ცისარტყელას დროშა – არატრადიციული ორიენტაციის სიმბოლო
ცისარტყელას დროშა არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების სიამაყის სიმბოლოს წარმოადგენს. ის ფართოდ გამოიყენება მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან LGBT (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) მოძრაობებში.
სათავე აშშ–ში დაიდო, თუმცა ახლა მსოფლიო მასშტაბითაა გავრცელებული. დროშის დიზაინერია გილბერტ ბეიკერი. 1978 წლიდან დღემდე რამდენჯერმე შეიცვალა ფერები, 2008 წლიდან კი შემდეგი ფერებითაა: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, იისფერი. როგორც წესი, წითელი ფერი სულ ზემოთაა, ისევე როგორც რეალურ ცისარტყელაში.
პირველად ეს დროშა გამოიყენეს 1978 წლის 25 ივნისს. სან-ფრანციკოში გამართულ გეი აღლუმზე გილბერტ ბეიკერმა გამოიტანა თავის ბოიფრენდთან ერთად შეკერილ-შეღებილი დროშა. არის ვერსია, რომ გილბერტს ამ დროშის შექმნის იდეა მაშინ მოუვიდა, როცა 60-იან წლებში მსოფლიო მშვიდობის (world peace) მხარდამჭერ აქციაზე 5 ფერიანი დროშა (წითელი, შავი, ყავისფერი, ყვითელი, თეთრი ) დაინახა.
1978 წელს დამზადებული ცისარტყელას დროშა ასეთი იყო:
თითოეულ ფერს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა.
ვარდისფერი: სექსუალურობა
წითელი: ცხოვრება
ნარინჯისფერი: განკურნება
ყვითელი: მზის სინათლე
მწვანე: ბუნება
ფირუზისფერი: მაგია/ხელოვნება
ინდიგო: სიმშვიდე/ჰარმონია
იისფერი: გამხნევება
ამ მოვლენის შემდეგ დროშის მიმართ ინტერესი გაიზარდა. კომპანია Paramount Flag Company-მ დროშის კერვა და წარმოებაში გაშვება დაიწყო. იმის გამო რომ ფაბრიკას ვარდისფერი საღებავი არ გააჩნდა, დროშამ ასეთი სახე მიიღო:
წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ფირუზისფერი, ლურჯი და იისფერი. Paramount Flag Company-მ ასევე წარმოებაში გაუშვა მის ხელთ არსებული მსგავსი დროშები, რომლებსაც მანამდე ცისარტყელას ორდენის გოგონებისთვის ამზადებდა.
ცისარტყელას ორდენი ერთ-ერთი მასონური ორგანიზაცია იყო, სადაც 11-20 წლის გოგონებს ლიდერულ თვისებებს უყალიბებდნენ. მათი დროშა ასეთი იყო:
წითელი – სიყვარული
ნარინჯისფერი – რელიგია
ყვითელი – ბუნება
მწვანე – უკვდავება
ლურჯი – ერთგულება
ინდიგო – პატრიოტიზმი
იისფერი – სამსახური
1979 წელს დროშიდან ფირუზისფერი ამოაგდეს და ასეთი ფორმა მიიღო:
დროშამ 1989 წელს მიიპყრო აშშ-ს მოსახლეობის ყურადღება, როცა დას. ჰოლივუდელმა ჯონ სტაუტმა თავის აპარტამენტზე გამოფინა. მემამულეებმა მას სასამართლოში უჩივლეს და პროცესი საბოლოოდ ჯონის გამარჯვებით დასრულდა.
1994 წელს გილბერტ ბეიკერმა გადაწყვიტა შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დიდი ცისარტყელას დროშა. მომსახურე პერსონალთან ერთად რამდენიმეთვიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და შექმნეს 9 მეტრი სიგანისა და 1600 მეტრი სიგრძის დროა, რომელიც ნიუ-იორკის აღლუმზე 10 000 ადამიანს მიჰქონდა. რა თქმა უნდა, მაშინვე შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი დროშა. ამის შემდეგ ის ხშირად გამოიყენებოდა LGBT მოძრაობებსა და არატრადიციული ორიენტაციის მქონე ხალხის კულტურის პრეზენტაცია-დემონსტრაციებში.
2003 წელს დროშის შექმნის 25 წლისთავთან დაკავშირებით გილბერტმა გადაწყვიტა რეკორდის გაუმჯობესება.
ამჟამინდელი შედევრი ორიგინალი, 8 ფერიანი იყო და სიგრძეში 2 კმ-ს აღწევდა. ახალმა დროშამ მსოფლიოს ასობით ქალაქი მოიარა.
ახლა კი სურათები :)