სწრაფი სესხი

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კოქტეილები

გამარჯობააააა :) დღეს ჩემს ჩვეულ სტილს ცოტა გადავუხვევ და კოქტეილებზე მოგიყვებით :)

მაშ ასე,

რა არის კოქტეილი? კოქტეილი- რამოდენიმე სასმელის შერევის შედეგია.კოქტეილების შემადგენლობა სხვადასხვანაირია.უმეტესობისთვის გამოიყენება ყინული,რომელიც მნიშვნელოვანია.იგი უნდა იყოს ნაკლებად მინირალიზებული ან გაწმენდილი წყლით გაკეთებული.უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე და გემოს გარეშე.

პირველი კოქტეილი რომელსაც წარმოგიდგენთ არის მოხიტო

მოხიტო– რომის და პიტნისგან მზადდება.არის მოხიტოს ორი სახეობა- ნაკლებადალკოჰოლური და უალკოჰოლო.მისი ისტორია კუბაში იწყება, აშშ-ში პოპულარული 1980-იან წლებში ფახდა.მოხიტო ძირითადად 5 ინგრედიენტისგან შედგება : რომი,შაქარი,ლაიმი,სოდიანი წყალი და პიტნა.ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კოქტეილია ზაფხულში.

მოხიტოს კლასიკური რეცეპტი

ლაიმი(ლიმონის მაგვარი)
პიტნის ფოთლები
60 მლ. თეთრი რომი
სოდიანი წყალი
ყინული
ცოტაოდენი ყავისფერი შაქარი

ეს ყველაფერი კი მაღალ ჭიქაში კეთდება

კოქტეილი “კოსმოპოლიტენი”

კოსმოპოლიტენი– ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კოქტეილია.ერთი ვერსიით ეს კოქტეილი Absolut Citron(არაყი ციტრუსით)-ისთვის იყო შექმნილი.თუმცა,არის ცნობები,რომ მისი შემქმნელი ბარვუმენი ჩერილ კუკი გახდა.კოსმოპოლიტენი როგორც წესი მაღალ ჭიქებში კეთდება.მათ ასევე martini glass ეძახიან. შეურიეთ 2 ნაწილი(ერთი ნაწილი 20 მლ.) ლიმონის არაყი, 1 ნაწილი ლიქიორი “კუანტრო”,1 ნაწილი მოცვის წვენი და ლაიმის ნახევრის წვენი.

ან: 40 მლ. არაყი
15 მლ. კუანტრო
7 მლ. ლიმონის ფრეში(ახლადგამოწურული)
30 მლ. მოცვის წვენი

პინა კოლადა

პინა კოლადა– ტკბილი კარიბული კოქტეილი. მისი დასახელება ითარგმნება როგორც “გაფილტრული ანანასი”.ასე ეძახდნენ ანანასის ახლადგამოწურულ წვენს,შემდეგ წვენს დაუმატეს რომი და შაქარი.ახლა კოქტეილის მთავარი ინგრედიენტები არის რომი,ქოქოსის ლიქიორი და ანანასის წვენი.

ეს კოქტეილი დიდი პოპულარობით ქალებში სარგებლობს :)

60 მლ. თეთრი რომი
60მლ. ანანასის წვენი
75 მლ. ქოქოსის ნაღები
ანანასის ნაჭრები და ნაღები

კოქტეილი “დაიკირი”

დღესდღეისობით დაიკირის დასახელებით ბევრი კოქტეილი არსებობს,მაგრამ ორიგინალი მარტო ერთია.

40 მლ. თეთრი რომი
20 მლ. ლაიმის წვენი
7 მლ. შაქარი ან შაქრის სიროფი

კოქტეილი “მარგარიტა”

ყველას ალბათ გვსმენია ამ კოქტეილზე,მას ხშირად აჩვენებენ ფილმებში.ის კეთდება ტეკილასგან და არის ზაფხულის გამაგრილებელი სასმელი.არის ბევრი ნაირსახეობა.თუმცა აი კლასიკური რეცეპტი:

1 ნაწილი ტეკილა
1 ნაწილი ლაიმის წვენი
0,5 ნაწილი ლიქიორი “კუანტრო”

ეს კოქტეილი უფრო შეიკერში კეთდება და ცივი უნდა მიირთვათ

კოქტეილი “ბ 52”

ბ52 შედგება სამი ფენოვანი ლიქიორისგან.ამ კოქტეილის სწორ რეცეპტში სამი ლიქიორია : ყავის,ბეილისი და Marie Brizard Grand Orange.ისინი არ ერევიან ერთმანეთს და ლამაზ ფენებს ქმნიან.

კოქტეილი “ლონგ აილენდი”

მშრალი კანონის დროს, აშშ-ში ყველაზე ადვილი და ყველაზე ძლიერი კოქტეილი შექმნეს.Long Island Ice-tea Cocktail მალე ძალიან პოპულარული გახდა.გარეგნულად ძალიან ჰგავდა ცივ ჩაის.

რეცეპტი:
14 მლ. ტრიფლ სეკი
14 მლ. თეთრი რომი
14 მლ. ჯინი
14 მლ. არაყი
14 მლ. ტეკილა
28 მლ. ჩაი
კოლა
ეს ყველაფერი უბრალოდ აურიეთ და გემრიელად მიირთვით

კოქტეილი “სექსი პლიაჟზე”

“სექსი პლიაჟზე” – ძალიან პოპულარული კოქტეილია.
ინგრედიენტები:

40 მლ. არაყი
20 მლ. ატმის ლიქიორი(შნაპსი)
40 მლ. ფორთოხლის წვენი
40 მლ. მოცვის წვენი

ყველა ინგრედიენტი ერევა ერთმანეთს და ისხმევა ჭიქაში რომელსაც ჰაიბოლი(highball) ჰქვია.

და ბოლოსთვის სახელგანთქმული კოქტელი “სისხლიანი მერი”

ეს ლეგენდარული კოქტეილი ბევრი მითითაა გარშემორტყმული.მსოფლიო აღიარება კოქტეილმა ნიუ-იორკში მოიპოვა.

ინგრედიენტები:

90 მლ. ტომატის წვენი
45 მლ. არაყი
15 მლ. ლიმნის წვენი
სურვილისამებრ შეგიძლიათ ჩაასხათ სოუსი “ტაბასკო”
მარილი,პილპილი

ასევე კეთდება ჰაიბოლში,ყინულის დამატებით.ყველა ინგრედიენტი აურიეთ და დაამატეთ გემოვნებით მარილი და პილპილი.

დღეისთვის სულ ეს იყო :) იმედია პოსტი მოგეწონათ და აუცილებლად გასინჯავთ ამ კოქტეილებს :)

BY ნაწკა


ავტორი: MiSS BlaCK

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
  • Ла Ша

    კოსტიკა მერიიისსს ეხხლაააა არავვიიინნ არრსვავსს :დ :დ ბარმენიი ხარრ? :დ მოხიტო ბავშმაც იცისს რაარისს და კოსმოპოლიტენი ბ52 პინაკოლადა ….ლონგ აილენდი ნუ იტტოკშიი რააა :დდ დაიკიიდეეე არაუშავს

  • Ла Ша

    ბ-52 მარიე ბრიზარდი არუნდა …. ბეილისი 15გრ კალუა 15გრ და კუანტრო 15 გრამი ;) მარიე ბრიზადს როდის იყო… ეგ არვიციი შეიიძლება ხმაროობდესს რამოდენიმეე მაგრამ არ გამოიიყენებაა ….

  • kostika

    შენი ჩამოთვლილი კოქტეილებიდან სისხლიან მერიზე პოპულარული და მოთხოვნადი არცერთი არაა P.S საქართველოს არ ვგულისხმობ :))))

© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE