კულტურა

ქართულ-ეგვიპტური გენები. ახალი აღმოჩენა

a
დღეს იაჰუ კანადა-ზე გამოქვეყნდა კვლევების შედეგები, რომელშიც შვეიცარიელმა მეცნიერებმა დიენეის გამოკვლევების საფუძველზე დაადგინეს რომ, ევროპელთა ნახევარზე მეტს (70%-ინგლისელები, ესპანელები, 60%-ფრანგები, 50%-დანარჩენი დასავლეთ ევროპა) აქვს ეგვიპტელი ფარაონის ტუტენხამონის გენები.


a
დღეს იაჰუ კანადა-ზე გამოქვეყნდა კვლევების შედეგები, რომელშიც შვეიცარიელმა მეცნიერებმა დიენეის გამოკვლევების საფუძველზე დაადგინეს რომ, ევროპელთა ნახევარზე მეტს (70%-ინგლისელები, ესპანელები, 60%-ფრანგები, 50%-დანარჩენი დასავლეთ ევროპა) აქვს ეგვიპტელი ფარაონის ტუტენხამონის გენები.

პროფესორ რომან შოლცის მიხედვით, ტუტანხამონის გენეტიკური პროფილი განეკუთვნება ეგრეთ წოდებულ haplogroup R1b1a2 დიენეის ჯგუფს. იგივე ჯგუფის დიენეი კი აქვს ევროპელთა 50% -ზე მეტს, რაც იმას ნიშნავს რომ მათ (ტუტენხამონსა და ევროპელებს) საერთო წინაპრები ყავდათ. საინტერესოა ის ფაქტიც რომ, თანამედროვე ეგვიპტელების მხოლოდ 1% აქვს ამ ჯგუფის გენეტიკური კოდი.

პროფესორ შოლცის აზრით: (თარგმნილია სიტყვა-სიტყვით) “ჩვენ ვფიქრობთ რომ საერთო წინაპრები ცხოვრობდნენ 9,500 წლის წინ კავკასიაში” (იგულისხმება ევროპელებისა და ეგვიპტელების საერთო წინაპრები)

iGENEA -ს (კვლევითი ცენტრი) აზრით, აგროკულტურის განვითარებამ გამოიწვია haplogroup R1b1a2 ჯგუფის ხალხების მიგრაცია (კავკასიიდან) ევროპაში. თუმცა, ისინი ვერ ხსნიან თუ როგორ მოხვდნენ ტუტენხამონის წინაპრები თავიანთი საწყისი რეგიონიდან (ანუ კავკასიიდან) ეგვიპტეში.

ვისაც წაუკითხია ჰეროდოტე, ემახსოვრება რომ ისტორიის მამა ამტკიცებდა რომ ეგვიპტელები და კოლხები მონათესავე ხალხები იყვნენ, რომ: “მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად; მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთის.” (ჰეროდოტე, პირველი ტომი, II – წიგნი, 105. გვერდი: 156 1975 თ. ყაუხჩიშვილის თარგმანი)

ჰეროდოტე წერს სხვა მსგავსებებზეც, (თმა, კანის ფერი, წინათაცვეთა…) და ამტკიცებს რომ ეგვიპტელები სკვითების დამარცხების შემდგომ უკან ბრუნდებოდნენ, როცა: ” მეფე სესოსტრისმა გამოყო თავისი ლაშქრის რაღაცა ნაწილი და დატოვა აქ, ამ ქვეყნის მცხოვრებლად” (მდინარე ფაზისთან)

აი, აქ კი განსხვავდება მეცნიერული საბუთი ისტორიულისგან თვით ყაუხჩიშვილის აზრით: “რაკიღა ეგვიპტე არის ჰეროდოტესათვის ძირითადი წყარო თითქმის ყველაფრისთვის, კოლხთა დავდაპირველ სამშობლოდაც მას ეგვიპტე მიაჩნია”

თუმცა, თუ უახლეს მეცნიერულ კვლევას დავეყრდნობით, პირიქით კი ყოფილა… ეგვიპტელთა წინაპრები წასულან საქართველოდან ეგვიპტეში!:)

მსგავსი ამბები

Back to top button