არქივი

საინტერესო და უცნაური ფაქტები #26

0ab6632f7fba
გამარჯობათ ძვირფასო მეგობრებო!  ეს ჩემი პირველი პოსტია და  შეევეცადე საინტერესო ფაქტები მომეძებნა. ჯერჯერობით გთავაზობთ ოცეულს… მერე რა თქმა უნდა გაიზრდება

1. ჭადრაკში თამაშის გახსნის მხოლოდ  7 ვარიანტი არსებობს.

2. თამაშში “ჩაძირობანა” გემებს უკრავიათ დაფის 100 უჯრიდან მხოლოდ 22. 3. კინემატოგრაფიაში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა ბოქსი.

4. ბოკს დაკანონებულ იქნა როგორც სპორტის სახეობა 1900 წელს.

5. NBA-ს მოთამაშეების 30% აქვს ტატუ, მაშინ როცა, საშუალოდ ამერიკის მოსახლეობის 4% აქვს ტატუ.

6.  1958 ჯეო ფოსტერმა მოიგო იამაიკის ნაციონალური ჩემპიონატი პინგ-პონგში, როცა ის იყო 8 წლის.

7. მაიკ ტაისონის მიერ პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული 51 ბრძოლიდან , 21 დაასრულა 1 რაუნდში ნოკაუტით. (40.8%) 8.  აი ეს მომეწონა ყველაზე მაგრად… ქვეყანა ვატიკანის საფეხბურთო პირველობაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი გუნდები, ყურადღება!!! : ” ფოსტა” , ” არმიელები ” , ” ბანკი ” , ” ბიბლიოთეკა ” და რაც მთავარია მუზეუმები.

8.  Detroit Free Press-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, პროფესიონალი ხოკეისტების 68% თამაშისას სულ ცოტა ერთ კბილს მაინც კარგავდნენ.. (ამიტომ არაა ხოკეი საქართველოში პოპულარული) მუშაობს მთავრობა რას ერჩი ..)))

9.  ყველაზე გრძელი პარტია თამაშში “მონოპოლია” გაგრძელდა 1680 საათი ( 70 დღეზე მეტი) 1

10. საფეხბურთო სტადიონი  Wambley( ინგლისი) შექმნილია მხოლოდ თამაშებისთვის, იქ იკრძალება ვარჯიში.

11.  ბრაზილია – ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ყველა ფეხბურთის ყველა მსოფლიო ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული.

12.  ამერიკელები ყოველწლიურად ხარჯავენ 360 მილიონ დოლარს გოლფის ბურთების შესაძენად. ( იყიდე ერთი ბურთი და დააგდე რა სახლში, რა იცი რა ხდება.. იქ სტუმარი მოვა რაღაცა , გამოსატანი ხომ უნდა იყოს რამე )

13.  იხვის ყიყინს არა აქვს ექო,თან საინტერსო ისაა რომ არავინ არ იცის რატომ))

14.  რვაფეხას მართკუთხა თვალის გუგები აქვს.

15. გველებს შეუძლიათ ძილი 3 წლამდე საკვების მიღების გარეშე.

16.  რულეტკაზე ყველა ციფრების ჯამია 666. (ხო მიდი და ითამაშე მერე..)

17.  საშუალის ძალის ქარბორბალა იმდენ ენერგიას გამოიმუშავებს , რამდენსაც მსოფლიოს ყველა ატომური სადგური ერთად აღებული.

18. ამერიკის ერთ-ერთმა ავიაკომპანიამ პირველი კლასის მენიუდან , სალათიდან ერთი ზეთისხილის ამოღებით 40 მილიონ დოლარს გაუკეთა ეკონომია. (ეს ის ხალხია წეღან გოლფის ბურთებს რომ ყიდულობდნენ)

19.   ახალდაბადებულ ადამიანს გააჩნია 300 ძვალი , ზდრასრულობაში კი მხოლოდ 206 რჩება..

20 . და ბოლოს ისევ ამერიკელებზე.. ძაან სერიოზული ხალხია …

1976 წელს, როდესაც ლოს-ანჯელესის ექიმებმა გამოაცხადეს გაფიცვა და აღარ მუშაობდნენ , ამ პერიოდში ქალაქში სიკვდილიანობა შემცირდა 18%ით

მსგავსი ამბები

Back to top button