საკითხავისასარგებლო

“შიშის ფსიქოლოგია – ზოგადი მიმოხილვა”

ამერიკული საკონსულტაციო პორტალის CTRN სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს თანამედროვე მსოფლიოს ფობიების ჩამონათვალი. გამოირკვა, რომ ირაციონალური შიშის ტოპ-სია მოიცავს 100-მდე პოზიციას. სპეციალისტების აზრით, ფობიების ასეთი დიდი რაოდენობა განპირობებულია იმით, რომ ადამიანი დაპროგრამებულია შიშზე გარკვეული არსებების, მოქმედებების ან ბუნებრივი მოვლენების მიმართ. მონაცემთა მიხედვით დედამიწაზე ფობიებით 10 მილიონამდე ადამიანი იტანჯება. 

ამ სიის თანახმად, გრძელი სიტყვების შიშს ეწოდება ჰიპოპოტომონსტროსესკიპპედალოფობია. შიში, რომელსაც უწოდებენ ამ რთული სიტყვის შემადგენელ მეორე ნაწილს სესკიპპედალოფობიას, ადამიანებში იწვევს გახშირებულ სუნთქვას, გულის ცემის დარღვევას, ოფლიანობას, გულისრევას და შიშის დამთრგუნველ გრძნობას, წერს ბრიტანული გამომცემლობა Telegraph.

ლუტრაფობიით შეპყრობილებისთვის ყველაზე საშიში არსება არის წავი. გლომოფობიისას – საჰაერო ბუშტები, პტერონოფობიით დაავადებულები კი იმის გაფიქრებაზეც კარგავენ კონტროლს, რომ ბუმბულით შეუღიტინებენ. საკმაოდ უცნაური ფობიაა წიწილების შიში. სიდედრის შიშს ეწოდება პენტერაფობია, ხოლო საფრანგეთის და მისი კულტურის მიმართ შიშს კი – გენუფობია.

ექიმები ფობიას უწოდებენ მუდმივ, ძლიერ ან ირაციონალურ შიშს ცხოველის, ობიექტის, ადგილის ან სიტუაციის მიმართ, რაც სხვა ადამიანებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ფობიის მარტივი შემთხვევები დაკავშირებულია კონკრეტული სპეციფიკური ობიექტებს, სიტუაციას ან მოქმედებებთან. ყველაზე გავრცელებული მაგალითებია მწერები, ვირთხები, მიკრობები, ჩაკეტილი სივრცე, სიმაღლე ან გადაფრენები.

რთული ფობიები როგორიცაა აგორაფობია ან კლაუსტროფობია შესაძლოა დაკავშირებული იყოს დამატებით შიშებთან.

როგორც ექიმები ვარაუდობენ შიშების უმრავლესობა ბავშვობიდან იღებს სათავეს. თუმცა ზოგიერთი შიში შეიძლება გაჩნდეს მოზრდილობის და ზრდასრულ ასაკშიც, როგორც რეაქცია შოკით გამოწვეულ არასტანდარტულ, კრიტიკულ სიტუაციაზე.
აღსანიშნავია, რომ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ საგნების და სიტუაციების შიში, ძალიან გაუმართლა. რადგან ადამიანებს, ვისაც აქვს მაგ. აგორაფობია ან ღია სივრცის შიში უჭირთ საკუთარი თავის რეალიზება სპეციალისტის დახმარების გარეშე. ადამიანების უმრავლესობა მალავს თავის ფობიას, ამიტომ ფობიებით შეპყრობილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ბრიტანეთის ფობიების ეროვნული საზოგადოების პროფესორის რობერტო ედელმანის აზრით მეტად უცნაური და მცდარი იქნებოდა, რომ თითოეულ ჩვენგანს არ გვქონდეს რაღაც ფობია. შეღუტუნების შიში შესაძლოა უცნაურია, მაგრამ ასეთ ადამიანს შესაძლოა ბავშვობაში უღუტუნებდნენ, მას კი ეს სრულიად არ მოწონდა. იგივეს თქმა შეიძლება საჰაერო ბუშტებზე, რომელიც შესაძლოა განუვითარდეთ მათ, ვისაც ბავშვობაში არ უყვარდა კლოუნები.

ჩვენი ისტორიული წინაპრებიდან გამომდინარე სიბნელის შიში ადეკვატურია, რადგან მათ ეშინოდათ სიბნელეში თავდასხმის, ასევე ირგვლივ მოთარეშე გარეული ცხოველების.

ცხოვრებაში იშვიათად გვხვდება აღნიშნულ სიაში ჩამოთვლილი ყველა ფობია. ყველაზე გავრცელებულია 15 მათგანი, რომელთაგან ყველაზე პოპულარული საზოგადო გამოსვლების შიშია.

წყარო: http://fsiqologia.wordpress.com/

თეგები

pinkfloyd

I am Me. In all the world, there is no one else exactly like me. Everything that comes out of me is authentically mine, because I alone chose it -- I own everything about me: my body, my feelings, my mouth, my voice, all my actions, whether they be to others or myself. I own my fantasies, my dreams, my hopes, my fears. I own my triumphs and successes, all my failures and mistakes. Because I own all of me, I can become intimately acquainted with me. By so doing, I can love me and be friendly with all my parts. I know there are aspects about myself that puzzle me, and other aspects that I do not know -- but as long as I am friendly and loving to myself, I can courageously and hopefully look for solutions to the puzzles and ways to find out more about me. However I look and sound, whatever I say and do, and whatever I think and feel at a given moment in time is authentically me. If later some parts of how I looked, sounded, thought, and felt turn out to be unfitting, I can discard that which is unfitting, keep the rest, and invent something new for that which I discarded. I can see, hear, feel, think, say, and do. I have the tools to survive, to be close to others, to be productive, and to make sense and order out of the world of people and things outside of me. I own me, and therefore, I can engineer me. I am me, and I am Okay. მიყვარს ...დილით მზის სხივი რომ დამთამაშებს ახლადგაღვიძებულ ჯერ კიდევ დასიებულ სახეზე... მეთამაშება, მიყვარს სურნელი ყველა დღის, თავისებური სხვადასხვანაირი, მიყვარს შეგრძნება რომ ისევ ცხოვრობ, რომ უნდა იცხოვრო... მიყვარს ალუბლისფერი გრძნობები,თითქოს ბოლომდე შეისუნთქავ, გადაყლაპავო, მიყვარს ყაყაჩოს სიფრიფანა ფურცლები...ტუჩთან ახლოს მიტანისას რომ გეკრობა, თავს გადებს და გაკვდება...

მსგავსი ამბები

Close
Close