სასარგებლოუცნაური

საიდან მოდის შიში

დამეთანხმებით შიშს წარდგენა არ სჭირდება – თითოეული ჩვენგანი პირადად იცნობს ამ განცდას. იმ წუთიდან როცა ახალშობილი ქვეყნიერებას ევლინება იბადება შიშიც. შიში სიცივის, მტრულად განწყობილი გარემოსი. თანდათან პატარას უჩნდება უცხო ადამიანების შიში. 3-4 წლის ასაკში ბავშვს ეშინია ზღაპრის პერსონაჟებისა და სიბნელის, საიდანაც “ისინი” შეიძლება გამოძვრნენ. ზოგჯერ პატარა ბავშვს სიკვდილის შიში უჩნდება და ხშირად სვამს შეკითხვას “დედა მე მოვკვდები?”

ჩამოთვლილი შიშები რა თქმა უნდა პათოლოგია არ არის, მაგრამ თუ ბავშვი მუდმივად ერთსა და იმავე შიშზე ლაპარაკობს და მას ვერ ძლევს ეს უკვე ფობიაა.

ფობია ბერძნული სიტყვაა. წარმოადგენს რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა და ადამიანის მიმართ ძლიერ, პანიკურ შიშს. ამ ანომალიის ძირითადი სიმპტომია შიშის მომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი, მოთხოვნილება.

ფსიქოლოგების და ფსიქიატრების უმეტესობა ფობიების დიდ ნაწილს სამ კატეგორიად ყოფს:
სოციოფობიები — შიშები, რომლებიც სხვა ადამიანს ან სოციალურ სიტუაციებს მოიცავენ, მაგალითად სცენაზე გამოსვლის შიში, ან სხვების მზერის შიში — მაგალითად, საზოგადოებრივ ადგილას ჭამა. სოციოფობიები თავის მხრივ, ასე იყოფიან:
ძირითადი სოციოფობია, აგრეთვე ცნობილი როგორც საზოგადოების შიშით გამოწვეული დარღვევა, და
სპეციფიკური სოციოფობია, რომელისადმი შიშიც კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ფიზიკური პრობლემები ფსიქოსომატური გამოვლინებებითაც. მაგალითად, მას, ვისაც საზოგადოებრივ ადგილებში მოშარდვის შიში აწუხებს, არ შეუძლია მოშარდვა ისეთ ადგილას, სადაც ის სრულიად განმარტოებით არ იქნება.
სპეციფიკური ფობიები — შიში, რომელიც ერთი კონკრეტული გამაღიზიანებლითაა გამოწვეული — მაგალითად, ობობა, ძაღლი, ლიფტი, ფრენა, დაავადება და ა. შ.
აგორაფობია — სახლის ან ნაცნობი „უსაფრთხო“ ადგილის დატოვების შიში. აგორაფობია ერთადერთია, რომელიც რეგულარულ მკურნალობას მოითხოვს.

თანამედროვე ფსიქიატრების განმარტებით, ფობია არის შიშის ირაციონალური ეტაპი. ის აღმოცენდება არაფრისგან, ცარიელ ადგილას ყოველგვარი ნებისა და ხილული მიზეზის გარეშე. ადამიანს თავს ატყდება ყოვლისმომცველი საშინელება, რომელიც არაადეკვატური საქციელის ჩადენას აიძულებს. ამასთანავე, ავადმყოფი გრძნობს, რომ გარესამყაროში მისი ასეთი ქმედების საფუძველი არ მოიძევება, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ექიმები ამას პანიკურ შეტევას უწოდებენ. შიში არის ემოცია, რომელიც აღმოცენდება ორგანიზმის, მისი ფასეულობების, პრინციპებისა და იდეალების მიმართ რეალური ან წარმოსახვითი მუქარის შემთხვევაში.  თუ შიში ადამიანისათვის პრობლემად იქცევა და ხელს უშლის მის ყოველდღიურ ცხოვრებას, მას ფობიად განიხილავენ. ტერმინ ფობიის შინაარსი მეტად მრავალფეროვანია. ამერიკელი მეცნიერების მიერ შედგენილ სამედიცინო ტერმინოლოგიის ლექსიკონში აღწერილია 400 სახის ფობია, თანაც მათი რაოდენობა ცივილიზაციის ახალი მიღწევების გაჩენასთან ერთად იზრდება. სტატისტიკის თანახმად, დედამიწის ყოველი მერვე მკვიდრი ერთი ან რამდენიმე სახის ფობიით არის შეპყრობილი.

საიდან ჩნდება ფობია?

დიდხანს ეგონათ, რომ აკვიატებული მდგომარეობის ფენომენი შიზოფრენიის ერთ-ერთი გამოვლინება იყო. ამჟამად კი ფობიას დამოუკიდებელ დაავადებად განიხილავენ, ვინაიდან ამ სენით შეპყრობილი ადამიანები შიზოფრენიით დაავადებულნი ნამდვილად არ არიან. ინგლისელმა ფსიქოთერაპევტმა ფრედერიკმა ფობიას “ჭკვიანი ადამიანების სისულელეები” უწოდა. ეს იმიტომ, რომ ფობიები ძირითადად ინტელექტუალურ პირებს აღენიშნებათ. ეს დაავადება, შიზოფრენიისგან განსხვავებით, არ იწვევს პიროვნების შეცვლას, უფრო მეტიც – ფობიით დაავადებულებს ფსიქიკური მოშლილობის სხვა სახეები არ აღენიშნებათ. ფობიის ნამდვილი მიზეზი არავინ იცის. სპეციალისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ აკვიატებული შიშის საფუძველს ფსიქოლოგიური ფაქტორები წარმოადგენს, მეორენი კი დამნაშავედ ბიოლოგიურ ფაქტორებს მიიჩნევენ, მაგრამ ფაქტები და მათი ანალიზი ამტკიცებს, რომ მიზეზი უმეტესად ორივე ტიპის ფაქტორთა თანხვედრაა. შეინიშნება ფობიის მემკვიდრეობითობის ტენდენცია: თუ ერთ-ერთ მშობელს რაიმე სახის ფობია აღენიშნება, არსებობს ალბათობა, რომ ის შვილსაც დაემართოს. ესპანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს ის ოჯახები, რომელთა წევრებიც ამა თუ იმ ფორმის ფობიით იყვნენ შეპყრობილნი და დაამტკიცეს, რომ ფსიქიკის ეს გადახრა ათიდან 9 შემთხვევაში თანდაყოლილია. ამერიკელი მეცნიერის, ნევროლოგისა და ფსიქიატრის ლევინსონის აზრით, ფობიის მიზეზები შუა ყურის პათოლოგიაში უნდა ვეძებოთ. ამის თქმის საფუძველს მას 20 ათასამდე პაციენტზე დაკვირვება აძლევს. ამიტომ ლევინსონი ფობიით შეპყრობილებს მოუწოდებს, მიმართონ ოტორინოლარინგოლოგებს და გამოიკვლიონ შუა ყური.

გამომწვევი მიზეზები
ნერვიული აშლილობა;
სტრესი;
ბავშვობაში განცდილი ტრამვა;
ფანტაზია;
უსიამოვნო მოგონება;
გენეტიკა:

და ბოლოს გთავაზობთ ყველაზე უჩვეულო და უცნაური ფობიების სიას… იქნებ შემთხვევით აღმოაჩინოთ თქვენს თავში ფობია=)

ყველაფრის შიში- პანოფობია
ყველაფრის ახლის შიში-ნეოფობია
ჰაერის- ანემოფობია
ღრუბლების- ნეფოფობია
სიცივის,ყინულის და ყინვის- კრიოფობია
ღამის- ნიკტოფობია
სიბნელის- სკოტოფობია
დღის-ეოზოფობია
მზის სინათლის- ფენგოფობია
სინათლის- ფოტოფობია
ჭექა-ქუხილის- ბრონტოფობია
ელექტრო დენის-ელექტროფობია
ხმაურის- ლიგიროფობია
მეტეორების- მეტეოროფობია
კომეტების- კომეტოფობია
მთვარის- სელენოფობია
ვარსკვლავების- ასტროფობია
მზის- გელიოფობია
გვალვის- ქსეროფობია
სოკოების- მიკოფობია
სიტუაციების შიში:
როდესაც ვიღაცა დაკვირვებით გათვალიერებს- სკოფტოფობია
შეხების- აფენფოსმოფობია
უბედური შემთხვევის- დისტიქიფობია
რადიაციის- რადიოფობია
ფიქიკური ან მორალური სასჯელის- რაბდოფობია
კრიტიკის- ენისსოფობია
დახრჩობის- ანგინოფობია
სადილის და სადილის დროს ლაპარაკის- დეიპნოფობია
ცოლის მოყვანის- გამოფობია
მარტოობის შიში- იზოლოფობია
კარგი ამბის გაგების- ევპოფობია
საგნების შიში:
ალკოჰოლის- მეტილოფობია
მტვრის შიში- ამატოფობია
ფეკალიების- კოპროფობია
საჭმლის- ციბოფობია
ნივრის- ალლიუმოფობია
ხორცის- კარნოფობია
ოქროს- აუროფობია
მდგომარეობების შიში:
ტკივილის- ალგინოფობია
გულის რევის- დინოფობია
გულის წასვლის ან სისუსტის- ასტენოფობია
დაღლის- კოპოფობია
დაბერების შიში- გერონტოფობია
სიზმრების- ონეიროფობია
დამარცხების- კაკორრაფიოფობია
დამოკიდებულობის- სოტერიოფობია
თავისუფლების- ელევტეროფობია
მხიარულობის- ჰეროფობია
ეჭვიანობის- ზელოფობია
სიყვარულის- ეროტოფობია
მოგონებების- მნემოფობია
სიხარულის- გედონოფობია
დაავადებების შიში:
სკლეროზის- ამნეზიოფობია
სიბრმავის- სკოტომაფობია
ტვინის დაავადებების- მენინგიტოფობია
კიბოს- კანცეროფობია
ინფარკტის- კარდეოფობია
ქოლერის- ქოროფობია
დიაბეტის- დიაბეტოფობია
ტილების- ფტირიოფობია
მოწამვლის- ტოქსიკოფობია
ფოებიების- ფობიოფობია
შოკის- გორმეფობია
სიფილისის- ლუიფობია
ტუბერკულოზი- ფტიზიოფობია
ცხოველთა სამყაროს:
ცხოველების- ზოოფობია
ველური ცხოველების- აგრიზოოფობია
ჭიანჭველების- მირმეკოფობია
ფრინველების- არნიტოფობია
კამეჩების- ტაუროფობია
კატების-აკლიუროფობია
ქათმების- ალექტოროფობია
ძაღლების- კინოფობია
თაგვების- მუზოფობია
ვირთხების- ზემიფობია
ზვიგენების- სელახოროფობია
ბაქტერიების და მიკრობების- ვერმინოფობია
პარაზიტების- პარაზიტოფობია
გველების- ოფიდიოფობია
იობობების- არაქნეფობია
სხვა საგნების შიში:
ასიმეტრიული საგნების- ასემეტროფობია
პატარა საგნების- მიკროფობია
დიდი საგნების- მეგალოფობია
ავტომობილების- მოტოროფობია
ველოსიპედების- ციკლოფობია
წიგნების- ბიბლიოფობია
საათების- ხრონომეტროფობია
კომპიუტერების- კიბერფობია
ჯვრების- სტაუროფობია
თოჯინების- პედიოფობია
ახალი წამლებოს- ნეოფარმოფობია
ფლეიტის- აულოფობია
ცეცხლსასროლი იარაღის- გოპლოფობია
ქაღალდის- პაპიროფობია
ბრიტვის- ქსიროფობია
ტელეფონების- ტელეფონოფობია
ადამიანების შიში:
საერთოდ ადამიანების- ანტროპოფობია
საზოგადოების- სოციოფობია
მელოტების- პელადოფობია
ქვერიანების- პოგონოფობია
ლამაზი ქალების- კალიგინეფობია
მახინჯების- ტერატოფობია
ღარიბების- გობოფობია
ქურდების- სცელეროფობია
ბავშვების- პედოფობია
ქალიშვილების- პარტენოფობია
ჩინელების- სენოფობია
კლოუნების- კოულროფობია
დანტისტების- დენტოფობია
უცხოელების- ქსენოფობია
ინგლისელების- ანგლოფობია
ფრანგების- ფრანკოფობია
ჰომოსექსუალების- გომოფობია
მამაკაცების- ანდროფობია
იაპონელების- იაპონოფობია
მღვდელების- იეროფობია
მეძავეების- კიპრიდოფობია
მოზარდების- ეფებიფობია
მოქმედებების შიში:
ცურვის- აბლუტოფობია
მანქანის ტარების- ამაკსოფობია
გადასვლის(სადმე სხვაგან,ან სხვა ქალაქში,ქვეყანაში)- ტროპოფობია
ჩაცმის- ვესტიფობია
საჭმლის მზადების- მაგეიროკოფობია
ცეკვის- ქოროფობია
გადაწყვეტილების მიღების- დეციდოფობია
განკურნების- ფარმაკოფობია
სმის- დიპსოფობია
ჭამის- ფაგოფობია
ფრენის- ავიაფობია
წრის- გრაფოფობია
კოცნის- ფილემაფობია
სწავლის- სოფოფობია
მოძრაობის- კინეტოფობია
საკუთარი აზრის გამოხატვის- დოკსოფობია
მოგზაურობის- გოდოფობია
სკოლაში სიარულის- დიდასკალეინოფობია
ლაპარაკის- ლალიოფობია
ძილის- სომნიოფობია
ფიქრის- ფრონემოფობია
ბანაობის- აბულტოფობია
ქალიშვილობის დაკარგვის- პრომეიზოდოფობია
გასუქების- ობეზოფობია
სახლში დაბრუნების- ნოსტოფობია
სხეულის და მისი ნაწილების შიში:
არამიმზიდველი საკუთარი სხეულის- დისმორფოფობია
სისხლის- გემოფობია
თვალების- ომეტაფობია
თმების- ჰაეტოფობია
ხელების- ჰიროფობია
სიშიშვლის- გიმფობია
კბილების- ოდონტოფობია
ნაოჭების- რიტიფობია
სიკვდილის- ტანატოფობია
სასაფლაოების- კოიმეტროფობია
გარდაცვლილების- ნეკროფობია
ცოცხლად დამარხვის- ტაფეფობია
აბსტრაქტული საგნების:
აზრების- იდეოფობია
განათლების- გნიზოფობია
სამოთხის- ურანოფობია
ჯოჯოხეთის- გადეფობია
მემკვიდრეობის- პატროიოფობია
უსასრულობის- აპეიროფობია
სამართლიანობის- დიკეფობია
მატერიალიზმის- გილეფობია
სულის- ფსიქოფობია
მითების და ზღაპრებოს- მითოფობია
მუსიკის- მელოფობია
სახელების- ნომატოფობია
ფილოსოფიის- ფილოსოფობია
პროგრესის- პროსოფობია
რელიგიის- თეოფობია
სიმბოლების- სიმბოლოფობია
სიტყვების- ლოგოფობია
გრძელი თმების- ჰიპოპპოტომომონსტროსესკვიპპედალიოფობია(ზუსტად ასე!!)
ეშმაკის- სატანოფობია
დემონების- დემონოფობია
ფერების შიში:
ფერების საერთოდ- ქრომოფობია
შავის- მელანოფობია
ყვითლის- ქსანტოფობია
წითლის- ერიტროფობია
თეთრის- ლეიკოფობია
ციფრების შიში:
საერთოდ ციფრების- ნუმეროფობია
ციფრი 8-ის- ოქტოფობია
რიცხვი 13-ის- ტრისკადეკაფობია
ადგილების შიში:
გარკვეული ადგილების- ტოპოფობია
საკუტარი სახლის- ეკოფობია
საკუთარი სახლის შემოგარენის- ეიკოფობია
საავადმყოფოების- ნოზოკომეფობია
ცარიელი ოთახების- ცენოფობია
ნანგრევების- ატეფობია
სკოლების- სკოლინოფობია
ქუჩების- აგიროფობია
ხალხმრავლობის- აგორაფობია
თეატრების- თეატროფობია
ტყეების- ნიქტოგილოფობია
ბნელი ადგილების- ლიგროფობია
ეკლესიების- ეკლეზიოფობია
ხიდების- გეფიროფობია
მაღალი შენობების- ბატოფობია

წყარო: phobifobi.blogspot.com

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close