გასართობისასარგებლოუცნაური

ყველაზე უცნაური პროფესიები #2


დღეს ძალიან აქტუალურია მსოფლიოში პროფესიის არჩევა.. მითუმეტეს ვინც წელს აბარებს იმათ ეხებათ, ეს პოსტი ყურადღებით წაიკითხეთ , იქნებ დაგჭირდეთ რამეში.

უამრავ კომპანიაში გახსნილია შემდეგი ყველაზე პოპულარული ვაკანსიები როგორც : იურისტი, ეკონომისტი , ინჟინერი და სხვა..ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ თქვენ მიხვდებით , რაოდენ უსაზღვროა ადამიანის ფანტაზია და გაიგებთ მეტად უჩვეულო პროფესიების შესახებ, რომელის შესახებაც ალბათ ჯერ არ გსმენიათ ))) მაშ ასე …

1. ოცნებებით მოვაჭრე – ყველა ადამიანს გააჩნია ოცნება, რომელიც მათ ცხოვრებაში ან უსრულდებათ ან არა. თუმცა ნათქვამია თუ ძალიან მოვინდომებთ აგვისრულდება ყველაფერიო.. ხოდა ერთ-ერთი კომპანია ჩიკაგოდან დაკავებულია ამ საქმის მოგვარებით, ანუ ასრულებს კლიენტების ყველა სურვილს და ოცნებას. უბრალოდ უნდა მიხვიდეთ მათთან ოფისში , უნდა მოუყვეთ რაზე ოცნებობთ და გადაიხადოთ შესაბამისი თანხა, რომელსაც სპეციალისტები დაგისახელებენ . თუმცა გახსოვდეთ , მინიმალური თანხა რომელიც უნდა გადაიხადოთ ოცნების ასრულებაში შეადგენს 150000 დოლარს.. ისე ამდენი თუ გაქვს, სადღა მიდიხარ )))) იყიდე რა გოლფის ბურთები და გეყაროს სახლში….

2. ბურთების ამკრეფი – ასეთ ვაკანსიებს შეიძლება შევხვდეთ მსხვილ გოლფ-კლუბებში. ეს ადამიანი თვალს ადევნებს გოლფის მოედანს და ზედმეტ ბურთებს კრიფავს.

3. ჭიანჭველების დამჭერი – ამ ადამიანის მოვალეობაში შედის ჭიანჭველების დაჭერა .. ოღონდ მან უნდა დაიჭიროს განსაკუთრებული თვისებების მქონე ჭიანჭველა, რომელსაც გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა ჭიანჭველების გამრავლებისთვის.. ხოლო დაჭერილი ჭიანჭველა მიყავთ ლაბორატორიაში , სადაც კვლევებს უტარებენ.

4. ტვინის ამომღები – სუსტი ნერვების მქონე ადამიანები ნუ წაიკითხავთ !!!!!!!!!!!!!! მისი სამუშაო ადგილია – სასაკლაო. მისი მოვალეობაა მკვდარი სუბიექტის თავის მაგიდაზე დადება და ქალის გახერხვა.. აღარაა საჭირო მგონი გაგრძელება..ტაშ ტაშ ტარამ ტარამ მრავალჟამიეეეეეერ ))))

5. სურნელთმცოდნე ))) – ეს ვაკანსია გახსნილია ძირითადად ისეთ კომპანიებში, რომლებიც აწარმოებენ დეზოდორანტებს. სურნელთმცოდნე)) აკვირდება თუ როგორ იცვლება დღის განმავლობაში დეზედორანტის სურნელი.

6. ხანძარის აღმომჩენი – ეს ჩემი საყვარელი პროფესიაა.. ესეიგი ამ ადამიანის სვამენ ქალაქის ყველაზე მაღალ წერტილში და ზიიიიიიიის და ზიიიიიიიიიის..უყურებს სადმე ხომ არ იწვის რამე.. კაი პროფესიაა ხო ??

7. დედა ფუტკრის მომვლელი – ეს ადამიანი აკვირდება დედა ფუტკარს, უვლის მას. ზრუნას რომ, მას ყველაფერი წესრიგში ჰქონდეს .უზრუნველყოფს მის კვებას და ჯანმრთელობას.

8. კვერცხების სპეციალისტი – ეს მაგარია )))) ამ ადამიანის მთავარი საქმეა ქათმის ყვითელი კვერცხები გადააქციოს თეთრად ))

9. წიწილების სქესის განმსაზღვრელი – ეს ადამინი წიწილის დაბადებისას საზღვრავს მის სქესს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ იმ მომენტში წიწილის სქესსზე დამოკიდებულია მისი კვება და სიცოცხლე.

10. ნაოჭის გამსწორებელი – ძვირადღირებულ ფეხსაცმლის მაღაზიაში მუშაობენ ეს ადამიანები. მათი მთავარი მოვალეობაა იმ პროფეხსაცმლის ნაოჭის და ნაკეცების გასწორება, რომელსაც მოიზომავს კლიენტი.

11. გოლფის ჯოხის გამპრიალებელი – ესენი არიან სპეციალისტები, რომლესაც ძალიან დიდ ფულს უხდიან გოლფის ჯოხების გაპრიალებისთვის. ისინი იყენებენ სპეციალურ სითხეებს და მაზებს , რათა უზრუნველყონ ჯოხის და ბურთის იდეალური კონტაქტი.

12. ბუხრის მწმენდავი – ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს პროფესია მოკვდა. თუმცა ვერ მოგართვით !!))
სამხრეთ კალიფორნიაში არსებობს სპეციალური სკოლა , რომელშიც ისწავლება ეს საქმიანობა. იმისთვის რომ გახდე პროფესიონალი ბუხრის მწმენდავი საჭიროა გაიარო მომზადების ორწლიანი კურსი. საშუალოდ ერთ საათში უხდიან ბუხრის მწმენდავს 20 დოლარს.

13. კვერცხების მყნოსავი – ესეც ძაან მაგარია )) ზოგიერთ საკონდიტრო კომპანიებში არის ეს პროფესია. ისინი თვალს ადევნებენ იმას, რომ გაფუჭებული ან ლაყე კვერცხი არ იქნეს გამოყენებული საკონდიტრო ნაწარმში.

14. ბალიშების გამსწორებელი – ამ პროფესიის ადამიანებს ძირითადად ვხვდებით ავეჯის მაღაზიებში. მათი მთავარი მოვალეობაა ბალიშებზე ნაოჭების გასწორება.

15. სააღდგომო კურდღელი – ეს ძალიან სერიოზული პროფესიაა. ადამიანი ჩაცმულია კურდღლის ფორმაში და აღდგომის დღესასწაულზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ცდილობს ხალხის ყურადღება მიიქციოს ცეკვით, თამაშით და მრავალი სხვა ხერხით .

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close