მისტიკასაკითხავიუცნაური

ხილვები სიკვდილის წინ

გამარჯობა საყვარელო მკითხველო :) რამდენი ხანია არაფერი დამიწერია.მოუცლელობის ამბავია,თორემ ძალიან მომენატრეთ :) ესეც საკმაოდ საინტერესო პოსტი იქნება თქვენთვის..

მოახლოებულ სიკვდილს თან ახლავს ხილვები,ან გარდაცვლილთა,ან მითიური არსებების.ამასთან ერთად,ჩანს ის ადგილები,სადაც ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ იქნება.

ხილვებს სიკვდილის წინ ახსენებენ ლიტერატურულ წყაროებშიც.ოფიციალურად ამით დაინტერესდნენ წინა ასწლეულში.ამ სფეროში პირველები იყვნენ უ.მაერსი,ე,ჰენრი და ა.შ. მათ შეკრიბეს იმ ხალხის ნაამბობი,რომლებმაც ნახეს ხილვა სიკვდილის წინ XIX-XX საუკუნეებში.პირველი სისტემატიური გამოკვლევა იყო ორგანიზებული XX საუკუნის დასაწყისში უ.ბერეტტის მიერ,რომელიც ფიზიკოსი და ადამიანის ფსიქიკის შემსწავლელი იყო.ბერეტტმა ამ ფენომენს ყურადღება 1924 წელს მიაქცია,როდესაც მისმა ცოლმა,რომელიც ექიმი იყო,მოუყვა ერთ პაციენტ გოგონაზე,რომელიც სიკვდილის წინ საკუთარ გარდაცვლილ მამაზე და დაზე ყვებოდა,რომელიც ნახა.ყველა ხილვა გოგონამ სინამდვილედ მიიღო.როდესაც მიუყვანეს ახლადგაჩენილი ბავშვი,მან თქვა რომ მისი კეთილდღეობისთვის შეეძლო კიდევ დარჩენა ამ ქვეყანაზე.მაგრამ შემდგომ დაამატა : ” არ მაქვს ძალა აქ გავჩერდე,რომ იცოდეთ რა დავინახე,აუცილებლად დამეთანხმდებოდით.” ბერეტტი უფრო იმან გააოცა,რომ გოგონამ არ იცოდა მისი დის გარდაცვალების ამბავი.მაგრამ ნამდვილად განაცხადა,რომ გარდაცვლილი ნათესავები ნახა,მათ შორის დაც.

დიდიხნის შემდეგ ბერეტტის გამოკვლევებს ყურადღება მიაქცია კ.ოზისმა,პარაფსიქოლოგის ცენტრის მმართველმა.60იან წლებში,მან ექიმებთან გასაუბრების შედეგად,შეკრიბა ბევრი ინფორმაცია იმ ადამიანების ხილვებზე,რომლებიც გარდაიცვალნენ.დაახლოებით 1000 ისტორია დაწვრილებით იყო შესწავლილი.შესწავლის შედეგად დამტკიცდა ბერეტტის დასკვნა.

ხილვები სიკვდილის მოსვლამდე,ყველაზე ხშირად აქვთ ნელა მომაკვდარ ავადმყოფებს.ხილვების უმეტეს ნაწილს შეადგენს გარდაცვლილი მეგობრების,ნათესავების ნახვა.ხანდახან გვხვდება სხვადასხვა მითიური არსებებიც.ყველას აქვთ ერთი მისია- აჩვენონ გზა და გაიყოლონ მომაკვდავი.ეს არსებები სიკვდილზე გადასვლაში ეხმარებიან.როგორც წესი,ადამიანებს ხილვის დროს აქვთ სიხარულის და სიმშვიდის განცდა.

გზამკვლელების გამოჩენა არ უფერხებს მომაკვდავს რეალობის აღქმას.სიკვდილის წინანდელი ხილვების 30%-ში ავადმყოფს წინ გადაეშლება სხვა სამყარო,რომელიც მისთვის არაფრით განსხვავდება ჩვენი სამყაროსგან.მონაყოლებში ხშირად გვხვდება კარიბჭეები,ლამაზი ბაღები,არქიტექტორული ნაგებობები და ა.შ. ოზისის მიერ გამოკვლეულ მხოლოდ 1 შემთხვევაში,გოგონამ დაინახა ჯოჯოხეთი და მას ტანჯავდა ამ დროს მის მიერ ჩადენილი ცოდვები.

რამოდენიმე ეპიზოდში,რომელიც ოზისმა მოაგროვა,ადამიანებს სიკვდილის წინ ესმით მუსიკა.XIX-XX საუკუნეებში ეს მოვლენა უფრო ხშირი იყო,მაგრამ შემდეგ რატომღაც გაუჩინარდა.

ხილვების ძირითადი დრო მაინც დაახლოებით ოთხ წუთს შეადგენს.მხოლოდ 15% გრძელდება 5-12 წუთს,და კიდევ 15% ერთ საათზე მეტ ხანს.ძირითადად ხილვები ჩნდება სიკვდილის წინა პერიოდში: გამოკითხულთა 3/4 მოყოლის შემდეგ დაახლოებით 10 წუთში გარდაიცვალა,დანარჩენებმა კიდევ რამოდენიმე საათი იცოცხლეს.

მეცნიერებმა ივარაუდეს თეორიები,რატომ ჩნდება ხილვების სიკვდილის წინ.სამედიცინო პრეპარატები,მაღალი სიცხე,ჰაერის უკმარისობა,დაფარული და ინსტიქტური სურვილების რეალიზება.სინამდვილეში ყველა ამ პუნქტს შეუძლია ჰალუცინაციები გამოიწვიოს.ჰაროლდსონის გამოკვლევით,ყველა მისი გამოკითხული,რომელსაც ხილვა ჰქონდა,საღ გონებაზე იყო.

გამოკვლევების შემდგომ ჩატარებას ხილვების სფეროში შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს ტანათოლოგიას(სიკვდილის მეცნიერებას).ამ ფენომენმა უნდა დაუხშოს მომაკვდავებს სიკვდილის შიში.შეიძლება ოდესმე ადამიანები მიხვდებიან,რომ სიკვდილი სრულიადაც არ არის დასასრული.

დიდი მადლობა ყველას,ვგონებ საინტერესო თემა იყო :)

პ.ს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დაბადების დღე(01.10.11) მივულოცო ბატონ Velociraptor-s და ვუსურვო ყოველივე კარგი :)

BY ნაწკა

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close