არქივი

რატომ გვღალატობენ ქალები

2ef4f04cd67e

კაცების უმეტესობა თვლის, რომ გათხოვილი და თავისი ბედით კმაყოფილი ქალი უცხო მამაკაცს მკლავებში არ უვარდება. როგორც ბევრს ჰგონია, შემთხვევითი კავშირი მხოლოდ ახალგაზრდა, ქარაფშუტა, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი გოგონების საქმეა, ხოლო მოწიფული, სოციუმში ადაპტირებული ქალი ამას არ იკადრებს.

ამ აზრს მხარს უჭერენ მეცნიერებიც. ასობით ფსიქოთერაპევტი ერთხმად ამტკიცებს, რომ მშვენიერ სქესს ფიზიკური სიახლოვისთვის ჭირდება ემოციური განწყობა, ნდობა, სულიერი სიახლოვე, კაცს კი კარგი სექსისთვის მსგავსი არაფერი უნდა. ფსიქოლოგების მიერ შედგენილი ანკეტები ცხადყოფენ, რომ დაქორწინებული მამაკაცები მთელი ოჯახური ცხოვრების მანძილზე ხუთ-ექვსჯერ უფრო ხშირად ღალატობენ მეუღლეს, ვიდრე გათხოვილი ქალები.
მაგრამ გამოცდილმა ფსიქოთერაპევტებმა კარგად იციან, რომ სექსუალურ სფეროში არამც თუ ანკეტებს, ინტიმური ცხოვრების შესახებ პაციენტი ქალბატონის პირველ მონათხრობსაც ფრთხილად და ეჭვით უნდა მოეკიდო – რაც უფრო იზრდება მისი ნდობა ექიმისადმი, მით მეტ ეპიზოდს ახდის იგი ფარდას.
როცა ბევრს ვერაფერს იხსენებს თავისი სექსუალური აქტიურობის შესახებ, ქალი არ თვალთმაქცობს – ბევრი რამ ინტიმური ცხოვრებიდან მას მართლაც არ ახსოვს, ყოველ შემთხვევაში, ეს მეხსიერება პასიურია. გასახსენებლად მას ჭირდება დრო, თერაპევტისადმი ნდომა, განსაკუთრებული ატმოსფერო. ხანდახან ისეთ რამეს გაიხსენებს, რომ …
ასე რომ, ქალების სექსუალობის შესახებ ანკეტირების შედეგად მიღებული მონაცემები შეგიძლიათ სანაგვე ყუთში მოისროლოთ. დღეს ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს ძირითადად ფსიქოთერაპიული სეანსების შედეგებით ვიცნობთ. ამ სეანსების დროს ქალები ბევრად უფრო გულახდილები არიან. გარდა ამისა, თერაპევტის ხელთ არის პაციენტზე დაკვირვების განსახორციელებელი ელექტროაპარატურა, ბიოორგანული და გენეტიკური გამოკვლევების თანამედროვე მეთოდები, რომლებიც მხოლოდ პაციენტის ნებაყოფლობითი მონაწილეობის შემთხვევაში გამოიყენება.
სენსაცია ათი წლის წინ, მასობრივი გენეტიკური გამოკვლევებით დაიწყო. ფსიქოთერაპევტმა რობინ ბეიკერმა და მისმა სამუშაო ჯგუფმა, ელექტროაპარატურის გამოყენებით ჩაატარა ხუთი ათასი გათხოვილი ინგლისელი ქალის (30 – 40 წლის ასაკის) გამოკვლევა და აღმოაჩინა, რომ მათი შვილების თერთმეტი პროცენტი (ყოველი მეცხრე ბავშვი) არ არის კანონიერი მამის შვილი და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ხშირ შემთხვევაში, დედამაც არ იცოდა. ქალების უმეტესობა დათანხმდა გამოკვლევის ჩატარებაზე ჰიპნოზის მეთოდით, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ბავშვები იშვნენ ერთჯერადი, შემთხვევითი კავშირის შედეგად, რომელიც დედას აღარც კი ახსოვდა. მსგავსი კავშირების უმეტესობა ხდებოდა ოვულაციის პერიოდში, სწორედ იმ ოთხ-ხუთ დღეში, როცა მშვენიერი სქესის წარმომადგენლების სექსუალური ლტოლვა მაქსიმუმს აღწევს. ბეიკერი დარწმუნებულია, რომ ქალბატონებს გააჩნიათ ერთგვარი გენი, რომელიც სექსუალური “ღალატის” მატარებელია და სწორედ ხსენებულ პერიოდში აქტიურდება. ადვილი წარმოსადგენია,რა დღეში ჩავარდებოდნენ კანონიერი მამები. ბეიკერის გამოკვლევების შედეგად დაინგრა ორასამდე ოჯახი და ასეულ ათასობით ბავშვი კანონიერმა მამებმა გენეტიკური გამოკვლევის ჩასატარებლად წაიყვანეს. ამ გამოკვლევებმა სავსებით გაამართლა ბეიკერის ჯგუფის შედეგები. სექსოლოგებმა დასვეს შეკითხვა: თუ ქალთა თერთმეტმა პროცენტმა ბავშვი შემთხვევითი კავშირის შედეგად გააჩინა,როგორია ასეთი შემთხვევითი კონტაქტების საერთო რაოდენობა? ითვლება,რომ ერთი ორსულობა მოდის ყოველ 45 – 50 სექსუალურ აქტზე, როცა წყვილი თავს არ იცავს. გამოდის, რომ გათხოვილი ქალების ას პროცენტს ერთხელ მაინც უღალატია მეუღლისთვის.

811d39cdcf6d

კანადელმა მეცნიერმა მაკგიმ მიზნად დაისახა, გამოერკვია, ვის აქვს სასქესო ორგანოების უფრო ჯანსაღი მიკროფლორა – გათხოვილ თუ გაუთხოვარ ქალებს. გამოკვლევა ულტრამგრძნობიარე აპარატურის მეშვეობით ჩატარდა. კვლევის შედეგად ყოველ მეოთხე ქალს ქმრის სპერმატოზოიდის გარდა, აღმოაჩნდა სხვისი სპერმატოზოიდის ნარჩენები, რომლებსა აპარატურა “პოულობდა” იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი იქ ასი დღით ადრე იყვნენ მოხვედრილი. ეს დღეები, უფრო მეტი დაზუსტების შემდეგ, ისევ და ისევ ოვულაციის დღეებს დაემთხვა. ბეიკერის, მაკგის და კიდევ რამდენიმე მეცნიერის მსგავსი კვლევითი სამუშაოს შედეგების ურთიერთშედარების შედეგად გაირკვა, რომ გათხოვილი ქალბატონები, პრაქტიკულად ყველა, ძალიან თავისუფლად ამყარებს ხანმოკლე, შემთხვევით სექსუალურ კავშირს, იქნება ეს თანამშრომეთან, ძველ ნაცნობთან თუ თითქმის უცნობ ადამიანთან. ასეთი შემთვევები ძირითადად ოვულაციის პერიოდს ემთხვევა და ხდება იმპულსურად, უმეტეს შემთვევაში წვეულებების დროს. ასე,რომ დაიმახსოვრეთ, ძვირფასო ქმრებო, რომ თუ თქვენს ცოლს ოვულაციის დრო უდგას (მადლობა ღმერთს, ის ხანმოკლეა!), აუკრძალეთ ყოველგვარი გართობა და წვეულებები! სამსახურიდან – პირდაპირ სახლში!
ამერიკელ მკვლევარებს გააჩნიათ ინფორმაცია, რომელიც ალბათ ვერასოდეს მოხვდება ოფიციალურ სამეცნიერო გამოცემებში, რამეთუ ეთიკური ნორმების გარკვეულად დარღვევის გზითაა მიღებული. ერთ-ერთმა მსხვილმა კომპანიამ ცნობილ, კომერციულ კვლევით ცენტრს შეუკვეთა თავისი თანამშრომლების არაფორმალური ურთიერთობის შესწავლა. გამოკვლევა, ძირითადად, ანონიმურ-ანკეტური ხასიათის იყო. რესპოდენტის თანხმობის შემთხვევაში მისი პასუხების შემოწმება ხდებოდა “სიცრუის დეტექტორზე”. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ფსიქოლოგებმა საჩაიე და მოსაწევ ოთახებში დაამონტაჟეს ზემგრძნობიარე აკუსტიკური აპარატურა, რომელიც საგანგებოდ ისე იყო მოწყობილი, რომ მეტყველებას და მოქმედებას მშენივრად აღიქვამდა, მოლაპარაკის სახელის გაგება კი შეუძლებელი იყო.
ფსიქოლოგების გაოცება შემდეგმა ფაქტებმა გამოიწვია. კომპანიაში რვა ათასი ადამიანი მუშაობდა: ფინანსისტები, კომპიუტერის სპეციალისტები, საუკეთესო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები – ძირითადად დაოჯახებულები. ყოველ საღამოს ორ-სამ განყოფილებაში რამეს აღნიშნავდნენ – დაბადების დღეს, პრემიას და ა.შ. წელიწადში ექვსჯერ, გვიან საღამომდე, აღნიშნავდნენ საერთო ეროვნულ დღესასწაულებს. აპარატურა ყოველდღე აფიქსირებდა სამ-ოთხ სექსუალურ კონტაქტს. ხოლო სადღესასწაულო საღამოებზე – ათამდე. კონტაქტები სპონტანური ხასიათის იყო, წინასწარი მოლაპარაკების, შეთანხმების გარეშე. ყოველ საღამოს, დაახლოებით იმავე რაოდენობის წყვილები პაემნის შესახებ უთანხმდებოდნენ ერთმანეთს. აუდიოჩანაწერების ანალიზმა ცხადყო, რომ პარტნიორები არა მხოლოდ იმპულსურად ჩაეხუტნენ ერთმანეთს, არამედ მათ შორის ნაცნობობა თითქმის არც ყოფილა. ათიდან მხოლოდ ერთი ქალი გამოთქვმდა მსუბუქ სინანულს მომხდარის გამო. ძირითადად, ყველა ძალიან ხალისიანი და ბედნიერი ჩანდა. როგორც წესი, ისინი არ გამოთქვამდნენ ურთიერთობის გაგრძელების სურვილს და პარტნიორთან განშორებისას ამბობდნენ: “გნახავ, შევხვდებით სამსახურში”. შემთხვევითი და როგორც წესი, ერთჯერადი კონტაქტის დროს ქალები საოცრად აქტიურები იყვნენ, განიცდიდნენ დიდ აღზნებას, აღწევდნენ ორგაზმს. ადვილად თანხმდებოდნენ ორალურ და სხვა სახის სექსზე. მოკლედ, ისე იქცეოდნენ, როგორც თავდაჯერებული და აღვირახსნილი კაცები. ნახევარწლიანმა აუდიო-გამოკვლევამ აჩვენა, რომ “შემთხვევითი სექსი” ჰქონდა თანამშრომლების ერთ მერვედ ნაწილს, მათ შორის, ზოგს – რამდენჯერმე. დაიანგარშეს,რომ კომპანიაში, ათი წლის მანძილზე, სექსუალური კონტაქტები ჰქონდა ქალების 80 და კაცების 60 პროცენტს.

a7693a659084

აქამდე ლაპარაკი იყო ერთჯერად ღალატზე, რომელიც შესაძლოა, ღალატად არც ჩავთვალოთ. სექსოლოგები თვლიდნენ, რომ სექსი უსიყვარულოდ, შემთხვევით – ეს მხოლოდ კაცების საქმეა, ასეთ შემთხვევაში მათ პარტნიორებად გამოდიან მარტოხელა ან ზნედაცემული ქალები, გათხოვილი ქალისთვის კი ასეთი რამ მიუღებელია. დღეს დადასტურდა, რომ ეს ასე არ არის.
რაც შეეხება რომანებს, ასეთად ითვლება ურთიერთობა, რომელიც გრძელდება ერთი-ორი თვიდან უსასრულობამდე. ტრადიციული მონაცემების მიხედვით, ასეთი კავშირი ახასიათებს დაოჯახებული კაცების 74-76 პროცენტს, ქალების 24-26 პროცენტს. გამოკვლევების თანამედროვე მეთოდიკა გვიჩვენებს, რომ ხანგრძლივი რომანი, ანუ ღალატი ახასიათებს ქალების 40 პროცენტს და მათი რაოდენობა იზრდება. კაცების პროცენტული რაოდენობა კი სტაბილური რჩება. საინტერესო ის არის, რომ ქალები გარეშე რომანებში უფრო აქტიურები და სექსუალურად გათავისუფლებულები არიან, მაგალითად, უარს არ ამბობენ ორალურ ან, ორ პარტნიორთან ერთად სექსზე, მაშინ როცა ქმრებს მსგავს შემოთავაზებაზე უარს ეუბნებიან. ყველაფრის მიუხედავად ქალების ეროტიკული ფანტაზიები, მათი მგრძნობიარობა, სექსოლოგებისთვის ბოლომდე მაინც გამოცანად რჩება. ქალებს უყვართ და კარგად შეუძლიათ საიდუმლოს შექმნა და შენახვა, ასე რომ, კაცებიც ხშირად ცდებიან ქალების შეფასებაში.

ავტორი: ბექა ლაგვილავა

მსგავსი ამბები

Back to top button