Ed Gein – ადამიანი რომელზეც გადაიღეს “ტეხასური ჟლეტვა ბენზოხერხით” (+18!!!)

ნორმან ბეიტსი “Psycho”-დან, LeatherFace “Texas Chainsaw Massacre”-დან, Buffalo Bill “Silence of the Lambs”-იდან, ყველა ამ პერსონაჟს ჰყავს ერთი რეალური პროტოტიპი, რეალური პიროვნება, რომელსაც ერქვა ედ გინი

The Amityville horror-ის გან განსხვავებით ამ შემთხვევას არაფერი აქვს საერთო რაიმე ზებუნებრივ მოვლენასთან. აშშ, ვისკონსინის შტატის პატარა სოფელ პლეინფილდის ვერც ერთ მაცხოვრებელს ვერ წარმოედგინა რომ მათი მივიწყებული სოფელი მალე მთელი შეერთებული შტატების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებოდა. 1957 წლის ნოემბერში, პლეინფილდში ირმებზე ნადირობის სეზონი იყო გახსნილი და მოსახლეობის უმეტესობა ყოველ დღე დადიოდა ტყეში ირმებზე სანადიროდ. ნადირობა აქ, აშშ-ს ბევრი სხვა შტატისგან განსხვავებით ითვლებოდა არა სპორტის სახეობად არამედ საკვების მოპოვების ერთერთ საშუალებად.

1957 წლის 16 ნოემბერს უგზოუკვლოდ გაუჩინარდა პლეინფილდის რკინეულობის მაღაზიის მეპატრონე და გამყიდველი ქალი ბერნის ვორდენი. მაღაზია დაკეტილი იყო, როცა გამოძახებულმა პოლიციის შერიფმა კარები გატეხა, იატაკზე სისხლის მოზრდილი გუბე და კედლებზე სისხლის შხეფები დახვდა. პოლიციას ეჭვი გაუჩნდა რომ ამაში გარეული იყო სოფლის ერთერთი განაპირა სახლის მფლობელი, შუა ხნის მარტოხელა მამაკაცი, ვინმე ედ გინი. პოლიციის ეჭვი განაპირობა ვორდენის უმცროსი შვილის ჩვენებამ, სადაც მან გაიხსენა რომ წინა საღამოს მათთან ბოლოს სწორედ ეს პიროვნება იყო შემოსული და დაიბარა რომ მოგვიანებით შემოივლიდა ერთი გალონი ანტიფრიზის საყიდლად. ვორდენის მიერ გამოწერილი ბოლო ჩეკიც სწორედ ედ გინის სახელზე იყო. პოლიციამ დაგაწყვიტა დაეკითხა გინი მაგრამ მისი პოვნა ვერ მოხერხდა და ამიტომ მათ გინის სახლში ჩხრეკის ჩატარება გადაწყვიტეს.

ედ გინის სახლი, პლეინფილდი

ედის სოფელში ცოტათი უცნაური კაცის სახელი ჰქონდა, ეს არანაირად არ ნიშნავს იმას რომ მას უყურებდნენ ისე, როგორც, დავუშვათ, “სოფლის იდიოტს”, არა, მაგრამ მისი უცნაური და უტყვი ხასიათი გარკვეულწილად აჩენდა მის განსხვავებას სხვა მაცხოვრებლებისგან. გარდა ამისა მისი საკმაოდ დიდი სახლი მუდამ ჩაბნელებული და გარიყული იყო, მას ელექრტოობაც კი არ ჰქონდა სახლში გაყვანილი, სოფლის მაცხოვრებლები მოგვიანებით აგრეთვე იხსენებდნენ მის უცნაურ იუმორსაც, მაგრამ მაშინ, ამ ყველაფერს განსაკუთრებულ ყურადღებას არავინ აქცევდა, გინი საკმაოდ კარგ ადამიანად მიაჩნდათ, ისიც თავის მხრივ სულაც არ იყო ცუდი მეზობელი და თანასოფლელი, ხშირად ძალიან მცირე გასამრჯელოს ფასად ეხმარებოდა თავის თანასოფლელებს, მას იმდენად ენდობოდნენ რომ ბავშვებთანაც კი ტოვებდნენ ყველანაირი ეჭვის გარეშე.

16 ნოემბერს, ღამით პოლიციელებმა ჩხრეკა დაიწყეს და ედ გინის ფარდულის კარი გატეხეს. როგორც ერთ-ერთ მათგანი იხსენებს, შესვლისთანავე უცნაურ გარემოში ამოყვეს თავი, სრული სიბნელეს მხოლოდ მათი ჯიბის ფანრები არღვევდა. უეცრად ერთმა მათგანმა რაღაც დაკიდულს გაკრა მხარი, ჯერ იფიქრა რომ ეს ნანადირევი ირმის ხორცი იყო, ფანრის მინათების შემდეგ კი საკმაოდ მძიმე სურათი წარმოუდგა თვალწინ: ეს იყო ბერნის ვორდენის კავებზე ფეხებით დაკიდული, თავმოკვეთილი და დასახიჩრებული სხეული.

ბერნის ვორდენის სხეული ედ გინის ფარდულში

ედ გინი იმავე ღამით დაიჭირეს და ადგილობრივ ციხეში გადაიყვანეს, ის ყველაფერს უარყოფდა და დუმილის უფლების გამოყენება გადაწყვიტა, პოლიციამ კი გააგრძელა ჩხრეკა და გინის ფარდულიდან მის სახლში გადაინაცვლა. აღმოჩნდა რომ ფარდული ჯერ კიდევ არ იყო ყველაზე საზარელი რამ რაც ამ სახლში ელოდათ. “სახლი საშინლად ბინძური იყო, კედლებზე შპალებები ჩამოხეული, სიდამპლის სუნით ყარდა ირგვლივ ყველაფერი” იხსენებს ერთერთი პოლიციელი.

პირველივე ოთახის ჩხრეკისას მათ მთელი რიგი საშინელი აღმოჩენები გააკეთეს. ეს იყო ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილებისგან დამზადებული ნივთები. ადამიანის ოთხი ცხვირი, ადამიანის ძვლები და სხეულის ნაწილები, ადამიანის ტყავისგან დამზადებული ცხრა ნიღაბი, ადამიანის თავის ქალისგან დამზადებული ჭურჭელი და საფერფლე, 10 ქალის მოჭრილი თავი, რომელტაც თავის მხრივ ზედა ნაწილები მოხერხილი ჰქონდათ, ადამიანის ტყავგადაკრული რამოდენიმე სავარძელი, ტორშერი, რომლის შუქფარიც ადამიანის ზურგისა და მკერდის ტყავით იყო დამზადებული, ქალის ცხრა ამოკვეთილი გენიტალიები, თავის ქალები საწოლის ოთხივე კუთხის ძელურებზე, ადამიანის სხვადასხვა ორგანოები მაცივარში (შეგახსენებთ რომ ელექტროობა გინს არ ჰქონდა), ადამიანის ამოკვეთილი ტუჩები ფარდის ზონარზე. გარდა ამისა პოლიციელებმა იპოვეს ბერნის ვორდენის ახალმოკვეთილი თავი. შემდეგ ერთმა პოლიციელმა პატარა საკუჭნაოს კარი შეაღო და შენიშნა კუთხეში მიგდებული ქაღალდის პარკი, რომელშიც თითქმის გახრწნილი თავი აღმოჩნდა, დამახინჯებულ სახეში მათ მაინც შეძლეს ამოეცნოთ რამოდენიმე თვის წინ გაუჩინარებული ადგილობრივი ბარის მიმტანი – მერი ჰოგენი.

გინის სახლი ჩხრეკის დროს

სახლში მხოლოდ ერთი ოთახი აღმოჩნდა დაკეტილი, რომელმაც შემდგომში გარკვეულწილად ფარდა ახადა გინის პიროვნებას. როდესაც ოთახში შევიდნენ აშკარად ჩანდა რომ იქ რამოდენიმე წლის განმავლობაში არავინ იყო ნამყოფი. მტვრის ძალიან სქელი ფენა ფარავდა ყველა ნივთს და სხვა ოთახებისგან განსხვავებით დალაგებულიც ჩანდა. ოთახი თავის დროზე გინის დედას ეკუთვნოდა. ამის შემდებ გაჩნდა კითხვა, რატომ მაინცდამაინც ეს ოტახი დატოვა გინმა ხელუხლებლად? პასუხიც მალე გახდა ნათელი: გინის დედა ფანატიკოსი კათოლიკე გახლდათ, რომელსაც ედი, როგორც უმცროსი შვილი თავისი ზრუნვის მთავარ ობიექტად ჰყავდა არჩეული. გინი 38 წლის იყო როდესაც დედა გარდაეცვალა და მანამ აბსოლიტურად დამოკიდებული იყო დედაზე, რომელიც მას სასტიკი წესებით ზრდიდა.

ბერნის ვორედნის მოკვეთილი თავი

მერი ჰოგენის თავი

გინის მიერ ადამიანის თავის ქალით დამზადებული ჭურჭელი

ედ გინი

გინს ბრალი წაუყენეს როგორც სერიულ მკვლელს, რის შემდეგაც ის ალაპარაკდა. მაგრამ მან მხოლოდ ორი მკვლელობა აღიარა. სხვა დანარჩენზე ის აცხადებდა რომ იმ გვამების ნაწილები იყო რომელთაც ის ღამით სასაფლაოზე იპარავდა.
გამოძიებამ ვერ შეძლო გინისთვის დანარჩენი მკვლელობების დამტკიცება, 1957 წლის 21 ნოემბერს გინი ორი ადამიანის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისათვის გაასამართლეს. სასამართლომ ის შეურაცხადად ცნო, გინი გადაიყვანეს ცენტრალურ ჰოსპიტალში, დამნაშავე სულით ავადმყოფთა განყოფილების ყველაზე ძლიერად დაცულ დაწესებულებაში სადაც შემდგომში თავისი ქცევით სავსებით ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
1968 წელს გინის პირადმა ექიმმა სასამართლოს წერილით მიმართა სადაც განმარტავდა რომ გინი უკვე სავსებით ნორმალური ადამიანი იყო შეიძლებოდა მისი, როგორც შერაცხადი პიროვნების სასამართლოს წინაშე წარდგენა. 1968 წლის 14 ნოემბერს დაწყებულმა სასამართლო პროცესმა ერთ კვირას გასტანა, 21 ნოემბერს სასამართლომ გინი დამნაშავედ სცნო ორ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში მაგრამ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში გინი არ იყო ნორმალური და შერაცხადი პიროვნება და გაგზავნა სულიერად ავადმყოფთა კლინიკაში სადაც მან დარჩენილი ცხოვრება გაატარა.

ედ გინი სასამართლოზე, 1968 წლის 21 ნოემბერი

სასამართლოს შემდეგ გინის მიერ დამზადებული ნივთები აშშ-ს პოლიციის ცენტრალურ საცავში გადავიდა. რამოდენიმე დღის შემდეგ დილით პლეინფილდის მცხოვრებლებმა ცაზე კვამლის სვეტი შენიშნეს. კვამლი გინის ნასახლარისგან მოდიოდა რომელიც ერთიანად დაეწვა ვიღაცას. ედ გინი 1984 წლამდე მედისონის სულიერად ავადმყოფთა კლინიკაში ცხოვრობდა, 1984 წლის გულის კიბოს შედეგად გარდაიცვალა გუდლენდ ჰოლში.

ედ გინის საფლავი ვინკონსინში

პოსტი მომზადებულია ყველანაირი კოპირებისა და თარგმნის გარეშე.

ავტორი: Velociraptor™



Velociraptor ™

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა


კომენტარები პოსტზე
ციტატირება მარ 19, 2010
23:21
ანა - პასუხი

ვაიმე!!!!!!!! დედაააააააა მეზიზღება ეს ამერიკელები

ციტატირება მარ 19, 2010
23:22

საღოლ საინტერესო პოსტია
ეს კიდევ მართლა აადმყოფი ყოფილა ფუ რა საშინელება არის რამდენი ადამიანი მოკლა :shock:

ციტატირება მარ 19, 2010
23:23
balishi - პასუხი

აუუუუუუუუ რა საშიინნელებააა ხელი არ მახლოოსსსს :cry: :yes: :matraxi: :ukanali: :ukanali:

ციტატირება მარ 19, 2010
23:23
Teklaaa - პასუხი

ძაან მაგარი პოსტია :yvavili: :yvavili: :kiss:

ციტატირება მარ 19, 2010
23:24

ყოჩაღ ბევრი გიწვალია !!! კაი პოსტია !

ციტატირება მარ 19, 2010
23:25
Layne.. - პასუხი

საინტერესოა ძალიან.. მადლობა ავტორს.. : )

ციტატირება მარ 19, 2010
23:25
.:PreDAtoR_SosO:. - პასუხი

ქმარი რო ეტყვის ცოლს რა გვაქ საჭმელიო და ცოლი რო უპასუხებს ტანგიზას კონსერვიო და ..აუ მე მარხვაზე ვარ და ვერ შევჭამოოოოოოოოო :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ციტატირება მარ 19, 2010
23:27
gvanca_mercury - პასუხი

სგ
უმაგრესი პოსტია…
დზ საინტერესო :kiss: :kiss: :kiss: :kiss: :kiss:

ციტატირება მარ 19, 2010
23:27
giorgi_t - პასუხი

ძალიან საინტერესო პოსტია. მაგრად მევასება ეს კინო და დიდი მადლობა ავტორს

ციტატირება მარ 19, 2010
23:29

ძლიერი პოსტია :)

ციტატირება მარ 19, 2010
23:38

saagol avtor saaagol. dzaan momewona es posti. gaixare :) :yes:

ციტატირება მარ 19, 2010
23:40

აუ სახლში რა სუნი იქნებოდა :guli: :guli: :guli:

ციტატირება მარ 19, 2010
23:41

აუ მიყვარს რა ამ კაცის პოსტები :kiss: :yvavili: :yvavili: :god: :god: :god: :god:

ციტატირება მარ 19, 2010
23:48
mista grimm - პასუხი

ბრავო ავტორ კაი პოსტია .

ციტატირება მარ 19, 2010
23:49

kate_alukard
გმადლობ :) შენს პოსტებს ვერც ერთი ვერ შეედრება :kiss:

ციტატირება მარ 19, 2010
23:50
mista grimm - პასუხი

ეხლა მივხვდი რა უნდა გავაკეთო დარჩენილი ცხოვრების მანძილზე :ae: :ukanali: :tavi: :god: :guli: :aaa:

ციტატირება მარ 19, 2010
23:50
henry_m - პასუხი

Velociraptor ™
შენ და კიდევ ერთი ორი, რომ არა ეს საიტი სურათების საიტად გადიქცეოდა :) საღოლ კარგი პოსტია +5

ციტატირება მარ 20, 2010
00:01

Velociraptor ™
კაი ახლა ნუ თავმდაბლობ შენი ჭირიმე :D :D :*:*:*:*

ციტატირება მარ 20, 2010
00:03
SsandRoO - პასუხი

კაი პოსტია საღოლ ავტორს :yes:

ციტატირება მარ 20, 2010
00:06
სოზარი - პასუხი

მეზარება, ამას რა წაიკითხავს, თანაც შოთა მყავს დასაძინებელი

ციტატირება მარ 20, 2010
00:08

maრთლა კაი პოსტი იყო….

ციტატირება მარ 20, 2010
00:09
სალ - პასუხი

ვაიმე რა სასტიკია…. სიკვდილით უნდა დაესაჯათ

ციტატირება მარ 20, 2010
00:10
ციტატირება მარ 20, 2010
01:57
ლუკრეციუსი - პასუხი

ბრავისიმოოოოოოოოოოოოოოოოოო :god: :god: :god: :god: :aaa: :aaa: ჩემი კუმირია ედვარდი.. ვისკონსინელი მხეციიიიიიიიიიიიიიიიი :aaa: :aaa: :aaa:

ციტატირება მარ 20, 2010
02:06

vinmem ar icit kai bezuxerxi sad viyido? :)

ციტატირება მარ 20, 2010
06:16
დათო - პასუხი

აი დოკუმენტური ფილმი ამ კაცზე:

http://www.youtube.com/watch?v=-wSGmrwvPwk

:cool: :cool: :cool: :cool: :cool: :cool: :cool: :cool: :cool: :cool: :cool: :cool:

ციტატირება მარ 20, 2010
06:22
BELLATRIX - პასუხი

მერე ცხვირისგან და ტუცჰებისგან და სხვებისგან ნივთებს რო აკეთEბდა არ იხრწნებოდა? საგოლ ავტორ კიდე დადე ესეეთი თემები რა :)

ციტატირება მარ 20, 2010
09:27
ტორნადო - პასუხი

მაგარი პოსტია ძაან საღოლ , ერთს დავამატეებ ამ ადამიანმა საბოლოო ჯამში 30 მკვლელობა ჩაიდინა

ციტატირება მარ 20, 2010
14:16
Moon_Goddess - პასუხი

dzaaaaaaaaaaalian kai postia. yochag

ციტატირება მარ 20, 2010
19:14
Alpha101 - პასუხი

ერთი რამ მაინტერესებს, ფოტოებს შორის არის რამე ინფორმაცია? სურათების ნახვა არ მინდა, ინფორმაციის კი!

ციტატირება მარ 20, 2010
19:28

Alpha101
კი, ფოტოებს შორისაა ინფორმაციის უმეტესი ნაწილი

ციტატირება მარ 20, 2010
21:46

საღოლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლ

ციტატირება მარ 21, 2010
01:19
qetusha - პასუხი

:god: :god: :god: ძალიან ძლიერი და ძაააააალიან საინტერესო პოსტია.
Velociraptor ™
ყოველთვის საინტერესო პოსტებს აქვეყნებ…ისეთ საინტერესო პოსტებს როგორიც არსად და არასოდეს მინახაავს :god:

ერთი შეხედვით ვერ შეატყობ რა კაციც ბრძანდება :rules: რა სასტიკი ვიღაც ყოფილა არ მესმის როგორ შეიძლება ასე გაიმეტო ადამიანები… რა დონეზე უნდა გქონდეს ფსიქიკა აშლილი და ტვინი გადატრიალებული :dasja: :dasja:

ციტატირება მარ 25, 2010
19:01

რა შუაშია ამერიკელები,მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება
ისე საღოლ მაგარი პოსტია

ციტატირება აპრ 8, 2010
15:03
ილია - პასუხი

მადლობა მაინც უთხარით.ყოჩაღ,მომეწონა

ციტატირება აპრ 10, 2010
17:57
მარი)) - პასუხი

რა საშინელებააა.. :aaaa: :wtf: :wtf:

ციტატირება მაი 15, 2010
20:02
MariamM - პასუხი

Velociraptor ™
uZomod momwons Shen postebi.. :yvavili:
:aaaa: Vaime am istoriaze maqvs pilmi nanaxi.. :vaime: :dabneuli: :dabneuli:

ციტატირება ივლ 2, 2010
21:47
სალო - პასუხი

მე 13 წლის ვარ და ნამდვილად არ გამიჩირდა ამის წაკიტხვა და სურათების ნახვა:) საშინელებაა მაგრამ მშვენიერი პოსტიააა :)

დაამატე კომენტარი

Security Code:


© 2008 - 2010 ყველა უფლება დაცულია | ბლოგის დიზაინი ეკუთვნის Zenverse.net