საკითხავისასარგებლოსურათები

კალენდარი და რომის ღმერთები


კალენდარი, რომლითაც ამჟამად ვსარგებლობთ, შემოიღო იულიუს კეისარმა ქრ. შ-მდე 45 წელს. მას საფუძვლად დაედო ძველ ეგვიპტური კალენდარი. ეგვიპტური კალენდრის მიხედვით, წელიწადის ხანგრძლივობა 365 დღე-ღამეს შეადგენდა. ეს კალენდარი არასრულყოფილი იყო. ასტრონომიულ კალენდარში, რომლის საფუძველი მზის ირგვლივ დედამიწის ერთი მოქცევაა, 365 დღე-ღამე და კიდევ დაახლოებით 6 საათია. ეს ექვსი საათი გროვდება და ყოველ ოთხ წელიწადში ერთ დღე-ღამეს შეადგენს. ამიტომ იულიუს კეისარმა ალექსანდრიელი ასტრონომის სოსიგენის რჩევით ყოველი სამი წლის (ჩვეულებრივი წელიწადი) ხანგრძლივობა ყოფილიყო 365 დღე, ყოველ მეოთხე წელს (ნაკიანი წელიწადი) 366 დღე-ღამე. წელიწადი 12 თვედ დაყვეს. თითოეული თვეში 30 1ნ 31 დღე-ღამე მოაქციეს, ხოლო თებერვალში 28 (უბრალო წელიწადი) ან 29 (ნაკიანი წელიწადი).

წელიწადი ძველ რომში მარტში იწყებოდა და თვეებს რიგითი ნომრის იხედვით იხსენებდნენ. შემდეგ წლის დასაწყისი 1 იანვარს გადაიტანეს, რადგან ამ დღეს კონსულები, ქრ. შ-იდან 135 წლიდან, თავის თანამდებობას იკავებდნენ. წელიწადის თვეების დღეს გავრცელებული სახელწოდებები ძველ რომში იღებს სათავეს.


იულიუს კეისარი


სოსიგენი

აი საიდან მოდის თვეების სახელწოდებები:
1.იანვარი- ღმერთ იანუსის (დროის, კარის და კარიბჭეების, შესასვლელ-გასასვლელის, ყოველივე დასაწყისისა და დასასრულის, ყველა საქმის წამოწყების ღვთაება) სახელის მიხედვით.


იანუსი

2.თებერვალი- მომდინარეობს ყოველწლიური განწმენდის რიტუალისგან “თებრუასგან”.
3.მარტი- ღმერთ მარსის (ომის ღმერთი) სახელის მიხედვით.


მარსი

4.აპრილი- ქალღმერთ აფროდიტეს (სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი) სახელის მიხედვით.


აფროდიტე

5.მაისი- ქალღმერთ მაიას (დედამიწის განსახიერება) სახელის მიხედვით/
.

მაია

6.ივნისი- ქალღმერთ იუნონას (ოჯახის, დედობის, ქალების და ქალთა ნაყოფიერების ქალღმერთი) სახელის მიხედვით.


იუნონა

7.ივლისი- იულიუს კეისრის საპატივსაცემოდ.
8.აგვისტო- იმპერატორ ავგუსტუსის საპატივსაცემოდ.


იმპერატორი ავგუსტუსი

9.სექტემბერი- ნიშნავს მეშვიდეს (რადგან პირველი თვე იყო მარტი)
10.ოქტომბერი- ნიშნავს მერვეს (ოქტა. ლათ.)
11.ნოემბერი- ნიშნავს მეცხრეს (ნონა)
12.დეკემბერი- ნიშნავს მეათეს (დეკა)
ძველ რომში სოფლად და ქალაქად, ქურუმების მითითებით, დადიოდნენ სპეციალური პირები- მაუწყებლები, ისინი მოსახლეობას ახალი თვის დადგომას წამოძახილით ამცნობდნენ. სიტყვა წამოძახილი, გამოცხადება, ლათინურად ჟღერს როგორც “კალეო”. ამ სიტყვას მაუწყებლები მხოლოდ თვის პირველ დღეს აცხადებდნენ. ამიტომ ყოველი თვის პირველ დღეს რომაელებმა კალენდები უწოდეს. სიტყვა კალენდა კი საფუძვლად დაედო სიტყვა კალენდარს.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close