მისტიკასაკითხავისასარგებლო

“სიკვდილი” სიცოცხლის გაგრძელებაა…


“სიკვდილი” სიცოცხლის გაგრძელებაა, ოღონდ სხვა ფორმით.

საერთოდ “მოკვდა” მცდარი ფორმაა, სწორია გარდაიცვალა! არარსებობს ადამიანი რომელიც, თავისი ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე

არ დაფიქრდეს “სიკვდილზე” არ ჩაუღრმავდეს ამ თემას და არ დაებადოს შემდეგი კითხვები: რახდება როდესაც “მოვკვდები” ?

სად მოვხვდები? არსებობს სამოთხე ან ჯოჯოხეთი? ეს, ის კითხვებია რომელზეც პასუხს, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ თუ გაიგებ !

ამ პასუხს ადრე თუ გვიან ყველა გაიგებს, მაგრამ ხომ იცით ადამიანები რა ცნობის მოყვარეები ვართ, ყველას ახლა უნდა პასუხი და ამის გამო მზად არის ეძიოს ყველგან და ყველაფერში, რაც მიუწვდომელია ან რთულად მისაწვდომი. ეს ფენომენი “სიკვილი” ფიზიკური და ქიუმიური კუთხით მეცნიერებმა კარგახანია ამოხსნეს, თუმცა სულიერად ეს საიდუმლოდ რჩება,

რომელიც როგორც უკვე ვთქვი მხოლოდ “სიკვდილის” მერე ხდება ხელმისაწვდომი. კითხვა რომელიც ხშირად შეიძლება გაიგონოთ სხვადასხვა ადმიანთან ამ თემაზე საუბრის დროს არის: გეშინია “სიკვდილის”?

ერთი კი ნამდვილად ვიცი რომ, ადამიანი მთელი სიცოცხლი განმავლობაში იმდენ სიხარულს და ბედნიერებას გამზიარებელია, რომ ძნელია იფიქრო იმაზე თუ როგორ მთავრდება ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი

და ყველაზე ცუდია, რომ არიცი რა იწყება ამის მერე.

ზუსტად ეს “არცოდნა” და მასზე ფიქრი ადამიანს სულიერად ანადგურებს. ადამიანი მაშინ არის მშვიდად როდესაც იცის რახდება ,

როგორც კი მომავალზე იწყებს ფიქრს და სვამს კითხვებს: რა იქნება? როგორ იქნება? როდის იქნება? ზუსტად ამ დროს იწყება სულიერი არეულობა და გამძაფრებული ცნობისმოყვარეობა, ასეა “სიკვდილზე” ფიქრის შემთხვევაშიც, ტოვებ ამ წუთისოფელს და არ იცი საით მიდიხარ, ეს უფროა ადამიანის შიშის მიზეზი, ვიდრე თავად სიკვდილი ასე მგონია მე!

უბრალოდ არ ვიცი ეს ინსტიქტია თუ სხვა რამ, მაგრამ სანამ ცოცხლები ვართ, სანამ გვიცემს გული და შეგვიძლია გავიზიაროთ ბედნიერი წუთები,

სხვა დანარჩენ გრძნობებთან ერთად, ნუ ვიფიქრებთ იმაზე თუ რაიქნება ხვალ, ზეგ ან მერე… მთავარია ახლა შეგვიძლია შევიგრძნოთ ყველა საუკეთესო მომენტი ამ ცხოვრების და დავტკბეთ ამით,

სჯობს ნუ ვიფიქრებთ “სიკვდილზე”! Jean de Labruyère: აღსასრული ერთხელ დგება ჩვენ კი მთელი სიცოცხლე ველით მას. სიკვდილის შიში უფრო საზარელია, ვიდრე თვით სიკვდილი.

ფრიად ბრძნული სიტყვები და 100%–ით ზუსტი! უბრალოდ “იცხოვრე ყოველი დღე ისე, როგორც დღე უკანასკნელი” Gabriel Garcia Marquez.

მართალია რთულია ასე ცხოვრება, მაგრამ შესაძლებელია! შეუძლებელია მხოლოდ “სიკვდილს” აარიდო თავი, თუმცა ეს მხოლოდ ხორციელი სიკვდილია და ახალი სიცოცხლის დასაწყისი ანუ გარდაცვალება! ისე ხანდახან “მეცინება”, როდესაც ადამიანს სიკვდილის მერე უფრო აფასებენ, ვიდრე ცხოვრებაში, სასაცილოა ნამდვილად, სატირალი რომ არიყოს.

მომინდა ასე მოკლედ მესაუბრა ამ თემაზე, იმიტომ რომ გუშინ ზუსტად ამაზე ჩავფიქრდი და იმდენად დავიგრუზე რომ დასაძინებლა წავედი იქნებ გადამავიწყდესთქო.. გისურვებთ ყველას დიდხანს სიცოცხლეს და ამ ქვეყნად მხოლოდ ყველაფერ საუკეთესოს.

და თქვენ თქვენ გეშინიათ სიკვდილის?

წყარო: leonsio.ge

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close