გასართობისაკითხავისასარგებლო

დიაგნოზი-შიზოფრენია

დავბრუნდი მეც და ჩემი პოსტებიც სერიულ მკვლელებზე.ამჯერად მინდა მოგიყვეთ შიზოფრენიკ მკვლელებზე. ზოგადად, შიზოფრენია საკმაოდ საინტერესო დაავადებაა (თუ შეიძლება მას ასე ვუწოდო), ისინი სამყაროს სულ სხვა თვალით უყურებენ და რაც ჩვენ მიგვაჩნია რეალობად და მისაღებად ის მათთვის შესაძლოა ისევე უცნაური იყოს, როგორც ჩვენთვის მაგალითად ქვემოთ მოყოლილი ამბები. შიზოფრენიის დროს გაჩენილმა დამახინჯებულმა ფანტაზიებმა, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ გაგიჟებულ ადამიანებს შესაძლოა სიკვდილამდეც კი მიგვიყვანოს.

მაიკლ ოუენ პერი-მას სჯეროდა, რომ მომღერალი ოლივია ნიუტონ ჯონი მას ტელეპატიით ტანჯავდა. საბოლოოდ მან მოკლა თავისი ოჯახის 5 წევრი.
მეწაღე ფილადელფიიდან-ჯოზეფ კელენჯერი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთმა მას დაავალა მთელი კაცობრიობის მოკვლა.ის ძარცვავდა, აუპატიურებდა, აწამებდა და ბოლოს მკვლელობამდეც კი მივიდა.
ამ 2 ადამიანს ერთი რამ აერთიანებს: რაღაც გიჟური ილუზია-შიზოფრენია!

1983 წლის 19 ივლისს ჩესტერ პერის სახლთან იდგა პოლიცია. მათ აღმოაჩინეს საშინელი სურათი, გრეის და ჩესტერ პერი შვილიშვილთან ერთად მკვდარი იპოვნეს. მათ მკვლელმა ახლო მანძილიდან ესროლა. პოლიციამ მეზობელ სახლში კიდევ 2 გვამი აღმოაჩინა. პერის 2 ძმისშვილი ძილში იყვნენ მოკლულები. საგულდაგულო ჩხრეკის შემდეგ პოლიციამ იპოვნა ფურცელი, სადაც ხუთივე მსხვერპლის სახელთან ერთად ეწერა ცნობილი მომღერლის ოლივია ნიუტონ ჯონის სახელიც. აღმოჩნდა, რომ ეს პერის უმცროსი შვილის, 28 წლის მაიკლ პერის დაწერილი იყო. ის მთავარი ეჭვმიტანილი გახდა. მაიკლ ოუენ პერი საკმაოდ უცნაური ახალგაზრდა იყო.ის ხშირად იყო შემჩნეული საკუთარ თავთან ლაპარაკში და ასევე იყო შეპყრობილი მანიით ოლივია ნიუტონ ჯონზე. პოლიციამ პერის ძიება დაიწყო. ამ დროს მაიკლ პერი ერთერთი მოტელის ოთახში იყო ჩაკეტილი და გამუდმებით უყურებდა 9 ტელევიზორზე ნაცრისფერ ეკრანს. პერი სწორად ვერ აღიქვამდა გარშემო განვითარებულ მოვლენებს და მათ ასახსნელად დაუჯერებელ ილუზიებს თხზავდა.
ფსიქიატრებმა გამოიკვლიეს მისი წარსული.1968 წელს 13 წლის მაიკლ ოუენ პერი კარგი მოსწავლე და ნიჭიერი მუსიკოსი იყო,ის ადგილობრივ მუსიკალურ ბენდშიც კი უკრავდა. თუმცა მათ ოჯახს ტრაგედია დაატყდა თავს. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა მაიკლის უფროსი ძმა-რონი. ამან ოჯახზე ძალიან იმოქმედა. განსაკუთრებით მაიკლის დაზე. მას დაუდგინეს შიზოფრენია და საავადმოფოში მოათავსეს. მაიკლიც მძიმედ უმკლავდებოდა ამ ტრაგედიას, ის ეუბნებოდა მეზობლებს, რომ მისი გარდაცვლილი ძმა ბრიტანეთში ისვენებდა. საბოლოოდ ოჯახმა გადაწყვიტა მაიკლიც დასთან ერთად ფსიქიატრიულში მოეთავსებინთ.
უფროსი პერის სიკვდილმა აჩვენა, რომ მათ ოჯახში შიზოფრენია მემკვიდრეობითი დაავადება იყო. მაიკლი გამოიქცა ფსიქიატრიულიდან და საბოლოოდ ჩაიძირა თავის ფანტაზიებში. ის საათობით უყურებდა ტელევიზორს, სადაც ნახა მომღერალი ოლივია ნიუტონ ჯონი. სწერდა მას წერილებს, რომლებიც სავსე იყო მისი ცხოვრების უმცირესი დეტალებით.პერის ამავე დროს ესმოდა ხმებიც და მტკიცედ სჯეროდა, რომ მომღერალს ტელეპატიის ნიჭი ჰქონდა და სწორედ ის ესაუბრებოდა მას. ამის გამო მან უკანა ეზოში ყველა ხე მოჭრა, რათა უკეთ ”დაეჭირა” სასურველი ტალღა. შიზოფრენია უფრო და უფრო წინ მიდიოდა. პერის უკვე ეჩვენებოდა, რომ ოლივიასა და დედამისს ერთნაირი თვალები ჰქონდათ, ხანდახან ერეოდა კიდეც ისინი. როცა ამ შეცდომას მიხვდა დედა სასტიკად სცემა. მისი ილუზიები ნელნელა პარანოიად გადაიქცა. ის საკუთარ თავს ცარიელ ყუთებს უგზავნიდა და ამით ამოწმებდა უთვალთვალებდნენ თუ არა მას. პერი გაემგზავრა მალიბუში, სადაც ოლივია ცხოვრობდა. მაიკლმა არაერთხელ სცადა მომღერლის სახლში შეღწევა, მაგრამ დაცვა ყოველთვის აჩერებდა მას და არ აძლევდა შიგნით შესვლის საშუალებას. ოლივიას ნახვის შეუძლებლობამ მას საბოლოოდ დააკარგვინა კავშირი რეალურ სამყაროსთან.
პერი დაბრუნდა ლუიზიანაში და მთელი დაგროვილი ჯავრი ოჯახზე იყარა. ის ჩუმად შეიჭრა ნათესავების სახლში და ესროლა მათ მძინარეებს. შემდეგ წავიდა მის მშობლებთან, რომელთა სახლიც მეზობლად მდებარეობდა. პერიმ დაუფიქრებლად მოკლა მამა, დედა და ძმისშვილი (ან დისშვილი, nephew).ამის შემდეგ გაიქცა ვაშინგტონში და იმალებოდა ერთერთ მოტელში. მკვლელობიდან 2 კვირაში პერი რადიომიმღების ქურდობისათვის დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ მას შიზოფრენია ჰქონდა პერი დამნაშავედ სცნეს 5 მკვლელობაში და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. აპელაციის შემდეგ ის გიჟად შერაცხეს და სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. სასამართლოზე მან განაცხადა, რომ იყო ღმერთი, რომელიც 90 წლის წინ გამოჩნდა და მისი სამუშაო იყო ხალხის დახმარება.
პერის დღემდე აქვს ჰალუციანციები, როგორც მხედველობითი, ასევე სმენითი. ექიმები მის მძიმე შიზოფრენიას განუკურნებლად თვლიან.
სამწუხაროდ მისი სურათები ვერსად ვერ ვნახე:(


ჯოზეფ კალინჯერი

ისეც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი მკვლელია. მართალია მათი გონება ძალადობისკენ არის მიდრეკილი, მაგრამ ყველა მათგანი როდია მკვლელი. მაშინ როცა შიზოფრენიასთან ერთად მათ ცხოვრებაში ხდება რაღაც ცუდი, სიკვდილი ან ძალადობა, აი, სწორედ მაშინ არის საშიში. როგორც ეს ჯოზეფ კალენჯარის შემთხვევაში მოხდა.
1975წელი, მეწაღე ჯოზეფ კალენჯარი თავისი ”ღვთიური დავალების” შესასრულებლად წავიდა. ის და მისი 13 წლის შვილი ბალტიმორის ქუჩებში დადიოდნენ და მსხვერპლს ეძებდნენ: მარტოხელა ქალებს და დიასახლისებს. მსხვერპლის ამორჩევის შემდეგ ის შვილის დახმარებით შევიდა მის სახლში, დააბა სახლის მეპატრონე ქალბატონი, სანამ მისი შვილი ბინას ძარცვავდა, კალენჯარმა დანის მუქარით მსხვერპლს ტანსაცმელი გახადა და გააუპატიურა.
40-იან წლებში ჯო კალენჯარი საკმაოდ მძიმე პირობებში იზრდებოდა. 4 წლის ასაკში ის იშვილა ავსტრიელმა წყვილმა. მალევე მას ძალით ამუშავებდნენ ფეხსაცმლის სახელოსნოში. მას ეკრძალებოდა სხვა ბავშვებთან თამაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უკან დაბრუნებით ემუქრებოდნენ ან ფეხსაცმლის შესაკეთებელი მოწყობილობებით სცემდნენ. ამ ყველაფრის გამო ჯო საკმაოდ სასტიკი გახდა, ძარცვავდა კლასელებს, სცემდა მათ, უყვარდა ცეცხლი და მასთან თამაში. ბოლობოლო მან დაიჯერა, რომ შეპყრობილი იყო სულით,რომელიც აიძულებდა მას ცუდად მოქცეულიყო. როცა გაიზარდა კალენჯერი ცდილობდა ეკონტროლებინა თავისი სურვილები და ემოციები.ის დაოჯახდა, ცდილობდა ნორმალური ყოფილიყო, გახდა საკმაოდ კარგი მეწაღე.მისი საქმეები ნელნელა წინ მიდიოდა, მაგრამ დაავადებაც იზრდებოდა მასთან ერთად.მას ეგონა, რომ ფეხის გულები დაკავშირებული იყო ტვინთან და თუ საკუთარ ფეხსაცმელს ქუსლს ზუსტად შეურჩევდა-ის განიკურნებოდა.მას დაეწყო ჰალუცინაციები, ესმოდა ხმები. კალენჯერი თვლიდა, რომ ეს ხმა ღმერთს ეკოთვნოდა. მას სჯეროდა, რომ ტელეპატიის ნიჭით იყო დაჯილდოებული. ატარებდა ცდებს ზაზუნებზე-ცდილობდა მათი ინტელექტის დონის ამაღლებას და როცა შეხედა, რომ სასურველს ვერ მიაღწია- ზაზუნები დაადანაშაულა, რომ ისინი არ ასრულებდნენ მის ინსტრუქციებს. ამიტომ მანამ არბენინა ზაზუნებს ბორბალში, სანამ დაღლილობისგან არ დაიხოცნენ.
ამავე დროს კალენჯერი გრძნობდა, რომ მას საკუთარი შვილები სათანადოდ არ სცემდნენ პატივს, ამიტომ სასტიკად სჯიდა მათ.თავს კი იმით იმართლებდა, რომ ღმერთს მისი აღზრდის მეთოდები მოსწონდა.
1972 წელს კალენჯერის 3 შვილმა პოლიციას მიმართა სასტიკი მოპყრობისთვის.ის დააპატიმრეს და მოათავსეს ფსიქიატრიულში, სადაც დაუსვეს დიაგნოზი-შიზოფრენია. რამოდენიმე თვის შემდეგ მისმა შვილებმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს, რის საფუძველზეც პოლიცია იძულებული გახდა კალენჯერი გაეთავისუფლებინა. მალევე მისი ერთერთი შვილი გაუჩინარდა.პოლიცია ეჭვობდა, რომ ეს მისი მამის ნახელავი იყო, მაგრამ ვერაფრით ამტკიცებდა.
კალენჯერი მალევე მიხვდა, რომ აქამდე მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები შეცდომა იყო. ეხლა კი მის გონებაში მობინადრე “ღმერთმა” ჭეშმარიტი მიზანი დაანახა მისი არსებობისა-გაანადგუროს მთელი კაცობრიობა!
ის თავის შვილ მაიკლთან ერთად შეუდგა ამ მისიის შესრულებას.მან მოკლა ქალი, რის შემდეგაც 10 დღეში ორივე, მამაც და შვილიც დააპატიმრეს. მაიკლს მხოლოდ ძარცვაში წაუყენეს ბრალი და არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ კოლონიაში მოათავსეს. ციხეში კალენჯერმა აღიარა, რომ კიდევ ორი ადამიანი ყავს მოკლული. მეზობლის ბიჭი და საკუთარი შვილი.
კალენჯერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, სადაც გულის უკმარისობით გარდაიცვალა 2000 წელს.

თეგები

tako85tako

ნერვებს ნუ მომიშლით და ყველაფერი კარგად გექნებათ:))))

მსგავსი ამბები

Close
Close