გასართობისაკითხავიუცნაური

ნეპტუნის ფოსტა


ადამიანები საზღვაო კატასტროფების შედეგად ხშირად რობინზონ კრუზოს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე და ამ დროს ზოგჯერ “ნეპტუნის ფოსტას” მიმართავენ. ამ პოსტში წაიკითხავთ რამოდენიმე ძალიან საინტერესო ისტორიას, რომელიც ზღვაში გადაგდებულ ბოთლებს უკავშირდება.
როგორც ცნობილია, ვიქტორ ჰიუგოს რომანის – “კაცი რომელიც იცინის” – კვანძი ზღვაში გადაგდებულ ბოთლზეა აგებული. მოგვიანებით ამ ბოთლიდან ამოღებული ბარათი წიგნის გმირის ბედს გადაწყვეტს. ეს რომანი, ახლა კი მაგალითები რეალური ცხოვრებიდან.

1916 წელს ჩრდილოეთის ზღვის თავზე ჩამოაგდეს გერმანული დირიჟაბლი, რომელიც ზღვაშ ჩავარდა და მცირე ხანს წყლის ზედაპირზე გაჩერდა. სასიგნალო რაკეტები ინგლისურ ტრალერ” მეფე გეორგ V” შენიშნეს და ჩამოგდებულ ცეპელინს მიუახლოვდნენ. როდესაც ტრალერის კაპიტანმა ნახა რომ გერმანელები მეტნი იყვნენ, თქვა რომ მათ დასახმარებლად მიდიოდნენ და ტრალერი ნისლში გაუჩინარდა. ნახევარ საათში დირიჟაბლი ჩაიძირა. მაგრამ მანამდე მისმა მეთაურმა ზღვაში გადააგდო ბარათი ბოთლით რომელშიც ეწერა ინგლისურ ტრალერთან შეხვედრის შესახებ. რამოდენიმე თვის შემდეგ ეს ტრალერი გერმანელებმა შეიპყრეს და მისი მეთაური მაშIნვე წარსდგა სამხედრო ტრიბუნალის წინაშე. მათ ქაღალდის პატარა ფურცელი წარუდგინეს, რომელზეც აღწერილი იყო დირიჟაბლის ტრალერთან შეხვედრა, და საუბარი მეთაურთა შორის. აღმოჩნდა, რომ ბოთლი უკვე ამოღებული იყო ზღვიდან, როცა ტრალერის კაპიტანი დააკავეს. იგი დახვრიტეს “განზრახ მკვლელობისთვის – საზღვაო კატასტროფის მსხვერპლთა დახმარების გაუწევლობის გამო”.

მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს ინგლისელი სამხედრო მეზღვაურების მიერ დაჭერილი ზვიგენის კუჭში აღმოჩნდა ზარდახშა რამდენიმე ჩანაწერით, რითაც გაირკვა, რომ კუნძულ იამაიკაზე ყველასგან პატივცემული ვაჭარი ე. მაკკორმიკი ცნობილი მეკობრის გრეჰემის ახლო მეგობარი და თანამშრომელი იყო. მისი ხომალდი იმ ადგილთან ახლოს ჩაიძირა, სადაც ზვიგენი დაიჭირეს მამხილებელ დოკუმენტთან ერთად. მტაცებლის სიხარბემ ამჯერად სიკეთე გამოიღო, მეკობრე და ვაჭარი დააკავეს და სახრჩობელაზე გაგზავნეს.

1942 წელს ნაპირზე აღარ დაბრუნებულა პატარა კატარღა, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. შვიდი თვის შემდეგ, სიდნეისთან ახლოს იპოვეს ბოთლი კატარღის მეპატრონის ჩანაწერით: “თუ ეს ბოთლი ნაპოვნი იქნება, გთხოვთ ბარათი გადასცეთ ჩემს ცოლს კრისტინა დუგლასს, პოინტ-პეიპერი, ქალაქი სიდნეი. ცხადია, გაგიკვირდება, როცა გაიგებ რაც გადამხდა. ძრავა გამოირთო – ღია ზღვაში გავირიყე, მშვიდობით..” :(

ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში იაპონელი მეზღვაური მაცუიმა საზღვაო განძის საძებნელად გაემგზავრა. გემი დაიღუპა, ადამიანები მარჯნის რიფებზე აღმოჩნდნენ. მაცუიმამ, რომელიც შიმშIლისა და წყურვილისგან კვდებოდა, სიკვდილის წინ, ხის ნაფოტზე მათი ცურვის ისტორია ამოკაწრა, ბოთლში ჭაბეჭდა და ტალღებს მიანდო. ოკეანემ განსაცვიფრებელი სიზუსტით მიიტანა ბოთლი სოფელ ჰირატემურას სანაპიროზე, სადაც მაცუიმა დაიბადა, მაგრამ ეს განძის მაძიებელთა დაღუპვიდან 150 წლის შემდეგ მოხდა.

1952 წელს ავსტრალიის ნაპირებთან ჩაიძIრა სარეწაო გემი, რომლის შკიპერიც გახლდათ ა.როსი. მეზღვაურები გადარჩნენ, მათ უახლოეს კუნძულს მიაღწიეს, მაგრამ სადაც ისინი მოხვდნენ არც ადამიანები იყვნენ, არც საკვები, არც ცხოველები და არც მცენარეულობა. სასოწარკვეთის წუთებში როსიმ ზღვაშI გადააგდო რომლითაც ის მიმართავდა ყველას. მალე მეზღვაურებს ბედმა გაუღიმა. კუნძულის მახლობლად თევზსაჭერი ტრალერი გამოჩნდა და მეზღვაურები აიყვანა. შკიპერმა გადაწყვიტა დარჩენილი დღეები მშვიდად გაეტარებინა. მან სახლი ახალ ინგლისში, ზღვასთან ახლოს იყიდა. ერთხელ როცა ის ზღვის ნაპირზე დასეირნობდა, დაინახა რომ ტალღები ზღვის წყალმცენარეებით დაფარულ ბოთლს ათამაშებდნენ. ძველმა შკიპერმა ბოთლი გახსნა, და შიგ მისი წერილი იდო!

გაგრძელება იქნება…

თეგები

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Close
Close