია, მათ სელჩუკებთან ბრძოლა არ შეეძლოთ და პირველსავე შეტაკებაში მარცხი იწვნიეს. ევროპიდან დაძრული რაინდები ერთმანეთს კონსტანტინოპოლთან შეხვდნენ. ბიზანტიის იმპერატორი ამ დროს ალექსი I კომნენოსი იყო. მან მახერხა დროებით იმპერიის დაცემა, მოიგერია მომთაბარე პაჭანიკების შემოსევები. მათი დამარცხების შემდეგ ალექსი კომნენოსი სელჩუკთა წინააღმდეგ ჯვაროსანთა გამოყენებას ფიქრობდა. უზარმაზარი სამხედრო ძალის თავმოყა კონსტანტინოპოლიში სახიფათო იყო და ბიზანტიელებმა რაინდები სასწრაფოდ გადაიყვანეს აღმოსავლეთში. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა დიდი წარმატებით დაგვირგვინდა. ჯვაროსნება 1098 წელს აიღეს ანტიოქია, 1099 წელს კი სასტიკი ბრძოლის შემდეგ გაათავისუფლეს იერუსალიმი. ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჯვაროსნებმა თავიანთი სახელმწიფოები დააარსეს
დავით IV-მ ისარგებლა იმით, რომ თურქ-სელჩუკებს მთელი ყურადღება ჯვაროსნებისკენ ჰქონდათ მიპყრობილი და 1099 წელს მათ ხარკი შეუწყვიტა.

2.დავით აღმაშენებლის რეფორმები.
თურქ-სელცუკების შემოსევების და სამეფო ხელისუფლების დასუსტების შემდეგ თითქმის მთლიანად მოშლილი იყო სახელმწიფო მმართველობის სისტემა. საჭირო იყო რეფორმების გატარება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო საეკლესიო რეფორმა. სასულიერო პირთაგან ზოგი უღირსი იყო, ნაწილი მეფის მოწინააღმდეგეებს უჭერდა მხარს. დავით IV-მ გადაწყვიტა წესრიგი დაემყარებინა ეკლესიაში და 1014 წელს მოიწვია რუის-ურბნისის საეკლესიო კრება სადაც უღირსი სასულიერო პირები გააძევეს ეკლესიიდან და მიიღეს სხვადასხვა გადაწყვეტილებები საეკლესიო ცხოვრების შესახებ.

6bffc979adb5
რუისი

დავით IV-მ შექმნა მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელის თანამდებობა. მწიგნობართუხუცესი იყომეფის კანცელარიის უფროსი, ჭყონდიდელი კი ერთ_ერთი ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოსი. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს შეეძლო ჩარეულიყო როგორც საერო, ისე სასულიერო საქმეებში. პირველი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო დავითის აღმზრდელი გიორგი მწიგნობართუხუცესი.

176ce9dbceb0
ჭყონდიდი

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მსტოვართა ინსტიტუტის დაარსებას, რაც საშუალებას აძლევდა მეფეს სცოდნიდა ყველაფერი, რაც ხდებოდა ქვეყნის შიგნით და გარეთ.
თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი იყო ძლიერი ჯარის გარეშე. დავითმა თავიდანვე დაიწყო სამხედრო რეფორმის განხორციელება. მან შექმნა მეფის პირედი გვარდია- მონასპა, დავითის დროს ქართული ლაშქარი სამ ნაწილად იყოფოდა: მონასპა, ქალაქებსა და სოფლებში მდგარი გარნიზონები და ლაშქრის ძირითადი ნაწილი. ცხადია, მთელი სიმძიმე ლაშქრის ძირითად ნაწილზე გადადიოდა. სამხედრო რეფორმა დამთავრდა 1118 წელს, როდესაც დავითმა ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოასახლა ყივჩაღებისავარაუდოა, რომ დავითმა პოლიტიკური მოსაზრებით შეირთო ცოლად ყივჩაღთა ერთ-ერთი მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი. ყივჩაღთა 40 000 ოჯახის გადმოსახლებით, რომლებიც მეფეს თითი ოჯახიდან თითო მეომარს აძლევდა, მეფე რამდენიმე საკიტხს ჭრიდა ერთდროულად: იზრდებოდა ქვეყნის სანხედრო პოტენციალი. გარდა ამისა სამხედრო ვალდებულებისგან განთავისუფლდებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილი და ისინი აღარ მოსწყდებოდნენ სამეურნეო საქმიანობას. სამხედრო თვალსაზრისით საქართველო დაცული იქნებოდა შემოსევებისაგან.

3.ბრძოლა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ.
1104 წელს მეფის მომხრე კახელმა დიდებულებმა შეიპყრეს კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართანი და დავითს მიჰგვარეს. ამის შემდეგ დავითი გადავიდა კახეთ-ჰერეთში და ეს მხარე შემოიერთა. განძის ათაბაგმა იგრძნო ის საფრთხე, რომელიც ემუქრებოდა საქართველოს გაერთიანებით და დიდი ლაშქარი გამოგზავნა. 1104 წელს ერწუხის ბრძოლაში დავითმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.
1110 წელს ქართველებმა აიღეს სამშვილდე შესინებულმა თურქებმა სასწრაფოდ დატოვე მახლობელი ციხეებიც. 1115 წელს განთავისუფლდა რუსთავი. 1117 წელს დავითმა საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარე ჩიხესიმაგრე გიში დაიკავა. 1118 წელს მეფემ თურქებს წაართვა ლორე. ყველასთვის ცხადი იყო, იყო რომ მალე დადგებოდა თბილისის ჯერი.
საქართველოს გაძლიერებამ სერიოზულად შეაშფოთა სელჩუკები. მათ გადაწყვიტეს ერთხელ და სამუდამოდ გაეტეხათ წელში საქართველო. მით უმეტეს, რომ მათ რამდენჯერმე მოახერხეს ჯვაროსანთა დამარცხება. სელჩუკთა სარდალმა ილ-ღაზმა დაამარცხა ანტიოქიის მთავარი როჟერი. თავად როჟერი და მრავალი ჯვაროსანი რაინდიც ბრძოლის ველზე დაიღუპა.
სულთან მაჰმუდ მოჰამედის ძის ბრძანებით შეიკრიბა უზარმაზარი, 300-ათასიანი (უტოლდება დღევანდელ 1,2 მილიონიან არმიას), რომელიც ილ-ღაზის მეთაურობით დაიძრა საქართველოსკენ. ამ უზარმაზარ სამხედრო ძალას დავით აღმაშენებელმა დაუპირისპირა 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაღი, 500 ალანი (ოსი) და 100 ფრანგი ჯვაროსანი. ბრძოლა გაიმართა დიდგორის ველზე. მეფემ ბრძოლის წინ შენდეგნაირად მომართა ჯარს: «ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ და ერთს რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისთვის კარგი იქნება: ჩვენ ყველამ ხელების ცისკენ აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ»
1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით ქართველებმა დიდგორის ველზე უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს. დავით აღმაშენებელმა მტერი აიძულა ბრძოლა გაემართა ვიწრო ხეობაში, სადაც ის ვერ გამოიყენებდა თავის რიცხობრივ უპირატესობას. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე იმ ორასი მეომრის თავგანწირვას, რომლებაც პანიკა შეიტანეს მტრის ლაშქარში. სწორედ ამ დროს ქართველებმა დავითისა და დემეტრს წინამძღოლობით შეუტიეს სელჩუკებს. მტერმა ვერ გაუძლო ქართველთა თავგანწირულ იერიშს და უკუიქცა. ქართველები სანი დღის მანძილზე მისდევდნენ გაქცეულ მტერს და დიდძალი ალაფი იგდეს ხელთ.
1122 წელს დავითმა თბილისი გაანთავისუფლა და დედაქალაქი ქუთაისიდან აქ გადმოიტანა., წესრიგი და სიმშვიდე აღადგინა ქალაქში.
1123 წელს დავითმა გაანთავისუფლა დმანისი. 1123 წელს შარვაში შეიჭრა სულთანი მაჰმუდი და დავითს ომი გამოუცხადა. დავითმა 50 ათასიანი მხედრობით მაჰმუდი გაანადგურა.

0ea31cdef54b
დმანისი

1124 წელს აღმაშენებელმა დაიკავა შარვანი. იმავე წელს მეფეს დახმარებით მიმართეს ანისელებმა და ქალაქის განთავისუფლება სთხოვეს. ანისი 60 წელი მუსლიმთა ხელში იყო. 1124 წელს დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა ანისი და ჩრდილოეთ სონხეთის ტერიტორიები საქართველოს შემოუერთა.
“მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვან-შა და შაჰან-შა” ერთიანი საქართველოს უდიდესი მეფე დავით IV აღმაშენებელი გარდაიცვალა 1125 წლის 24 იანვარს. მან თავის მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყანა- “ნიკოფსიდგან დარუბანდისა საზღვრამდე და ოვსეთიდან არეგაწადმდე”. მეფე დაკრძალეს გელათის მონასტერში. საქართველოს ეკლესიამ დავით IV აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა.

5ebf9bbe14de
გელათი

წყარო:საქართველოს ისტორია, ვაჩნაძე.

მსგავსი ამბები

Back to top button