უცნაური

საინტერესო ფენომენი

f04feea98aee

გამარჯობა საყვარლებო :) ძებნის შედეგად ვიპოვე საინტერესო პოსტი,რომლის შინაარსმა დამაინტერესა,რადგანაც მსგავსი მეც გარდამხდენია…

ძალიან ხშირად მრავალსართულიანი სახლების მცხოვრებლები ამბობენ,რომ ჭერიდან ხმები ესმით.ბევრი წუწუნებს,რომ დაიღალნენ მეზობლებისგან,რომლებიც ყოველ ღამე გადააადგილებენ ავეჯს,ხმაურობენ და ა.შ. როგორც წესი,შემოწმებისას,აღმოჩნდება რომ მეზობლები არაფერ შუაში არ არიან.ამის გარდა,ხმები მაშინაც ისმის,როდესაც ზევით არავინ არ ცხოვრობს.ამ ფენომენს აქვს ძალიან საინტერესო ახსნები.

ძალიან საინტერესო ისტორიას ამაზე ყვება ვალერი,ტექნიკური მეცნიერებების კანდიდატი,ანომალიური შემთხვევების მკვლევარი.

ყველაფერი მაშინ დაიწყო,როდესაც ვალერის ოჯახი ახალ ბინაში გადავიდა.თითქმის ყოველ საღამოს,ერთი და იგივე დროს,ზევიდან ხმაური მოდიოდა,ვიღაც სკამს გადააადგილებდა.გარკვეული დროის განმავლობაში ეს ვალერის ოჯახს არ უკვირდათ,მაგრამ შემდეგ გაიგეს,რომ ზევით უკვე დიდიხანია არავინ არ ცხოვრობს.

ვალერის ამ უნიკალურმა ფენომენმა დააინტერესა და მიიღო გადაწყვეტილება ყველაფერი გამოეკვლია.მის ლაბორატორიაში შექმნილი იქნა ხელსაწყო,რომელიც იჭერდა სიგნალებს,ულტრაბგერითი დიაპაზონის მიერ წარმოქმნილს.ცარიელ ბინაში შეღწევა ვერ შესძლო,ამიტომ ვალერიმ საკუთარი ბინა შეამოწმა.როდესაც ზევიდან ხმაური ისმოდა,ხელსაწყო სამმაგ სიგნალს იძლეოდა.რაიმე ელექტრომაგნიტური იმპულსი ან ვიზუალური მოვლენა არ შეიმჩნეოდა.და კიდევ, ზაფხულის და ზამთრის დროის შეცვლისას,ხმაური ისევ ერთი და იგივე,ძველი დროით ისმოდა.სამწუხაროდ,ვალერიმ ვერ შესძლო ამ ფენომენის ახსნა.

უფრო საინტერესო ისტორიები,ერთ-ერთ ფორუმზე გაჩნდა.ადამიანები სხვადასხვა ქალაქებიდან იტყობინებოდნენ მსგავსს შემთხვევებზე.

მოგიყვანთ რამოდენიმე საინტერესო ისტორიას:

“მე შევსახლდი 16 სართულიან ახალ აშენებული ბინაში 1979 წელს,ამ დროიდან შესვენებებით ზევიდან ისმის ჩაქუჩის და დრელის ხმაური.ერთხელ გადავწყვიტეთ მეზობლებმა მოგვეძებნა,ვინ იყო ის.მაგრამ აღმოჩნდა,რომ ბინა ცარიელია.”

“არის ერთი საკმაოდ ამაღელვებელი შემთხვევა.მრავალსართულიან სახლში ზევიდან ყოველდღე ისმის ხმა,რომ ვიღაც რკინის ბურთს აგორებს იატაკზე.სხვანაირად ამ ხმას ვერ ავღწერ”

“იგივე შემთხვევა მაქვს მეც,იქ სადაც ვცხოვრობ იგივე ხმებია.ადრე ვცხოვრობდი 5 სართულიანში და ჭერიდან იქაც ხმები ისმოდა.ერთხელ ქვევიდან მეზობელი ამოვიდა და მეუბნება ” იატაკზე რატომ აგორებ რკინის ბურთს”…”

“მე ყოველდღე, 14 წლის მანძილზე მესმის როგორ აგორებენ ბურთს და ასევე ჩაქუჩის ხმაც ხშირია”

“ჩვენ საერთო საცხოვრებელში იგივე გვქონდა,ვამბობდით “ბოთლებს აგორებენო”.ერთხელაც ავედით ზევით,მაგრამ მეზობლებმა ჩვენ არა,ზედა სართულებიდან არიანო..ეს მემგონი გადაუწყვეტელი პრობლემა”

მისტიკურ შემთხვევებს ფორუმელები შემდეგნაირად ხსნიან

პირველები ამბობენ,რომ ეს ე.წ. “დამავოების” ოხუნჯობებია,ყველა ხმა,კი ასე ვთქვათ პოლტერგეისტის ხრიკებია.

მეორეები ამბობენ,რომ ფსიქოტროპული იარაღია.ვიღაც ბოროტი ადამიანი,ამ იარაღის გამოსხივებას სახლზე უმიზნებენ.ამ დროს არანაირი ხმები არ ისმის,ეს უბრალოდ ტვინია დასხივებული.

მესამეები ამბობენ,რომ პარალელური სამყაროებია და მათ ბინაზე ზოგადად საზღვარი გადის.იმ სამყაროებში კი არამარტო რკინის ბურთები,ბევრი სხვა რამეც შეიძლება იყოს.

არ ვიცი თქვენ ამას როგორ აღიქვამთ,ნამდვილად სერიოზულია.მე პირადად მქონია მსგავსი.ამ ბოლო დროს არ დავკვირვებივარ,თუმცა ჩემს ზევით არავინ ცხოვრობს,გარკვეული დროის მანძილზე ყოველ ღამით,სადღაც 12 საათისთვის ისმოდა როგორ გადააადგილებენ ავეჯს :) ძალიან შემაწუხებელია…თქვენ რას იტყვით?

BY ნაწკა

ნაწკა თარაშვილი | შექმენი შენი ემბლემა
100001248111493.976.1401718075

მსგავსი ამბები

Back to top button