არქივი

ტოპსი – სპილო, რომელიც სიკვდილით დასაჯეს

topsy
ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია, რომ ანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეების პერიოდში სრულიად ჩვეულებრივი ამბავი იყო ცხოველების გასამართლება და ადამიანებისთვის მიყენებული ზიანის გამო მათი დასჯა. მაგრამ მცირეოდენმა თუ იცის, რომ ასეთი ბარბაროსული აქტები მეოცე საუკუნეშიც დაფიქსირდა და არა აფრიკის ან აზიის რომელიმე პრიმიტიულ ქვეყანაში, არამედ თვით დემოკრატიის სამშობლოში – აშშ-ში.

არამარტო სპილო ტოპსი, არამედ ბევრი ცხოველი, რომელიც ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, მეცნიერ ტომას ედისონის საკბილო აღმოჩნდა. ესენი იყვნენ ცხენები, ლომები, ვეფხვები და დათვები. თუკი ისინი ადამიანს რამეს დაუშავებდნენ ან მოკლავდნენ, ნიუ-იორკის შტატში ედისონის მეთოდით სიკვდილით დასჯა ელოდათ. ამისთვის ის იყენებდა ცვლად დენს. თუმცა მეცნიერის რეალური ზრახვები სხვა რამეში მდგომარეობდა – ედისონს დიდი ხნის მტრობა ჰქონდა ნიჭიერ მეცნიერ ნიკოლა ტესლასთან, რომლის შექმნილმა ცვლადმა დენმა ჩაანაცვლა ედისონის არაეფექტური მუდმივი დენი. ედისონი სწორედ იმის დემონსტრირებას ახდენდა, რომ ცვლადი დენი მოსახმარებლად საშიშია, რადგან მუდმივ დენს არ ჰქონდა იმხელა სიმძლავრე, რომ სპილო მოეკლა.

1903 წლის 4 იანვარს ლუნას პარკში, კონის კუნძულზე, სპილოს სახელად ტოპსის 6600 ვოლტი ძაბვის დენი მიუერთეს, მანამდე კი ციანიდით გაჟღენთილი სტაფილოები აჭამეს. ეს საქციელი იმით ახსნეს, რომ ტოპსი საშიში იყო – მას სამი ადამიანი ჰყავდა მოკლული. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ სამიდან ერთი იყო მისი მწვრთნელი, რომელიც ხშირად ამათრახებდა და რამდენჯერმე ანთებული სიგარეტი აჭამა, რომ ცხოველის ტანჯვისთვის ეცქირა. ამის გამო ტოპსიმ ის გათელა.

სპილოს დასჯას 1500 ადამიანი ადევნებდა თვალს და პრეტენზიაც კი არავინ გამოთქვა. ედისონმა პროცესი ვიდეოზე აღბეჭდა და ამჟამად ინტერნეტითაცაა ხელმისაწვდომი. უცნაურია, მაგრამ ორგანიზაცია ASPCA-მ (ცხოველთა სისასტიკისგან დაცვის ამერიკული საზოგადოება) ჩათვალა, რომ სპილოს ჩამოხრჩობა სისასტიკე იქნებოდა, ხოლო ციანიდიან სტაფილოებზე და ელექტროენერგიით სიკვდილით დასჯაზე არაფერი უთქვამს.

1944 წელს ლუნას პარკს ცეცხლი მოედო და განადგურდა, რასაც “ტოპსის შურისძიება” უწოდეს.


 
 
 
******

 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button