ალფრედ ჰიჩკოკის გამონათქვამები

ალბათ ყველას მოგეხსენებათ ამ გენიოსი კინორეჟისორის შესახებ. მინდა წარმოგიდგინოთ მისი გამონათქვამები.

მე რომ „კონკია“ გადამეღო, ეტლში გვამს დაუწყებდნენ ძებნას.ფილმის ხანგრძლივობა ზუსტად უნდა ემთხვეოდეს მაყურებლის შარდის ბუშტის გამძლეობას.

მიყვარს,როდესაც ჩემი მაყურებლების ნერვებზე ისევე ვუკრავ, როგორც პიანინოზე.

დისნეის საუკეთესო მეთოდი აქვს მსახიობთა შერჩევის- თუკი არ მოეწონება რომელიმე მათგანი, უბრალოდ წაშლის მას.

სასპენზის ჩვეულებრივ ფორმათა შორის უმთავრესია, რომ პუბლიკა სრულყოფილად ინფორმირებული იყოს მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ,. წინააღმდეგ შემთხვევაში სასპენზი არ იქნება.

მე ფილანტროპი ვარ- ვაძლევ ხალხს იმას, რაც მათ სურთ. ხალხს უყვარს, როდესაც მათ ვინმე აშინებს.

ქერათმიანები ყველაზე კარგად ერგებიან მსხვერპლის როლს. ისინი სპეტაკ თოვლს გვანან, რომელზეც სისხლიანი ნაფეხურები რჩება.

ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსახურებაა, რომ მან დააბრუნა მკვლელობა თავის ნამდვილ სახლში.

ფილმებში მკვლელები ყოველთვის ძალიან სუფთა არიან. ჩემს ფილმებში მე ვაჩვენებ, როგორი რთული და ჭუჭყიანი საქმე არის მკვლელობა.

ადამიანი მთლად ღარიბი არ არის, სანამ ჯერ კიდევ შეუძლია გაღიმება.

ფილმების გადაღება, ჩემთვის, უპირველესად, ნიშნავს ისტორიის მოყოლას. ისტორია შეიძლება არ იყოს მართალი, მაგრამ არ შეიძლება იყოს ბანალური. ის უნდა იყოს დრამატული და ადამიანური. დრამა არის ცხოვრება, საიდანაც ამოჭრილია მოსაწყენი მომენტები

რამდენადაც წარმატებულია ნაძირალა, იმდენად წარმატებულია ფილმი

მელოდრამა ერთადერთია, რისი გაკეთებაც მართლაც შემიძლია

მე ჯერ კიდევ არ გადამიღია ჩემი უკანასკნელი ფილმი. ტოპაზი ჩემი 51-ე ფილმია, მაგრამ როდის გადავიღებ ჩემს უკანასკნელ ფილმს, ჩემთვის, ჩემი დამფინანსებლებისთვის და ღმერთისთვის ჯერჯერობით უცნობია

თუ მოვინდომებთ ყველაფრის ანალიზს და ყველაფრის მართებულობისა და ჭეშმარიტების მიხედვით კონსტრუირებას, მაშინ ფილმების შინაარსი არ აღმოჩნდება ამ ანალიზის შესაბამისი და ერთადერთიღა დაგვრჩება: გადავიღოთ დოკუმენტური ფილმები

ჩვენ, რეჟისორები, ვხდით ფილმს წარმატებულს. რეჟისორის სახელი პუბლიკის ცნობიერებაში პროდუქტის ხარისხის თანაბარზომიერად ხვდება. მსახიობები მოდიან და მიდიან, რეჟისორის სახელი კი მაყურებლის მეხსიერებას ნათლად უნდა შემორჩეს.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შიშის ატმოსფერო ფილმში უნდა შეიქმნას მხოლოდ კინემატოგრფიული მეთოდებით

იმისათვის, რათა შეიქმნას დიდებული ფილმი, აუცილებელია სამი რამ: სცენარი, სცენარი და კიდევ ერთხელ სცენარი

მხატვრულ ფილმში რეჟისორი გვევლინება ღმერთად, ხოლო დოკუმენტურში ღმერთი გვევლინება რეჟისორად

იმედია იხალისეთ.

ინფორმაციის პირველადი წყარო: ალფრედ ჰიჩკოკი ;)

მეორადი წყარო: ვიკიციტატა



Black Clown

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა


კომენტარები პოსტზე
ციტატირება მარ 19, 2010
17:56
Beqa_ZePP - პასუხი

კარგი იყო,მომეწონა ეს გამონათქვამები :yes:

ციტატირება მარ 19, 2010
18:08

კაი პოსტია მიყვარს ესეთი პოსტები… თუ შეგილიათ დადეთ საინტერესეო გამონათქვამები /მადლობთ!

ციტატირება მარ 19, 2010
18:10

რას საჭირო იყო პირველადის მითითება :D :D
უაზრო როჟა იყო :)

ციტატირება მარ 19, 2010
20:32
Black Clown - პასუხი

უაზრო როჟა იყო

ვინ ჰიჩკოკი? ძალიან მაგარი კაცი იყო. მაგის ფილმები ნანახი გაქ? ბევრი შედევრი აქვს გადაღებული და მაგარი საინტერესო სტილი შექმნა. იმენა გენიოსი იყო.

ციტატირება მარ 19, 2010
20:53

პირველი მაგარი იყო :lol: :D :D :D

ციტატირება მარ 19, 2010
22:12
ani_ani - პასუხი

ჯონ ლენონის გამონათქვამებიც დადეთ რაა

ციტატირება მარ 19, 2010
22:20
ნინო - პასუხი

არანაირად არ იყო უაზრო ერთი ფილმი მაინც ტუ გაქვთ ნანახი მიხვდებით რო მწარედ ცდებიით ;) :):)

ციტატირება მარ 19, 2010
23:05

რამდენადაც წარმატებულია ნაძირალა, იმდენად წარმატებულია ფილმი

აი ეს მართალიაააა

ციტატირება მარ 19, 2010
23:37
gvanca_mercury - პასუხი

დრამა არის ცხოვრება, საიდანაც ამოჭრილია მოსაწყენი მომენტები

მხატვრულ ფილმში რეჟისორი გვევლინება ღმერთად, ხოლო დოკუმენტურში ღმერთი გვევლინება რეჟისორად

იმისათვის, რათა შეიქმნას დიდებული ფილმი, აუცილებელია სამი რამ: სცენარი, სცენარი და კიდევ ერთხელ სცენარი

:god: :god: :god: :god: :god: :god: :god: :god: :god:

ციტატირება მარ 19, 2010
23:56
აკაკი - პასუხი

ისე, ჰიჩკოკი აღიარებულია, თუმცა არ ითვლება უდიდეს კინემატოფრაფად. ფელინის გამონათქვამები წაიკითხეთ. :D ;)

ციტატირება მარ 20, 2010
13:41

Black Clown
ნამდვილად არ იყო გენია, გენია სხვა რამეა :)
მე გამონათქვამებიდან გამომდინრე ვთქვი ეგ, და ეხლაც მაგ აზრზე ვარ :)

ციტატირება მარ 20, 2010
17:19
Black Clown - პასუხი

Black Clown
ნამდვილად არ იყო გენია, გენია სხვა რამეა
მე გამონათქვამებიდან გამომდინრე ვთქვი ეგ, და ეხლაც მაგ აზრზე ვარ

გენია შიძლება ბევრნაირი იყოს. მაგ ტიპმა შეძლო და ისეთი ფილმები გადაიღო, რომელიც მაყურებელს მაგარ პანიკაში აგდებდა და დღესაც ვერ იღებენ მასეთ ფილმებს. ამიტო იყო გენიოსი.

დაამატე კომენტარი

Security Code:

წინა პოსტი
«
შემდეგი პოსტი
»

© 2008 - 2010 ყველა უფლება დაცულია | ბლოგის დიზაინი ეკუთვნის Zenverse.net