ლაშქრობებისაკითხავი

ათენი (აქემენიანთა იმპერია)

 

ასურეთის იმპერიის განადგურების შემდეგ (ძველი წელთაღრიცხვით 614-612 წლებში ) იწყება სპარსული ტომების დომინირება ახლო აღმოსავლეთში. სპარსული ტომების გაერთიანებას მეთაურობდა დინასტიის დამფუძვნებელი – აქემენი. 

სპარსეთის მეომრები (სავარაუდოდ უკვდავები), ბარელიეფი დარიუსის სასახლეში სუზაში. ძველი წელთაღრიცხვით 510 წელი, ლუვრი.

ძველი წელთაღრიცხვით 558 წელს აქემენელთა სამეფოს სათავეში ჩაუდგა აქემენის შთამომავალი კიროს II დიდი (558-530), რომელმაც ძველი წელთაღრიცხვით 550 წელს დაამარცხა მიდიელები და შემოიერთა მიდიის ტერიტორიები. ძველი წელთაღრიცხვით 539 წელს კიროსმა დაიპყრო ბაბილონი. ამავე პერიოდში კიროსმა ბაბილონში ძალით გადმოსახლებული ებრაელები თავის სამშობლოში დააბრუნა. კიროსმა სახელმწიფო სახსრებით აღადგინა იერუსალიმის ტაძარი. ამის გამო ბიბლიაში არცერთ არაებრაელს არ მიეგება ისეთი პატივი როგორც კიროსს.

ფრთოსანი სფინქსი, ძველი წელთაღრიცხვით 510 წელი, ლუვრი.

კიროსმა შესძლო შეერწყა გამარჯვებულთა და დამარცხებულთა წეს ჩვეულებები. მან სათავე დაუდო დიდ სპარსულ იმპერიას, ხოლო დიდგვაროვანი ბელადები სახელმწიფო სამსახურში ჩადგნენ.

კიროს II-ის მემკვიდრის კამბიზ II-ის (ძველი წელთაღრიცხვით 530-522 წლებში) დროს სპარსელებმა დაიპყრეს ეგვიპტე. მალე მათი სახელმწიფო უზარმაზარ იმპერიად იქცა, რომელიც გადაჭიმული იყო ცენტრალური აზიიდან მაკედონიამდე. ამ იმპერიაში შედიოდა სპარსულ იმპერიამდე გაცილებით ადრე შექმნილი სახელმწიფოები (ელამა, ბაბილონი, სირია , ფინიკია , ეგვიპტე. ) და გაცილებით დაბალ საფეხურზე მყოფი არაბული და სკვირთული ტომებიც.

დაპყრობილ ტომთა განვითარების სხვადასხვა დონის გამო, მმართველობის სისტემის შექმნისას სპარსელები დიდ პრობლემებს წააწყდნენ, თუმცა გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს. თავდაპირველად კიროსმა და კამბიზმა შეინარჩუნეს ადგილობრივი მმართველობის სისტემა, მაგრამ შემდგომი მმართველების დროს დაპყრობილ ქვეყნებში გამოვლინდა სეპარატისტული ტენდეციები, რის გამოც სპარსელები იძულებულნი გახდნენ განეახლებინათ მმართველობის წესი. დარიოს I-მა (ძველი წელთაღრიცხვით 522-486 წლები) მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რეფორმები ჩაატარა, რამაც დაპყრობილ ქვეყნებში სახელმწიფოს კონტროლი გააძლიერა. მოაწესრიგა გადასახადების აკრეფა და დაპყრობილ ქვეყნებში სამხედრო კონტიგენტი გაზარდა.

დარიოს I-ის დროს მიმდინარეობდა დაპყრობილი ხალხების კანონების კონდიფიკაცია და სახელმწიფოს დაყოფა ადმინისტრაციულ საგადამხდელო ოლქებად, რომლებსაც სატრაპიები ეწოდა. სატრაპიების საზღვრები ხშირად ემთხვეოდა იმპერიაში შემავალი სახელმწიფოების საზღვრებს. ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ჩამოთვლის 20 სატრაპიას და 70 ეთნიკურ ჯგუფს, რომლებიც აქემენდთა იმპერიაში ცხოვრობდნენ.

მე-19 სატრაპიაში შედიოდა კოლხეთის სამეფოს სამხრეთი ნაწილი, რომელიც აქემენდებმა უშუალოდ დაიმორჩილეს. კოლხეთის სამეფო ამ პერიოდში განაგრძობდა დამოუკიდებელ არსებობას აქემენიანებს კი ძღვენს უგზავნიდა ყოველწლიურად 100 ბიჭისა და 100 გოგოს სახით. აქემენდებს ემორჩილებოდა სამხრეთით მდებარე ქართული მიწები, ხოლო ჩრდილოეთში მყოფ ხალხს აქემენიანებთან მცირე ვალდებულებეი ჰქონდათ.

ახალი ადმინისტრაციული ოლქების სათავეში იდგნენ სატრაპები, რომლებიც თავდაპირველად ეროვნებით სპარსელები იყვნენ. დარიოს I-მა ერთმანეთისგან გამიჯნა სატრაპებისა და მხედარმთავრების ფუნქციები.

აქემენიანთა იმპერია იყო დამყარებული ჯარზე. ამიტომ ქვეყანა დაყოფილი იყო სამხედრო ტოპარქიებად, რომელთა რაოდენობა ხშირად იცვლებოდა, ყოველთვის ჩამორჩებოდა სატრიპების რაოდენობას. ჯარში ძირითადად მსახურობდნენ სპარსელები და მიდიელები, იგი შედგებოდა კავალერიისა და ქვეითი ნაწილებისგან.

დარიოს I-მა თავი სპარსეთისა და მთელი ქვეყნიერები მეფედ გამოაცხადა. სპარსელთა ბატონობა იმ პერიოდში მართლაც ვრცელდებოდა მთელ მაშინდელ ცივილიზირებბულ სამყაროზე, გარდა ბერძნული პოლისებისა, რომლებიც ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას.

ამ უზარმაზარი იმპერიის ცენტრად და ძლიერების სიმბოლოდ იქცა აქემენიანთა სატახტო ქალაქი პერსეპოლისი, რომელიც აშენებული იყო უზარმაზარ ხელოვნურ ტერასზე და დაჰყურებდა დაბლობს. თითქმის მიწასა და ზეცას შორის იყო გამოკიდებული. ქალაქში შედიოდა ფართო სადღესასწაულო კიბე, რომელიც მორთული იყო 33 ხალხის რელიეფით რომლებსაც ხარკი მიჰქონდათ მეფესთან . უზარმაზარი კარიჭო ხსნიდა გზას აპადანისაკენ იმდროისთვის ყველაზე დიდ სასახლისკენ. დარბაზში 10 000 კაცი ეტეოდა. პერსეპოლისში ინახებოდა იმპერიის საგანძური. ქალაქიდან კი გადიოდა უამრავი გზები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. გზების ყოველ 20 კმ ში იყო სასტუმრო და საფოსტო სადგური იყო. კიროს II-ის დროიდან სახელმწიფო კანცელარიაში იყენებდნენ არამეულ ენას. რომელზეც ლაპარაკობდნენ ახლო აღმოსავლეთში მოსახლე მრავალრიცხოვანი სემიტური ტომები. დარისოს II-ის რეფორმების შემდეგ ეს ენა ოფიციალურად იქცა კანცელარიების ენად.

ძვ.წ. V საუკუნეში მცირე აზიის ბერძნული ქალაქები აქემენიანებს ემორჩილებოდნენ. მაგრამ ამ ტერიტორიებზე ხშირად ხდებოდნენ აჯანყებები. აქემენიანებს მიაჩნდათ, რომ თავიანთი იმპერიის განსამტკიცებლად საჭირო იყო ბალკანეთის ნახევარკულის დაპყრობა, რომელზეც ბერძნული ახალშენები მდებარეობდნენ, მათ შორის ათენი და სპარტა.

აქემენიანთა მონარქმა ქსერქსემ(ძველი წელთაღრიცხვით 486-465 წლები) წამოიწყო ლაშქრობა ბერძენთა წინააღმდეგ. მაგრამ ძველი წელთაღრიცხვით 490 წელს ქალაქ მარათონთან ბრძოლისას, ძველი წელთაღრიცხვით 480 წლის სალამინის საზღვაო ბრძოლაში, ძველი წელთაღრიცხვით 479 წლის პლატეასთან ბრძოლაში და იმავე წელს მიკალის კონცხთან საზღვაო ბრძოლაში ბერძნებმა დაამარცხეს სპარსელები და აიძულეს უარი ეთქვათ საბერძნეთის დაპყრობის გეგმაზე. ძველი წელთაღრიცხვით 449 წელს დაიდო საზავო ხელშეკრულება, მაგრამ მის შემდეგაც სპარსეთი აქტიურად ერეოდა საბერძნეთის საქმეებში განსაკუთრებით პელოპონესის ომის დროს.

აქემენიანთა სამეფო კარის ინტრიგებმა,სახელმწიფო გადატრიალებებმა,დაპყრობილი ხალხების პერიოდულმა აჯანყებებმა, სატრაპთა სეპარატისტულმა მიდრეკილებებმა დაასუსტა იმპერეია და მას აღარ ეყო ძალა გამკლავებოდა ახალ მეტოქეს მაკედონიას. ძველი წელთაღრიცხვით 334 წელს მაკედონურ-ბერძნული არმია შეიჭრა აქემენიანთა იმპერიაში და რამდენიმე წელიწადში სასტიკად გაანადგურა. აქემენიანთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. იმპერიის დამხობა გარდაუალი აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აურაცხელი სიმდიდრე და ჯარი ჰყავდა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close