არქივი

IPHONE 5 – ის პროტოტიპი ბარში დაკარგეს

აიფონის მეხუთე თაობის კომუნიკატორი,Apple ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სან-ფრანცისკოში,ბარში დაკარგა.
ეს ინციდენტი მოხდა IPHONE 5 – ის ოფიციალურ პრემიერამდე რამდენიმე კვირით ადრე. ZD net ის ინფორმაციის თანახმად, IPHONE 5 – ის პროტოტიპი ერთი თვის წინ დაიკარგა სან-ფრანცისკოს მექსიკურ ბარში. ამის შემდეგ Apple – ის უსაფრთხოების ცენტრი ეცდება ყველანაირად დაიბრუნოს დანაკარგი,მაგრამ შესაძლოა ეს ძალისხმევა უშედეგო იყოს,რადგან ბოლო ინფორმაცია გვაუწყებს,რომ IPHONE 5 გაიყიდა კერძო პიროვნებაზე, 2000 ამერიკულ დოლარად, ონლაინ განცხადებების საშუალებით. აიფონის ახალი მფლობელი ჯერ-ჯერობით არ გამოცხადებულა. ამ წუთისათვის ეჭვქვეშაა 20 წლის სან-ფრანცისკოს მაცხოვრებელი, რომელიც აღიარებს, რომ იციდენტის დროს ის ნამდვილად იმყოფებოდა აღნიშნულ ბარში,მაგრამ ამტკიცებს,რომ თვალითაც არ უნახავს უახლესი აიფონი, მან პატრულის თანამშრომლები სახლშიც მიიწვია გასაჩხრეკად.
ერთი წლის წინ ამავე ბარში დაიკარგა აიფონის მეოთხე თაობის კომუნიკატორი.რამდენიმე თვეში გაირკვა,რომ IPHONE 4 ერთ-ერთმა ტექნობლოგმა იყიდა,რომელმაც შემდეგ გაავრცელა IPHONE 4 ის მონაცემები. Apple-მა უჩივლა გარიგების ორივე მონაწილეს. სასამართლო პროცესის შემდეგ დანაშაული დამტკიცდა.

მსგავსი ამბები

Back to top button