არქივი

როგორ დავმალოთ ფაილი კომპში (3ხერხი)

de9c77749220

ყველას გვქონია შემთხვევა, როცა გვინდა რომ ფილები დამალული იყოს უცხო თვალისგან ან თუნდაც რამე პირადულს ინახავთ და გინდათ, რომ არავინ ნახოს … მაშინ გააგრძელეთ კითხვა …


ყველაფერს თუ სწორად მიჰყვებით გამოგივათ მშვენივრად , შედეგებზე თქვენს გარდა არავინაა პასუხისმგებელი . წარმატებებს გისურვებთ . მოდერს ბოდიშს ვუხდი სურათებზე წარწერა რომ არაა უცნაურის სახელით , უბრალოდ სურათის შიგთავსი იკარგებოდა :(

მაშ დავიწყოთ !

მათ ვისაც ხშირი ურთიეთობა აქვს კომპიუტერთან, ყოველთვის უჩნდება ასეთი კითხვა – როგორ/სად დავმალო ფაილი? ეს სტატია სწორედ ამ საკითხს ეხება, ანუ როგორ დავმალოთ და დავიცვათ პირადი ინფორმაცია ყოველგვარი სპეც პროგრამებისა და პირადი დაცვის აყვანის გარეშე :-) ამ საქმისთვის უამრავი მარტივი თუ რთული საშუალება არსებობს, მაგალითად მარტივია ეს: აიღეთ ფაილი და გადააკოპირეთ საქაღალდეში C:\Windows\System32 კაციშვილი ვერ იპოვის მას (ვერც ქალიშვილი :-) თუ რა თქმა უნდა ძალიან კარგად არ ერკვევა Windows-ის შემადგენელ ფაილებში და კომპონენტებში. ჩვენ ამ სტატიაში განვიხილავთ მხოლოდ რამოდენიმე მეთოდს, რომლებიც უფრო მარტივია მოქმედებაში და დიდ თავისმტვრევას არ მოითხოვს (თუმცა ასეთი მეთოდით დამალული ფაილების მოძიება არც თუ ისე ადვილია!)

მეთოდი I
პირველ რიგში განვიხილოთ კომპინფო-ს მეოთხე ბეჭდვით ჟურნალში დაწერილი სტატია “როგორ დავმალოთ ფაილი სხვისი თვალისგან” ამ მეთოდს ისევე წავრმართავ როგორც ჟურნალში ეწერა და გამოვიყენებ რამოდენიმე ადგილს ციტატის სახით.
“მაშ ასე წარმოიდგინეთ გაქვთ რაიმე დოკუმენტი, რომელშიც წერია თუ როგორ შეიძლება არბენინო სირაქლემა სპილოს ირგვლივ და ამასობაში გამოყოფილი ენერგია როგორ შეიძლება მოახმარო საქართველოს დაღუპულ ენერგო რესურსებს” (არ დაგავიწყდეთ სტატია 2004 წელშია დაწერილი :-) წარმოიდგინეთ? ძალიან კარგი მაშინ ავიღოთ ეს დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია Secret_of_Straus.doc და დავაარქივოთ რაიმე პროგრამით, მაგ: Winrar

42781020

სასურველი იქნება ამ არქივს თუ დავადებთ პაროლს თან რაც შეიძლება რთულს რათა ადვილად არ მოხდეს სხვადასხვა პროგრამებით მისი პაროლის “გამოანგარიშება”. “მაშ , ასე ასეთი სახით მიღებულ ფაილს გადავარქვათ სახელი მაგალითად Comcat32.dll. ფაილი რა თქმა უნდა, სისტემურ სახეს მიიღებს, ახლა უფრო ნაკლებ ადამიანს თუ მოუვა თავში მისი გახსნა” შემდეგ აიღეთ ეს ფაილი და ჩააგდეთ C:\Windows\System32-ში “თუ დააკვირდებით ამ პაპკაში ისედაც არსებობს ფაილი Comcat.dll. ასევე თუ დააკვირდებით პაპკაში არსებობს აურაცხელი ფაილები. როგორ ფიქრობთ, რამდენ ადამიანს მოუვა აზრად, ეძებოს შეკიმშული, დაპაროლებული ფაილი, სისტემურ დირექტორიაში, თანაც რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს იქვე არსებულ ერთ-ერთ ფაილს?

81223972

როგორც ვთქვით ეს მეთოდი თითქმის კომპინფოდან ამოღებული ციტატებით არის დაწერილი, უბრალოდ გავახსენეთ მკითხველებს ეს მეთოდი, ახლა კი შემდეგ მეთოდზე გადავიდეთ!
მეთოდი II
მეორე მეთოდის პრინციპიც იგივეა, თუმცა ბევრად წინ წასული, რადგან აქ უკვე სურათში ვმალავთ ჩვენს დოკუმენტ(ებ)ს :-) მოკლედ გვჭირდება რაიმე სურათი და რაიმე დასამალი დოკუმენტი, მაგალითად ასე:

39346523

ახლა დავაარქივოთ დოკუმენტი Winrar-ის მეშვეობით, შემდეგ გავხსნათ CMD და მისი მეშვეობით გადავიდეთ იმ საქაღალდეში სადაც ეს ფაილებია მოთავსებული, ჩემი დოკუმენტები არის მოთავსებული D დისკზე შესაბამისად გადავალ D-ზე და შემდეგ საქაღალდეში რომელსაც პირობითად დავარქვი Hide. ახლა კი ბრძანების ხაზში ავკრიფოდ შემდეგი ბრძანება Copy /b Picture.jpg+Compinfo.rar Picture2.jpg შემდეგ დავაწვეთ Enter-ს

75021138

საბოლოო ჯამში მივიღებთ ასეთ შედეგს:

43354739

როგორც ხედავთ საქაღალდეში გაჩნდა კიდევ ერთი სურათი Picture2.jpg თუ მას სტანდარტულად ორჯერ დააკლიკავთ მიიღებთ სურათს:

82832768

მაგრამ თუ დააწვებით მარჯვენა ღილაკს და კონტექსტურ მენუში მიუთითებთ Open With -> Winrar

47662007

მივიღებთ ასეთ შედეგს:

58865037

დიახ ეს სწორედ ის დოკუმენტია ჩვენ რომ დავაარქივეთ :-) შესაბამისად კიდევ ერთი მეთოდიც განვიხილეთ!

მეთოდი III

ეს მეთოდი წინა ორთან შედარებით უფრო წინწასულია და მეტ მუშაობასაც მოითხოვს, მაგრამ ამ მეთოდის გამოყენება, მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული თუ ვთქვათ სადმე მიდიხართ დასასვენებლად და არ გინდათ, რომ თქვენი ინფორმაცია ნახოს იმ შემთხვევაში თუ ეს ინფორმაცია რომელიმე კონკრეტულ Partition-ზეა განთავსებული… მაგალითად მე ჩემს ერთერთ Partition-ზე მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომელიც არ მინდა, რომ ვინმეს შემთხვევით შემოეფორმატოს ან რომელიმე ვირუსის მსხვერპლი გახდეს ჩემს არ ყოფნაში, ამიტომ განვიხილავ მაგალითს ჩემს თავზე:

14993953

როგოც სურათზე ჩანს, მე მაქვს 4 Partition-ი ესენი არის С, D, E და F აქედან მე მინდა დავმალო F დიისკი რათა არ მოხდეს მისი წაშლა ან ინფორმაციის გადაწერა. რა ვქნა? არის ერთი ძალიან კარგი მეთოდი ამისათვის, საერთოდ დავმალავ ამ Partition-ს, მას ვერავინ დაინახავს, შესაბამისად არავის და არაფერს წვდომა არ ექნება მასზე.. კარგი, მოდით მივხედოთ საქმეს გახსენით Start -> Run ჩაწერეთ შიგნით diskpart და შევუდგეთ მუშაობას :-) (windows vista / 7 ზე დააწექით ვინდოუსის ხატულიან ღილაკს კლავიატურაზე და + R )

11291068

ამ პატარა უტილიტას ძალიან ბევრი სამუშაოს შესრულება შეუძლია, მაგ: დისკების ფორმატირება, დისკების წაშლა, სახელების შეცვლა, გადაკონვერტირება სხვადსხვა ფაილურ სისტემაში და ა.შ, მაგრამ აქ ჩვენ ამ უტილიტას არ განვიხილავთ თუ დაგაინტერესად შეგიძლიათ აკრიფოთ Help და ჩამოგიწერთ ყველა შესაძლო ბრძანებას… ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ე.წ. Drive Letter-ის წაშლა (ანუ ჩემს შემთხვევაში F:-ის). მოკლედ აკრიფეთ ბრძანება List Volume რათა მოხდეს ყველა ჩვენი Drive-ის ეკრანზე გამოტანა, როგორც სურათზეა:

86345698

ახლა მე მჭირდება მეხუთე Volume-ს გაქრობა შესაბამისად მოვნიშნოთ ბრძანებით Select Volume 5 ამბრძანების ქვემოთ უნდა დაგიწეროთ შეტყობინება „Volume 5 is the selected volume” ახლა გვჭირდება ბრძანება Remove letter F

22028216

ამ ბრძანების შემდეგ უტილიტა გამოგიტანთ შეტყობინებას „Diskpart successfully removed the drive letter or mount point” რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი F დისკი წარმატებულად გაქრა My Computer-დან

38254631

როგორც სურათზე ჩანს ჩვენი F დისკი მართლაც გაქრა, თუ ჩვენი F დისკის უკან დაბრუნება მოგვინდება გახსენით ისევ Diskpart-ი ჩაწერეთ ბრძანება Select volume 5, შემდეგ კი აკრიფეთ ბრძანება assign letter F

28523282

ამის შემდეგ თქვენი Partition კვლავ დაუბრუნდება მშობლიურ My Computer-ს :-)

48574561

მე მგონი ეს მეთოდიც შევისწავლეთ… სურვილის შემთხვევაში თქვენის მხრიდან,

წყარო : compinfo.ge

მსგავსი ამბები

Back to top button