მისტიკასაკითხავიუცნაური

დროპას იდუმალი ტომი

1937-38 წლების მიჯნაზე ჩინეთას და ტიბეტის საზღვართან მდებარე ბაიან-ყარა-ულას მთების მიუვალ რაიონში ექსპედიციამ, რომელსაც პეკინის მეცნიერებათა აკდემიის პროფესორი ჩი პუ ტეი ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ კლდეში ციცქნა მღვიმეები აღმოაჩინა. ისინი უზარმაზარ სკის ფიჭას წააგავდა. მღვიმეებში ფაქიზი, 130 სანტიმეტრამდე ზომის ჩონჩხები აღმოჩნდა, არაპროპორციულად დიდი თავებითა და წვრილი კიდურებით. მათი გულმოდგინე კვლევის შედეგად მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ გარემომცველი კლდეები უძველესი სასაფლაოა, ხოლო პატარა მღვიმეები – 716 გარდაცვლილი უცხოპლანეტელის უკანასკნელი თავშესაფარი.  მღვიმეებში ასევე აღმოჩნდა მზის, მთვარის, დედამიწის და თანამედროვე ასტრონომიბისათვის დღემდე უცნობი პლანეტის ნახატები. უცნობი პლანეტიდან გამომავალი მუხუდოს მარცვლის ზომის წერტილებისგან შემდგარი ჯაჭვი გარს უვლის მზეს და დედამიწას ებჯინება.
გარდა ამისა, იქვე აღმოაჩინეს 30 სანტიმეტრის დიამეტრისა და 8 მილიმეტრის უცნაური კერამიკულიდისკები. ცენტრში ყოველ მათგანს ნახვრეტი ჰქონდა. დისკის ცენტრიდან კიდეებისკენ მიემართებოდა წვრილი გაუგებარი ნიშნებისგან შემდგარი სპირალი. ანალიზმა აჩვენა, რომ ოდესღაც დისკებს წონიდნენ. მოხდა საოცრება – სასწორი თვითმწერთან იყო შეერთებული და აპარატს ტალღისებური მრუდი გამოჰყავდა, ანუ დისკი თვითონ ამცირებდა და ზრდიდა თავის წონას.
60-იანი წლების დასაწყისში ჩინელმა ცუმ უმ ნუიმ ნაწილობრივ გაშიფრა წარწერები დისკებზე, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმის დასამტკიცებლად, რომ ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ უცხოპლანეტელ არსებათა ჯგუფი, რომლებიც თავიანთ თავს ”დროპას” უწოდებდნენ, იძულებით დაეშვა ბაიან-ყარა-ულას რაიონში და აფრენა ვეღარ შეძლო ამ მეტად მკაცრ მხარეში ჩარჩენილები გადარჩენისთვის იბრძოდნენ, მაგრამ, საბოლოოდ, ყველა დაიღუპა.
ცუმ უმ ნუიმ გაშიფრული ტექსტების გამოქვეყნების უფლება მიიღო, მაგრამ პროფესორის ნაშრომი სათაურით ”12 000 წლის წინ არსებული ხომალდის ისტორია” მკაცრი კრიტიკისა და დაცინვის საგანი გახდა. განაწყენებული მკვლევარი საცხოვრებლად იაპონიაში გადავიდა, სადაც მალე გარდაიცვალა, ხოლო სენსაციური აღმოჩენა ”კულტურული რევოლუციის” ალიაქოთსა და ქაოში ჩინეთის სხვადასხვა საცავსა და მუზეუმში გაიფანტა.
დღეისათვის გერმანეი არქეოლოგის ვალტერ ფონ მოლტკეს წყალობით დისკების წარწერათა ტარგმანი დავიწყებას გადაურჩა. რამდენიმე წლის წინ კი მან ჩინეთში მორიგი ექსპედიცია მოაწყო.
1962 წელს გაკეთებული თარგმანი მოგვითხრობს დროპას ტომის – ეთნიკური უმცირესობის ისტორიას, რომელიც 1947 წლისათვის თითქმის მთლიანად გაქრა, – ამბობს ვალტერ ფონ მოლტკე. – იდუმალმა წარწერებმა გვაუწყა, რომ დროპას მშობლიური პლანეტა სირიუსის მახლობლად მდებარეობს მათმა წინამორბედებმა დედამიწაზე ორი ექსპედიცია განახორციელეს დაახლოებით 20 000 წლის წინ და 1014 წელს. უკანასკნელი მისიის დროს ხომალდი დაიმტვრა და გადარჩენილებმა ვერ შეძლეს ჩვენი პლანეტის დატოვება. ასე წარმოიშვა დროპას ტომი.
ხანგძლივი ძიების შემდეგ მოლტკემ მიაკვლია ჩინეთის სხვადასხვა მუზეუმში გაფანტულ უცხოპლანეტელთა ჩონჩხებს. არქეოლოგმა გადაიღო ბელადის გაქვავებული ჩონჩხის სურათები, რომლის სიმაღლეც 117 სანტიმეტრი აღმოჩნდა, ხოლო მისი მეუღლე 12,5 სანტიმეტრით დაბალი იყო.
მოლტკე ვარაუდობს, რომ 716-დან 12 ჩონჩხი პირველ კოსმოსურ კოლონისტებს ეკუთვნოდათ, ისინი დანარჩენებისაგან უფრო მცირე ძომით, თავის ქალებისა და თვალის ბუდეების სიდიდით გამოირჩეოდნენ. ერთ-ერთ მათგანს ფეხზე ქირურგიული ოპერაციის აშკარა კვალი ემჩნეოდა, რაც, სავარაუდოდ, ლაზერით იყო გაკეთებული…
დღეისთვის დროპას იდუმალი ტომი არ შემორჩენილა, თუმცა სავსებით შესაძლებელია, მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ჯერ კიდევ ბინადრობდნენ ჩინეთის ძნელადმისადგომ მთიან რაიონებში.
რამდენიმე წლის წინ ჩინეთის სხვა მაღალმთიან მხაარეში, ბასუდან-ულას მთის ფერდობზე მონადირეებმა ყინულში უცხოპლანეტელის კარგად შენახული გვამი აღმაჩიეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მისი ასაკი დაახლოებით 5 000 წელს შეადგენს.
ამერიკის ილინოისის შტატის უნივერსიტეტში ცხედარი გულდასმით გამოიკვლიეს. სპეციალისტთა მტკიცებით, გვამის თითქმის ყველა ორგანო… ხელოვნური წარმოშობისაა, ხოლო მასალები, რომლითაც ისინია დამზადებული უცნობია თანამედროვე მეცნიერებისათვის.

მეცნიერები, რომლებმაც ”ჩინური მუმია” გამოიკვლიეს, ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ ლაპარაკია არა ხელოვნურ ნაყალბევზე, არამედ კოსმოსურ სტუმარზე.

წყარო: http://ufoblogi.blogspot.com

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close