გასართობირეკორდებიუცნაური

გინესის 21 რეკორდი, რომელზეც აქამდე არ გსმენიათ


Longest domestic cat
5 წლის შინაური კატა – Stewie – გინესის რეკორდსმენი გახდა. იგი ყველაზე გრძელი კატაა მსოფლიოში. მისი სიგრძე ცხვირიდან კუდის ბოლო ძვლამდე არის 4 ფუტზე ოდნავ მეტი (ფუტი = 30.48 სმ–ს).


Largest cup of coffee
ლას ვეგასში, Mandalay Bay Resort & Casino–ში გამოფენილია ყველაზე დიდი ფინჯანი, რომელშიც დაახლოებით 2010 გალონი (გალონი = 3.78 ლ.) ყავა ეტევა. უფრო ნათელი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, კი 32.160 ფინჯანი ყავა ჩადის. რეკორდისთვის გამოყენებულ იქნა კოლუმბიური შავი ყავა.


World’s heaviest shoes
აშშ–ს მკვიდრმა – Ashrita Furman–მა 10 მეტრზე შეძლო გადაადგილება ყველაზე მძიმე ფეხსაცმლით, რომლის წონაც 323 გირვანქა (გირვანქა = 453.6 გრ–ს) გახლდათ. ეს მოხდა 2010 წლის 18 ნოემბერს – ლონდონში.


Largest maple leaf
9 წლის – Joseph Donato–მ ონტარიოში, კერძოდ – Pickering–ში იპოვნა ყველაზე დიდი ჭადრის ფოთოლი, რომლის ზომებია: 34.61 სმ–ი – სიგანე, ხოლო 29.21 სმ–ი სიგრძე.


Youngest perfect Dance Dance Revolution gamer
9 წლის იაპონელი ბიჭუნა – Ryota Wada, ვინაც – “AAA” რეიტინგი დაიმკვიდრა თამაშში – „Dance Dance Revolution“–ი.


Highest Guitar Hero 3 score by a female
Annie Leung–მა, კი მდედრობითი სქესისათვის შესაბამისი რეკორდი დაამყარა თამაშში – „Highest Guitar Hero 3 score“–ი.


Most perfect Wii bowling games
John Bates–ი, ვინაც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც სპორტული თამაში – „Wii Sports Bowling“–ის საუკეთესო მოთამაშე. მან 2009 წლის აპრილიდან 2910 წლის ოქტომბრის ჩათვლით 850 ბრწინვალე თამაში განახორციელა.


Largest melodica ensemble
იაპონიის ქალაქ – Hikone–ს დაწყებითი სკოლის 158 წევრისგან შემგარი მუსიკალური ჯგუფი. ისინი გინესის რეკორდების წიგნში 2010 წლის 18 ნოემბერს დაფიქსირდნენ და წინა რეკორდსმენებს 32 წევრით აჯობეს (წინა რეკორდსმენთა რიცხვი 126–ს შეადგენდა).


Largest toast mosaic
გახუხული პურის მოყვარულმა, 27 წლის – Laura Hadland–მა სწორედ რომ ამ მასალისგან შექმნა მოზაიკური ნამუშევარი. მან მის 40 მეგობართან ერთად, 600 პურის კვერისგან დაჭრილი 9852 ნაჭრით (რომელთაგან მათთვის შესაბამისი რაოდენობა 9 ტოსტერის მეშვეობით, სათანადო კონდიციამდე გახუხეს) შექმნა 32 ფუტის სიგანისა და 42 ფუტის სიმაღლის მქონე მოზაიკური ნაშრომი, რომელზეც მისი დედამთილის სახე ასახა.

Largest Macarena dance
ონტარიოში, კერძოდ – Ancaster–ში არსებული სკოლა – Ancaster High School–ის 1861–მა წევრმა 5 წუთის განმავლობაში სინქრონში შეასრულეს ცეკვა – „Macarena“. მათ გინესის რეკორდსმენთა წიგნში 2010 წლის 12 ნოემბერს დაიმკვიდრეს ადგილი.


Largest industrial screw mosaic
ალბანელი მხატვარი – artist Saimir–ი უკვე მეხუთედ მოხვდა გინესის რეკორდსმენთა წიგნში. აქამდე მან უკვე დაამყარა 4 რეკორდი (პირველი – Largest Nail Mosaic, მეორე – Largest Toothpick Mosaic, მესამე – Largest Corks Mosaic და მეოთხე – Largest Paintbrush Mosaic), ხოლო მისი მეხუთე რეკორდი ყველაზე დიდი ბანკნოტი გახლავთ, რომელსაც მან უწოდა – “Currency of the Soul”–ი. ნამუშევრის ზომაა 490 სმ–ი – 240 სმ–ზე, იგი შექმნილია 300 000 ჭანჭიკისგან და ძველ ბერძენ პოეტ – Homer–ს ასახავს.

Most arrows caught by hand
Joe Alexander–მა, გერმანელ პროფესიონალ მშვილდოსან – Peter Dubberstein–ის მიერ მიზანში ნატყორცნ ისართაგან, 43 ისარი ხელით დაიჭირა ჰაერში. უწინდელი რეკორდი, კი 36 ისარი გახლდათ.


World’s largest shoe
მსოფლიოში არსებული ყველაზე დიდი ფეხსაცმელი, რომლის სიგრძეც 18.04 ფუტი, სიგანე 6.92 ფუტი, ხოლო სიმაღლე 9.52 ფუტია (ფუტი = 30.48 სმ–ს).


Largest enchilada
2010 წლის 17 ოქტომბერს, Mexico City–ში შეფ–მზარეულებმა მოამზადეს მექსიკური ეროვნული კერძი – „enchilada“, რომლის სიგრძე 230 ფუტს, ხოლო წონა, კი დაახლოებით 1.5 ტონას აღწევდა.


Most concrete blocks broken while holding a raw egg
გერმანელმა – Joe Alexander–მა ბეტონის 24 ბლოკი მკლავის 3–ჯერადი დარტყმით დაამტვრია, მაშინ როცა მას ხელში (რომლითაც იგი მცდელობას ანხორციელებდა) უმი კვერცხი ეჭირა. მცდელობის ბოლოს, კვერცხი რაღა თქმა უნდა მთელი დარჩა. შეგახსენებთ, რომ უწინდელი რეკორდი 14 ბლოკი გახლდათ.


Oldest twins in the world
მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ტყუპი დები: Lily Millward–ი (მარცხნივ) და Ena Pugh–ი. მათი ასაკი 100 წელსა და 10 თვეს შეადგენს. ისინი დიდი ბრიტანეთის მცხოვრებნი არიან.


Widest mouth
ყველაზე ფართე პირი, რომლის მფლობელიც – Francisco Domingo Joaquim–ი გახლავთ.


Largest pop group
ტოკიოში არსბული პოპ–ჯგუფი – „AKB48“, სადაც სულ 48 მდედრობითი წევრი შედის. ჯგუფი დაყოფილია სამ გუნდად: გუნდი – A, გუნდი K და გუნდი B, რომელთაგან თითოეულში 16–16 მდედრობითი სქესის წევრია.


Largest pumpkin
Wisconsin–ის მკვიდრმა – Chris Stevens–მა მოიყვანა მსოფლიოში ყველაზე დიდი გოგრა, რითაც იგი გინესის რეკორდსმენთა წიგნში შევიდა. გოგრის წონა 1810.5 გირვანქა (გირვანქა = 453.6 გრ–ს) გახლდათ.


Biggest bottle cap sculpture
ახალ ზელანდიელმა – Alistair Galpin–მა 19 205 ბოთლის თავსახურისგან რაგბის ბურთის ფორმის ყველაზე დიდი სკულპტურა წარმოადგინა, რომლის განხორციელებასაც 18 თვე მოუნდა.

Largest Super Mario collection
იაპონელი – Mitsugu Kikai, ვისაც – Super Mario–ს ყველაზე დიდი კოლექცია აქვს.

წყარო:top100.ge

იმედია მოგეწონათ :)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close