კულტურა

გახდი ავტორი და მიიღე ჰონორარი ყოველი პოსტისთვის!

guest blog authors

უცნაურ ბლოგზე პოსტის დამატება ყველას შეუძლია! გაუზიარეთ ათასობით ადამიანს თქვენი იდეები, აზრები, უცნაური ამბები და მისწრაფებები :) 

იხილეთ ვიდეო myvideo.ge-ზე

ვიდეოში დეტალურად არის ახსნილი თუ როგორ უნდა დაამატოთ პოსტი უცნაურზე. პოსტის დამატების პროცესი ძალიან მარტივია და ჭირდება რამდენიმე წუთი.

რატომ უნდა დაამატოთ პოსტი?

  • თუ გაქვთ რაიმე უნიკალური ინფორმაცია და გინდათ სხვასაც გააგებინოთ.
  • თუ გსურთ გააცნოთ სხვებს საკუთარი შეხედულებები ან აზრები.
  • თუ გსურთ იშოვოთ ფული სახლიდან გაუსვლელად.
  • თუ გაინტერესებთ სხვების აზრი თქვენთვის საინტერესო ფაქტებზე/მოვლენებზე.
  • თუ გსურთ თქვენი პოსტი იხილოს ათასობით ადამიანმა.
  • თუ გსურთ გახდეთ პოპულარული ინტერნეტ სივრცეში.
  • თუ გსურთ დაეხმაროთ უცნაურ ბლოგს განვითარებაში.
  • და ა.შ.

დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ვინც დაამატებთ პოსტს. ამით თქვენ ეხმარებით უცნაურ ბლოგს განვითარებაში. იმ ავტორებს, რომლებიც დააგროვებენ გამოქვეყნებულ მინიმუმ 20 პოსტს, სურვილის შემთხვევაში თქვენ მოხვდებით უცნური ბლოგის ავტორებში. ამისათვის საჭიროა მოგვწეროთ კონტაქტიდან თქვენი სახელი, გვარი და ნიკი ბლოგზე.

თუ გადაწყვეტთ პოსტის დაწერას, აუცილებლად გაეცანით უცნაური ბლოგის წესებს.


53846fd4cac446d98e64f51

უცნაურ ბლოგზე მოქმედებს ქულების დაგროვების სისტემა, ანუ ყველა დაწერილ პოსტზე გემატებათ U ქულები და შემდეგ შეგიძლიათ მათი განაღდება რეალურ ფულზე!

ქულების დაგროვების სისტემა განსაკუთრებით მათთვის იქნება საინტერესეო, ვინც აქტიურად ამატებს პოსტებს/სიახლეებს სხვა (საინფორმაციო, გასართობ ან ვარეზ) საიტებზე. გადმოდით ჩვენთან და ჩვენ გადაგიხდით ყოველი დაწერილი პოსტისთვის!

80570c47fa09

ტარიფები თითოეული პოსტისათვის

თქვენს მიერ დამატებულ თითოეულ პოსტს აფასებენ უცნაური ბლოგის ედიტორები და ამის შედეგად უწერენ შესაბამის U ქულას. პოსტი შესაძლებელია შეფასდეს 10 U ქულიდან 60 U ქულამდე. ქვემოთ ჩამოწერილია პოსტების მაგალითები და შესაბამისი ქულების რაოდენობები.

რა შემთხვევაში არ მიიღებს პოსტი ქულებს!

  • ნებისმიერი ქართული საიტიდან დაკოპირებული პოსტი/სიახლე, რომელიც გამოქვეყნდება უცნაურ ბლოგზე, არ მიიღებს U ქულას.
  • თუ ავტორი დააკოპირებს პოსტს სხვა ქართული საიტიდან და არ მიუთითებს წყაროს, შესაბამისად ამით შეეცდება ქულების არასწორი გზით დაგროვებას, მას ავტომატურად ჩამოეჭრება – 200 ქულა!

იხილეთ ზოგადად ახსნილი წესები, თუ რომელი პოსტი რამდენ ქულას დაიმსახურებს. რა თქმა უნდა შესაძლებელია კონკრეტული პოსტი აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მაგალითად 20 U ქულიან პოსტს, მაგრამ იმდენად კარგად იყოს დაწერილი და გაფორმებული, რომ მოხვდეს 30 U ქულიან კატეგორიაში. პოსტის შეფასებისას საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ედიტორი. ქვემოთ მოცემული წესები არის ზოგადი და შესაძლებელია პოსტის შეფასებისას ედიტორმა საკუთარი ნებით შეაფასოს პოსტი.

იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ რამდენი სიტყვისაგან შედგება პოსტი, გამოიყენეთ სიტყვების მთვლელი.

10 U ქულა
უცნაურ ბლოგზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პოსტი (გარდა სხვა ქართული საიტიდან დაკოპირებული პოსტისა) მიიღებს 10 U ქულას მიიღებს პოსტი, რომელშიც იქნება მხოლოდ რამდენიმე წინადადება, სურათი ან ვიდეო.

20 U ქულა
20 U ქულიან პოსტში უნდა იყოს სურათები ან ვიდეობი და მინიმუმ 50 სიტყვიანი ტექსტი.

40 U ქულა
30 U ქულიან პოსტში აუცილებელად უნდა იყოს სურათით გაფორმებული ტექსტი მინიმუმ 100 სიტყვისგან შემდგარი, შესაძლებელია გამოყენებული იყოს ვიდეოც ან სხვა მასალები.

50 U ქულა
იმისათვის, რომ პოსტმა დაიმსახუროს 50 U ქულა, აუცილებელია მასში სურათებთან ერთად იყოს მინიმუმ 250 სიტყვისგან შემდგარი ტექსტი, შესაძლებელია გამოყენებული იყოს ვიდეოც ან სხვა მასალები.

60 U ქულა
60 U ქულიანი პოსტი ყველა კრიტერიუმით უნდა გამოირჩეოდეს სხვა პოსტებისგან. მასში აუცილებლად უნდა იყოს რამდენიმე სურათი ან ვიდეო, მინიმუმ 350 სიტყვისაგან შემდგარი ტექსტი და რა თქმა უნდა ყურადღება მიექცევა პოსტის შინაარსსაც.

ქულების თანხაში გადაცვლა
მას შემდეგ, რაც დააგროვებთ მინიმუმ 400 U ქულას, რომელიც ასახულია წევრის მენიუში მთავარ გვერდზე ან სამართავ პანელში, ამ გვერდიდან შეგიძლიათ მოითხოვოთ განაღდება EMONEY.GE-ს ანგარიშზე. თანხის დარიცხვა მოხდება 24 საათის განმავლობაში, მას შემდეგ რაც თქვენი ანგარიში გადამოწმდება.

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button