უცნაური

ნასას მიერ გადაღებული მზე – ვიდეო

ნასა–მ საკუთარ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნა მზის ფოტოები, რომლებიც ახალი კოსმოსური აპარატის „მზის დინამიკის ობსერვატორიის“ (Solar Dynamics Observatory, SDO) მიერაა გადაღებული და რომლებმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. აპარატი დედამიწიდან 35.500 კმ–ის დაშორებით მდებარეობს (დედამიწიდან სტარტი მან 2010 წლის თებერვალში აიღო). მის მიერ გამოგზავნილმა ფოტოებმა უკვე შეცვალა წარმოდგენები და აქამდე არსებული ცნობები იმის შესახებ, თუ რა ხდება მთავარ მნათობზე. პარალელურად, გამოქვეყნდა ვიდეოც, სადაც დეტალურადაა აღწერილი მზის „ახალი ამბები“. „დრონი.ჯი“ გთავაზობთ ნასა–ს მიერ გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით დამზადებულ ვიდეორგოლს.

 

წყარო: UFOBLOGI.blogspot.com

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close