ვიდეოები

ბერა ივანიშვილის ახალი კლიპი


“სიტყვები არ მყოფნის იმისთვის, რომ გამოვხატო ჩემი მადლიერება! მართლა, ძალიან მიყვარხართ! არ გავჩერდეთ, გავაზიაროთ!” – ასე გამოხატავს სოციალურ ქსელ facebook-ში ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა აღტაცებასა და კმაყოფილებას საკუთარი კლიპის გამოქვეყნების შემდეგ.

კლიპი “ქართული ოცნება” facebook-ზე მის გვერდზე წუხელ გავრცელდა.

-”ბოდიშით დაგვიანებისთვის. ყველა მედია საშუალებამ უარი თქვა ამ კლიპის გაშვებაზე, მხოლოდ youtube-ზე შევძელით მისი ატვირთვა. ქართული ოცნება!!! გაუზიარეთ ყველას!!!”- წერდა ბერა საკუთარ გვერდზე კლიპის გამოქვეყნებისას.

კლიპმა გამოქვეყნებიდან 1სთ–ში დიდი მოწონება დაიმსახურა.

-”720-კომენტარი, 2700-მოწონება, 1350-გაზიარება ეს ყველაფერი ერთ საათში!” –წერდა ბერა საკუთარ გვერდზე კლიპის გამოქვეყნებიდან ერთ საათში

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close