გთავაზობთ დაუჯერებელი და საინტერესო ფაქტების ნაკრებს :)
დღეს გეგმაში ცხოველთა, ფრინველთა და მწერების სამყაროა.
- ლოკოკინას შეუძლია ეძინოს სამი წლის განმავლობაში;
- ყველა პოლარული დათვი ცაციაა;
- პეპლები გემოს ფეხებით შეიგრძნობენ;
- ჭიანჭველებს არასოდეს ძინავთ;
- ბუებს არ შეუძლიათ ამოძრაონ თვალები, რადგან მათი თვალი ცილინდრული ფორმისაა;
- ახალდაბადებული კენგურუ სიგრძეში დაახლოებით 2.54 სანტიმეტრია;
- სიცოცხლის მანძილზე ძროხა დაახლოებით 200,000 ჭიქა რძეს გვაძლევს;
- მსოფლიოში 701 სახეობის სუფთა ჯიშის ძაღლია;
- გერმანული ნაგაზი ყველაზე უფრო ხშირად კბენს ადამიანს, ვიდრე სხვა ჯიშის ძაღლები;
- დედალი სკუმბრია ერთ ჯერზე დაახლოებით 500,000 კვერცხს დებს;
- მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი კოღოს ნაკბენით იღუპება;
- ქვეწარმავლებს აქვთ იმუნიტეტი საკუთარი შხამის მიმართ;
- კატებს შეუძლიათ გამოსცენ ას ბგერაზე მეტი, მაშინ როცა ძაღლებს შეუძლიათ გამოსცენ მხოლოდ ათამდე;
- ვირთხები იმდენად სწრაფად მრავლდებიან, რომ 18 თვეში მათ შეუძლიათ ყავდეთ მილიონზე მეტი შთამომავალი;
- კრევეტებს გული თავში აქვთ მოთავსებული;
- ღორებს არ შეუძლიათ ცაში ახედვა;
- ჰიდრა ერთადერთი არსებაა, რომელიც არასოდეს კვდება. ის ცხოვრობს წყალში და შეუძლია საკუთარი მკვდარი უჯრედების რეგენერირება ცოცხალი უჯრედებით;
- სპილო ერთადერთი ცხოველია დედამიწაზე, რომელსაც არ შეუძლია ახტეს;
- ცხოველთა სამყაროსი სპილო ყველაზე ხშირად უშვებს გაზებს :)))))
- ლომები, ლეოპარდები, ვეფხვები და იაგუარები არიან კატისებრთა ოჯახის ერთადერთი წარმომადგენლები, რომლებსაც შეუძლიათ ღრიალი, მაგრამ არ შეუძლიათ კნავილი;