არქივი

ფრანკთა იმპერია

70802adc621f

დასავლეთ რომის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებულ ბარბაროსულ სამეფოებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფრანკთა სამეფო.

ფრანკთა ბარბაროსული სამეფო.
მას შემდეგ, რაც 476 წელს რომის იმპერია მოისპო გალიაში რომის იმპერატორის მიერ დანიშნულმა მეფისნაცვალმა თავი დამოუკიდებელ მართველად გამოაცხადა, თუმცა მისი ხელისუფლება ათ წელზე მეტხანს არ გაგრძელებულა. მას ფრანკები დაუპირისპირდნენ.
ფრანკთა გერმანული ტომები ცხოვრობდნენ მდინარე რაინის ქვემო წელზე. ფრანკთა ერთ-ერთი ტომის ბელადი იყო ხლოდვიგი, ნიჭიერი, წინდახედული, შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი. თავის მოწინააღმდეგეთა მიმართ იგი სასტიკი და დაუნდობელი იყო. სწორედ ამ თვისებების ურთიერთშერწყმით შეძლო მან თავისი მიზნების განხორციელება. იგი დაუკავშირდა მეზობელი ტომების ბელადებს და 486 წელს დაიძრა გალიის დასაპყრობად. ხლოდვიგმა ეტაპობრივად დაიპყრო მთელი გალია და შემდეგ მისი მოკავშირე ტომის ბელადებიც გაანადგურა. მან შექმნა ძლიერი სახელმწიფო. მეფის საწინააგმდეგო მოქმედება ღალატად ითვლებოდა და სიკვდილით ისჯებოდა.
ხლოდვიგის მიერ დაარსებულ სამეფოს მისი ბაბუის სახელის მიხედვით მეროვინგების ფრანკთა ბარბაროსული სამეფო ეწოდა. გამეფებამდე რამდენიმე წლით ადრე ხლოდვიგი ქრისტიანად მოინათლა. ასევე მოინათლა მისი რაზმიც და თანდათანობით ქრისტიანობა გავრცელდა წარმართ ფრანკებში.
ხლოდვიგმა სემეფო საგრაფოებად დაყო ხოლო მათ სათავეში გრაფები ჩააყენა.
მომდევნო ფრანკთა მეფეების სამეფო კარზე დაწინაურდნენ მაიორდომები- მსახურთუხუცესები. მათ ხელში გადავიდა რეალური ძალაუფლება. მეროვინგი მეფეები ფაქტობრივად ჩამშორდნენ სახელმწიფო მართველობას, რადგან ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში ვეღარ ერეოდნენ. ამიტომ მათ “ზარმაცი მეფეები” უწოდეს.
მაიორდომ კარლოსს, ვაჟკაცობისთვის მეტსახელად მარტელი (ურო) უწოდეს. ის შესანიშნავი სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე იყო. მან ჩაატარა სამხედრო რეფორმა, გააძლიერა კავალერია, რომელსაც მოგვიანებით რაინდთა ლაშქარი ეწოდა.
კარლოს მარტელმა 732 წელს პუატიეს ბრძოლაში, გარდაქმნილი და მძიმედ აღჭურვილი ლაშქრით გაანადგურა პირენეის ნახევარკუნძულზე შემოჭრილი არაბთა მრავალრიცხვოვანი ლაშქარი. არაბების წინსვლა ევროპაში შეჩერდა. კარლოს მარტელმა უამრავი სამხედრო ლაშქრობა მოაწყო და არცერთ ბრძოლაში იგი არ დამარცხებულა, ამიტომ მას ჯადოქარსაც უწოდებდნენ.
კარლოს მარტელის ვაჟს, პიპინს, მოკლე უწოდეს მისი დაბალი ტანის გამო, თუმცა არაჩვეულებრივი ძალღონით იყო დაჯილდოვებული. პიპინ მოკლემ ბოლო მეროვინგი მეფე მონასტერში ბერად აღკვეცა და თავი ფრანკთა მეფედ გამოაცხადა. ფრანკთა სამეფოში მეროვინგების დინასტია კაროლინგების დინასტიით შეიცვალა.

2571c719f865
პიპინ მოკლე

ფრანკთა იმპერია (კარლოს დიდის ხანა)
768-814 წლებსი ფრანკთა სამეფოს განაგებდა პიპინ მოკლეს შვილი კარლოსი დიდად წოდებული. იგი იყო ამტანი, ნიჭიერი სარდალი და ენერგიული სახელმწიფო მართველი. მან დიდად გააფართოვა სახელმწიფო საზღვრები.
კარლოსმა თავისი ჯარით გადალახა ალპები და დაიპყრო ჩრდილოეთ იტალია. მან გადალახა პირენეის ქედიც და შეებრძოლა არაბებს, თუმცა ეს ლაშქრობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ფრანკებს სამშობლოში დაბრუნება მოუხდათ, მათ უკანდახევას იფარავდა მცირე რაზმი, კარლოსის დისწულის როლანდის მეთაურობით. როდესაც როლანდის რაზმი ბასკებით დასახლებულ პირენეის მთებში გადიოდა იგი ალყაში მოაქციეს, შეუპოვარი ბრძოლის მიუხედავად ეს რაზმი განადგურდა, ხოლო როლანდი ბრძოლის ველზე დაეცა. მოგვიანებით ამ ბრძოლაზე და როლანდზე შეიქმნა ფრანგული პოემა “სიმღერა როლანდზე”.
განსაკუთრებით მძიმე და შეუპოვარ ხასიათს ატარებდა კარლოს დიდის ბრძოლა გერმანულ ტომებთან- საქსებთან.მხოლოდ საქსების ზოგიერთი დიდებულის გადმობირების შემდეგ შეძლო კარლოსმა რაინისა და ელბას შორის მდებარე ტერიტორიაზე დასახლებული საქსების დამორჩილება.
კარლოს დიდმა დაიპყრო ბავარია, თანამედროვე უნგრეთის ტერიტორიაზე მდებარე ავართა სამეფო, ამასთანავე თავის გავლენას დაუქვემდებარა ელბის აღმოსავლეთით მცხოვრები დასავლეთ სლავების ნაწილი.
კარლოს დიდსის სამეფოს ტერიტორიამ მოიცვა იმდროს უკვე არარსებული დასავლეთ რომის იმპერიის მნიშვნელოვანი ნაწილი.
კარლოს დიდს აღარ აკმაყოფილებდა მხოლოდ მეფის ტიტული, მან იმპერატორის, უფრო მაღალი და საპატიო ტიტულის მიღება მოისურვა.
800 წელს, ქრისტესშობის დღეს, რომში პაპმა საზეიმო ვითარებაში აკურთხა კარლოს დიდი იმპერატორად. საინტერესოა რომ კარლოს დიდი გამოცხადდა არა ფრანკთა, არამედ რომაელთა იმპერატორად, თუმცა იმ დროს რომაელი ხალხი აღარ არსებობდა. ისინი გათქვეფილნი იყვნენ გერმანელ დამპყრობლებში.

c48a1b2a9017
კარლოს დიდი

კარლოს დიდის დროს განაპირა საგრაფოებს მარკები ეწოდებოდა. მათ სათავეში მარკგრაფები იდგნენ, რომლებიც ვალდებულები იყვნენ სამეფო საზღვრები დაეცვათ.
კარლოსი დიდ ყურადღებას აქცევდა განათლებას. მისი მოთხოვნით მონასტრებთან აიგო სკოლები.მან თავის სამეფო კარზე სწავლულები შემოიკრიბა. თვით კარლოსი საკმაოდ განათლებული იყო, იგი ფლობდა ბერძნულ და ლათინურ ენებს, თუმცა კითხვა მომწიფულ ასაკში ისწავლა.
ცხოვრების უკანასკნელი წლები კარლოსმა თავის საყვარელ ქალაქში აახენში გაატარა, სადაც რამდენიმე ლამაზი და მოხდენილი საერო და სასულიერო ხასიათის შენობა ააგო. კარლოს დიდი გარდაიცვალა 814 წელს, 72 წლის ასაკში

აახენი
dd821d9651c0

b4da748c9aec

cc6c2fb98846

მრავლი ბრძოლის შემდეგ 843 წელს კარლოს დიდის სამმა შვილიშვილმა ქალაქ ვერდეში ხელშეკრულება დადო. ამ ხელშეკრულებით კარლოს დიდის უმცროსმა შვილიშვილმა დასავლეთ ფრანკთა სამეფო (საფრანგეთი), შუათანა შვილიშვილმა აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო (გერმანია), ხოლო უფროსმა შვილიშვილმა ლოთერმა იტალია და დასავლეთ და აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოებს შორის მდებარე ფართო ზოლი დაიკავა. ალპებიდან ჩრდილოეთის ზღვამდე გადაჭიმულ ამ ფართო ზოლს თავისი პირველი მფლობელის სახელის მიხედვით ლოთარინგია ეწოდა.
ამ ხელშეკრულებით ოფიციალურად ფრანკთა იმპერიამ (კარლოსის რომის იმპერიამ) არსებობა შეწყვიტა.

წყარო: მსოფლიო ისტორიის წიგნი, ანთაძეს ავტორობით

მსგავსი ამბები

Back to top button