არქივი

საინტერესო ფაქტები გვატემალის შესახებ

ec135df1e413

მოგესალმებით უცნაურის მკითხველებო :)
ამ პოსტში გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას გვატემალის შესახებ:

1) სიტყვა გვატემალა მაია-ტოლტეკების ენაზე ნიშნავს „ხეების მიწას“.

2) გვატემალის ეროვნული ვალუტაა კეტცალი. კეტცალი გვატემალაში ქვია იშვიათი ჯიშის ჩიტს, რომლის კუდის ფრთასაც მაიას ტომები ფულის ერთეულად იყენებდნენ.

3) კეტცალი, ანუ ჩიტი, რომელიც უკვე ვახსენე, იშვიათი სილამაზისაა და მხოლოდ გვატემალაში ბინადრობს. ტყვეობის შემთხვევაში მხოლოდ 24 საათს ცოცხლობს.

cceb17c90307

4) იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ძეგლებით გვატემალა ლიდერია ლათინურ ამერიკაში.

5) გვატემალაში არსებობს ლეგენდა, რომ მაიას ტომის ბავშვები არ ტირიან.

6) გვატემალის უმაღლესი მწვერვალია ტახუმულკოს ვულკანი, რომელიც ზღვის დონიდან 4220 მეტრზე მდებარეობს.

7) გვატემალა ლათინური ამერიკის 10 ყველაზე ღარიბი ქვეყნიდან ერთ-ერთია.

8) გვატემალელებს ნობელის პრემიის ლაურეატიც ჰყავთ, მწერალი მიგელ ანხელ ასტურიასი (პრემია მიიღო 1967 წ. ნაწარმოებისთვის “ბატონი პრეზიდენტი”).

9) ესპანურთან ერთად გვატემალის ოფიციალური ენებია: აჩი, აკატეკო, ავაკატეკო, ჩალჩიტეკო, ჩორტტი, ჩუხი, იტცა, იქსილი, პოპტი, კაჩკიკელი, კჩე, მაი, მოპანი, პოკომანი, პოკომჩი, კანხოპალი, კეკჩი, საკაპულტეკო, სიპაკაპენსე, ტეკიტეკო, ტზუტუხილი, უსპანტეკო, გარიფუნა და ქსიკნკა.

10) გვატემალაში ნაკითხობის მაჩვენებელი მთელ ცენტრალურ ამერიკაში ყველაზე დაბალია, მოსახლეობის ნახევარმა წერა-კითხვა არ იცის.

და ბოლოს ვერ მოვითმინე, არ დამედო ეს სურათი. ეს “ხვრელი” გვატემალის დედაქალაქში 2010 წლის ივნისში გაჩნდა. რისი მიზეზიც ხშირი წვიმები და შტორმი “აგატა” იყო. დღეს სულ ესაა:))

7c85db6e56df

Back to top button