ახალი ამბებისაქართველო

გაზაფხულის რიტმები – თბილისი 80′ (პირველი როკ ფესტივალი)

გაზაფხულის რიტმები, თბილისი 80 – იყო პირველი ოფიციალური როკ ფესტივალი სსრკ-ს ისტორიაში, რომელიც ჩატარდა თბილისში 8-16 მარტს 1980 წელს. ეს მოვლენა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად საბჭოთა როკის ისტორიაში.

ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეროვნული ფილარმონია, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, კულტურის რესპუბლიკური ცენტრი და საქართველოს “კამსამოლის” ცენტრალური კომიტეტი. ორგანიზატორებს შორის იყვნენ კრიტიკოსი არწიომ ტროიცკი და საქართველოს მაშინდელი მმართველი ედუარდ შევარდნაძე.

ფესტივალის მიზანი იყო ტალანტების პოვნა საბჭოთა კავშირში. ფესტივალს ქონდა საკონკურსო პროგრამა და ყავდა ჟიური შემდეგი შემადგენლობით: გია ყანჩელი, იური საულსკი, კონსტანტინ პევზნერი, ვლადიმირ რუბაშევსკი და არკადი პეტროვი. ფესტივალის დამთავრების შემდეგ ჟიურიმ გამოავლინა 3 გამარჯვებული.
1 ადგილი “Машина времени (მოსკივი) – «Магнетик бэнд» (ტალინი).
2 ადგილი «Автограф» (მოსკოვი) – «Гюнеш» (აშხაბადი)
3 ადგილი “Лабиринт” (ბათუმი) –

1981 წელს გამოვიდა ფესტივალის მონაწილეების სიმღერების 2 შრიანი დისკი “გაზაფხულის რიტმები”

აღსანიშნავია 1 საინტერესო ფაქტი, რომელიც მოხდა ამ ფესტივალის მსვლელობის დროს. ჯგუფი “აკვარიუმი” იქნა დისკვალიფიცირებული ჟიურის აზრით შეუფერებელი საქციელისთვის. რეალურად კი მოხდა შემდეგი რამ. “აკვარიუმი”-ის ერთ-ერთი წევრი სიმღერის დროს დაწვა სცენაზე, მეორე წევრმა დაადო მას ვიოლანჩელო მესამე წევრმა ავტომატური ჯერი გადაატარა დარბაზს. ჟიურიმ ეს ჟესტი მიიჩნია მინიშნებები ჰომოსექსუალიზმზე და რა თქმა უნდა მოხსნეს ჯგუფი ფესტივალიდან.

ძალიან საინტერესო ვიდეო მასალა ფესტივალზე

Мифы и легенды “Тбилиси-80”

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close