სწრაფი სესხი

პროსტიტუცია ტრადიციის სახელით


ინდოეთი – ჩემი საოცნებო ქვეყანა. თუმცა ბევრი მეუბნება მაგაში საოცნებო რა არის, რას გავს ეგ ქვეყანაო, მაგრამ ერთს ყველა აღიარებს, რომ ინდოეთს ძალიან დიდი კულტურა აქვს, თუმცა ეს კულტურა ყოველთვის სამართლიანი და მოსაწონი სულაც არაა. უარესიც, ზოგჯერ საშინელებაც კია, სწორედ ერთ–ერთ საშინელებაზე გვექნება დღეს საუბარი.
პროსტიტუცია მეტ–ნაკლებად ყველა ქვეყანაშია. ზოგგან კანონიერად დაშვებული, სადაც ბოზები იბეგრებიან კიდეც, რა სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს : )) ზოგგან კი მიჩუმათებულად, კანონგარეშე მიმდინარეობს ეს საქმიანობა. მაგრამ რა ხდება იქ, სადაც პროსტიტუციას ტრადიციის სახელი ჰქვია? ცოტა წარმოუდგენელიც კია.

დევადასი იგივე ღვთის მხევალობა, ტრადიცია საუკუნეებს ითვლის, თუმცა თავდაპირველად მისი მიმდევრები მოცეკვავე ქალებად ითვლებოდნენ. როგორც ჩანს ცეკვა და სექსი საკმაოდ ახლოს ყოფილან ერთმანეთთან, ან უბრალოდ მოცეკვავე ქალი იმდენად სექსუალურია, რომ მას სხვა მომსახურებაც დაეკისრა და ნელ–ნელა ესეც შეერწყა ტრადიციას.

,,არის დრო, როცა ეს ყველაფერი სიამოვნებაა,,”– ამბობს რანი ბაი. ,, ვის არ მოსწონს სიყვარულით დაკავება? მაშინ როდესაც მამაკაცი სიმპათიურია, ნაზი..
აქ რანი წუთიერად ჩერდება, ღიმილით გასცქერის ტბას და შემდგომ მისი სახე მოულოდნელად იღრუბლება.
,,მაგრამ ზოგჯერ ეს საშინელებაა, აქაური ფერმერები არ ჰგვანან იმ ბიჭებს მუმბაიში რომ არიან. ”

,,დღეში 8 მათგანი” – აგრძელებს რანის მეგობარი კავერი, ,,ზოგჯერ ათიც კი. რა ცხოვრებაა ეს? ”

რანი: ,,ჩვენ ერთი სიმღერაც გვაქვს – ყველას სძინავს ჩვენთან, მაგრამ ცოლად არავინ გვირთავს, ყველა გვიკრავს გულში, მაგრამ არავინ გვიცავს.”
,,ჩემი შვილი ყოველდღე მეკითხება, ვინაა მამაჩემიო, მათ არ მოსწონთ დედა, რომელიც ამ ბიზნესშია ჩართული. ჩვენც ძალიან ვწუხვართ,რომ ბედმა ეს სამუშაო გვარგუნა, მაგრამ სადაა ალტერნატივა? ვინ მოგვცემს ჩვენ სამსახურს, ქალებს რომლებიც უწიგნურები ვართ?

კავარი: ,,და მომავალში, რა გვაქვს ისეთი რომ უკან გამოვხედოთ? რას დავინახავთ განვლილ გზაზე? როდესაც აღარ ვიქნებით ლამაზები, ახალგაზრდები, როცა სხეული დამახინჯდება და მარტონი დავრჩებით. რა თქმა უნდა თუ ამდენი ხანი ვიცოცხლეთ, რადგანაც სიკვდილიანობა ძალიანაა გავრცელებული, აი ჩვენს დასახლებაში წინა კვირას ორი გარდაიცვალა. ჩემს ძმას დაავადება სჭირს. ის სატვირთოს მძროლად მუშაობდა, ყველა გოგოს იცნობდა, ვინც კი გზაზე იყო გამომდგარი, ახლა კი სახლში წევს და სვამს. სვამს იმას, რასაც ხელში ჩაიგდებს, რომ უთხრან შენს შარდში ალკოჰოლიაო, იმასაც კი დალევს. ღმერთი კი ჩუმად ზის, ჩვენ არც კი ვიცით რას ფიქრობს ჩვენზე, ვინ იცის რას ფიქრობს..
რანი: ,,არა, ის ჩვენ გვიყურებს, ჩვენზე ფიქრობს. როცა გაჭირვებაში ვიქნებით,მოვა. ზოგჯერ ჩვენს სიზმრებში, ზოგჯერ კი მისი შვილი სახით გამოგვეცხადება. ჩვენ რაც დაგვემართა ეს ყველაფერი ღმერთის შექმნილი არაა, ეს სამყარომ მოაწყო ასე. ღმერთი ცრემლს გვწმენდს, თუ სუფთა გულით მიხვალ მასთან, ის მოგაშორებს ყოველგვარ მწუხარებას და დარდს. მეტი რა უნდა ქნას?”

ინდოეთის რამდენიმე სოფელში გოგონებს პროსტიტუციაში საკუთარი ოჯახები რთავენ- ეს ტრადიციაა,რომელსაც რელიგიური შეხედულებები ერთვოდა თან, ამჟამად კი მხოლოდ ფულის გულისთვის ხორციელდება.
პუჯა 13 წლისაა, უყვარს სიმღერა და ცეკვა, უნდა მომავალში ცნობილი მსახიობი გახდეს. ის პირველი გოგონაა თავის სოფელში,რომელიც სკოლაში დადის, აპირებს კიდევაც სკოლის ბოლომდე დამთავრებას. პუჯას დედას კი ეს შანსი არასოდეს მისცემია, პრაია ახლა 30 წლისაა. ის სულ პატარა იყო,როცა მეძავად გაუშვეს. ასეთი ამბები რაჯასტანში ჩვეულებრივად ითვლება და არც არავის უკვირს. გოგონებს როცა სიმწიფის პერიოდში შევლენ, ოჯახის წევრებივე ყიდიან ბორდელებზე. ადგილობრივები Nathni Utarna-ს ეძახიან იმ ცერემონიას, როდესაც ქალს გაყიდიან, ეს ნიშნავს რომ იგი უკვე მომწიფებულია, მზადაა პირველი კლიენტის გასამასპინძლებლად.

ფული ამ სიტუაციის ერთადერთი გასაღებია. ამ მიძინებულ სოფლებში მოსახლეობა ფულს მეორნეობით გამოიმუშავებს, ზოგი დღიური მუშაა, მაგრამ ეს ხელფასი ძალიან მცირეა იმისთვის, რომ თავი გაიტანონ. აქ უმძიმესი სიღარიბეა გავრცელებული, ასე რომ ბავშვის გაგზავნა მეძავად ერთის მხრივ დიდი ტვირთის მოშორებას ნიშნავს, მეორე მხრივ კი ფულის შოვნის გზასაც. ყოფილმა მეძავმა სი-ენ-ენის რეპორტიორს საუბრისას უთხრა,რომ დღეში 20 დოლარს აკეთებდა, ეს კი დიდი ფული იყო ოჯახისთვის, რადგანაც აქ დღეური შემოსავალი ჩვეულებრივი ადამიანისთვის 1 დოლარზე ნაკლებია.
პრაია დელის ბორდელში მუშაობს. იქ ატარებს თვეებს, შემდეგ კი რამდენიმე კვირით ოჯახთან ბრუნდება ხოლმე. ის ამბობს, რომ მეძავად მუშაობას გააგრძელებს, მხოლოდ იმის გულისთვის, რომ არ უნდა მისმა შვილებმა იგივე გზა გაიარონ. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება და მეძავად გაგზავნილი გოგონების რაოდენობაც მცირდება.


Saradh, 36 წლის, მეძავია Chilakaluripet-ში, ინდოეთში. ქალაქი სქესობრივად გადამდები დაავადებების ცენტრია.


მძღოლებს ასწავლიან როგორ უნდა გამოიყენონ პრეზერვატივი.


ეს დასაჭურისებული მამაკაცია, რომელიც აბანოში მუშაობს მეძავად


ეს დაავადებული მეძავია,რომელიც სიკვდილის პირასაა.


ეს ერთ-ერთი ბორდელის მეძავია.

Sangeetha Hamam 28 წლის, აბანოში მომუშავე საჭურისია, რომელიც ქალივით ცხოვრობს. მისი კლიენტები არამხოლოდ სატვირთოს მძღოლები, არამედ კოლეჯის სტუდენტები და სხვა ქალაქის მოსახლეობაცაა. კვირაში დაახლოებით 100 კლიენტი მაინც ჰყავთ მას და კიდევ 5 საჭურისს, რომელიც იგივე აბანოში მუშაობენ. ჰამამმა კარგად იცის,რომ მამაკაცები დაუცველი სექსისთვის უფრო მეტს იხდიან, მაგრამ იმასაც ხედავს, თუ რამდენი მისნაირი იღუპება შიდსით. ინდოეთში დაახლოებით 5,1 მილიონი ადამიანია აივ-ვირუსის მატარებელი. ამ მხრივ პირველ ადგილასაა სამხრეთ აფრიკა, ხოლო მეორეზეა ინდოეთი.

რა ხდება ბორდელებში და როგორი სიტუაცია აქვთ იქ ქალებს? ჩვეულებრივ იქაური ბორდელები რამოდენიმე ოთახისგან/პალატისგან შედგება. ქალები აქ გამოკეტილები არიან გისოსებში. როცა კლიენტი მოვა, ჩამოუვლის ყველა ოთახს, გისოსებში შეიხედავს და აარჩევს მისთვის სასურველ მეძავს. ირგვლივ სიბინძურე და უჰაერობაა. ასეთია ყოფა, რომელსაც იტანენ იქაური გოგონები სიდუხჭირისა და ტრადიციის გამო.

დამატებითი ინფორმაციისთვის უყურეთ ამ დოკუმენტურ ფილმს:

ფილმს ინდოეთში პროტესტი მოჰყვა, შეგიძლიათ იხილოთ ფილმში მონაწილე ინდუსების გამოხმაურება ამ ვიდეოში:

…………………………………………………………………………………………………………………..


ავტორი: ირი_ლეკვეიშვილი

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE