ახალი ამბებისამხედროსასარგებლო

გილად შალიტი სახლში დაბრუნდა

გამარჯობათ, მოგიყვებით ადამიანზე რომლის შესახებაც შეიძლება ბევრმა თგვენგანმა არაფერი იცის, ან ამის შესახებ მხოლოდ რამოდენიმე დღის წინ გაიგეთ, მე კი ამ ადამინს უკვე 5 წელია ვგულშემატკივრობ….
მაშ ასე, ისრაელის სამხედრო – გილად შალიტი, რომელიც 5 წელია პალესტინის ტერორისტულ ორგანიზაციას ჰამასს ჰყავდა გატაცებული, სახლში დაბრუნდა!
დილად შალიტი 1986 წლის 28 აგვისტოს, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში დაიბადა, მან წარმატებით დაამთავრა სკოლა, 2005 წელს კი ისრაელის თავდაცვის ჯარში გამოიძახეს, მან თავისი სურვილით აირჩია საბრძოლო ერთეული.

2006 წლის 25 ივნისს პალესტინის ტერორისტული ორგანიზაცია მოულოდნელად თავს ებრაელ ჯარისკაცებს დაესხა, ეს უკანასკნელნი კი თავდასხმისთვის მზად არ იყვნენ. მებრძოლებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, ბრძოლის შედეგად მათ ებრაელი ჯარისკაცი გილადი გაიტაცეს.

გილად შალიტის გატაცებას დიდი ხმაური მოჰყვა არა მარტო ისრაელში, არამეს თითქმის მთელ ცივილიზებულ სამყაროში. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა 2009 წლამდე, სანამ ტერორისტებმა შალიტის ვიდეო მიმართვა არ გაავრცელეს. რამდენიმეწუთიან ვიდეოში შალიტი მის შესახებ ჰყვება, ამბობს იმასაც, თუ როგორ ენატრება თავისი ოჯახი და მოუწეოდებს ისრაელის პრემიერ მინისტრს, რომ ძალ-ღონე არ დაიშუროს მის გასანთავისუფლებლად.

 

მას შემდეგ კი შალიტის შესახებ ისევ არავინ არაფერი იცოდა, ის იყო ერთადერთი ებრაელი ჯარისკაცი,
რომელიც ტყვეობა იმყოფებოდა და ჰამასი წითელ ჯვარსაც კი არ აძლევდა უფლებას გატაცებული
ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ენახა.

18 სექტემბერს კი მთელი ისრაელი ზეიმობდა გილად შალიტის გათავისუფლებას და სახლში მშვიდობით
დაბრუნებას,

გილადის გასათავისუფლებლად ისრაელმა ძვირი საფასური გადაიხადა: ციხეებიდან უკვე გამოუშვეს 477
პალესტინელი ტერორისტი. მათგან 450 მამაკაცია, 27 კი ქალი. გათავისუფლებული ტერორისტიდან 287
მკვლელს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

 

შეთანხმების თანახმად, 40 ტერორისტს საზღვარგარეთ (თურქეთი, სირია, კატარი) გადაგზვნიან. მათგან ორი, თავიანთ სამშობლოში, იორდანიასა და აშშ-ში დაბრუნდება. კიდევ 550 ტერორისტს კი ამ შეთანხმების ფარგლებში დეკემბერში გაათავისუფლებენ. საერთო ჯამში გილადის დასახსნელად, ისრაელი 1.027 ტერორისტის გათავისუფლებაზე დათანხმდა.

 

შეთანხმების შესრულების პირობებს თვალს ადევნებდა ასეულობით ჟურნალისტი.

გილადის გათავისუფლების ამსახველი ვიდეომასალა და მისი ინტერვიუ პირველად ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიამ გადმოსცა.

წამყვანი ცდილობდა შალიტს არაბულ ან ინგლისურ ენებზე გასაუბრებოდა, მაგრამ გილადმა არჩია პასუხი მხოლოდ ივრითულად გაეცა. ინტერვიუს დაწყებამდე მას ჰკითხეს, თუ როგორ გრძნობს თავს? – გილადმა აღიარა, რომ არც თუ კარგად, თუმცა თარჯიმანმა ჟურნალისტს უთარგმნა, რომ იგი თავს ნორმალურად გრძნობს.

გილადმა მოყვა, რომ ამ შეთანხმების შესახებ ერთი კვირის წინ შეიტყო: “ვფიქრობდი, რომ ეს კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდებოდა”, – აღნიშნა შალიტმა.  მან ისრაელსა და ჰამასს შორის შუამავლობისთვის ეგვიპტელებს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ მოუთმენლად ელის თუ როდის შეძლებს ჩაეხუტოს თავის ახლობლებს და უბრალოდ “ადამიანებს გაესაუბროს”.

კითხვაზე, თუ რას გრძნობს იმასთან დაკავშირებით, რომ თავისუფლებაზე ასეულობით პალესტინელი პატიმარი გამოდის, გილადი ჩაფიქრდა. შემდეგ კი განაცხდა, “მოხარული ვარ რომ მათ ათავისუფლებენ”. მან იმედი გამოთქვა, რომ ისინი მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდებიან და მთლიანობაში ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს მშვიდობიან დარეგულირებას. გილადს აშკარად არ სურდა პოლიტიკაზე საუბარი. იგი ძირითადად იმ შეკითხვებს პასუხობდა, რომლებიც პირადად მას და მის ოჯახს შეეხებოდა.

“კერემ შალომ”-ის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე (ღაზას საზღვართან) შალიტი სამხედრო ვერტმფრენით “ტელ-ნოფ”-ის ავიაბაზაზე გადაიყვანეს, სადაც მას ოჯახის წევრები და ახლობლები ელოდნენ. ვერტმფრენის დაშვების წინ გილადს ისრაელის ჯარისკაცის ფორმა ჩააცვეს. ტყვეობიდან გათავისუფლებულ ჯარისკაცს პირველად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ შეეგება.

“ტელ-ნოფ”-ის ავიაბაზიდან, მშობლებთან ერთად, გილადი სახლისკენ გაემართა, სადაც მას ახლობლები ელიან.

 

loading...
თეგები

mayumana

var erti chveulebrivi adamiani, minda gagacnot saintereso psotebi, mogixvet is rac xdeba israelshi, vpikrob saintereso ikneba

მსგავსი ამბები

Close
Close