არქივი

20 საინტერესო ფაქტი არგენტინის შესახებ

21b86dd7346f

მოგესლმებით უცნაურის მკითხველებო, მინდა რამდენიმე საინტერესო ფაქტი მოგიყვეთ არგენტინის შესახებ. არაფერს ვიტყვი გეოგრაფიული მდებარეობის, ენის, ფულის ერთეულის და სხვა ისეთი რაღაცეების  შესახებ, რაც ისედაც იცით.

ფაქტი 1:  არგენტინამ დამოუკიდებლობა ესპანეთისგან მოიპოვა 1816 წლის 9 ივლისს

ფაქტი 2:  არგენტინა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ჰქონდა რადიომაუწყებლობა. პირველი რადიო გადაცემა გადაიცა 1920 წლის 27 აგვისტოს. რადიომიმღები იმ მომენტისთვის 20 ადამიანს ჰქონდა.

ფაქტი 3: არგენტინაში ნაკითხობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და შეადგენს 98%, რითაც მსოფლიო რეიტინგში 55 ადგილზეა

ფაქტი 4:  არგენტინის ეროვნული სპორტია პატო, რომელიც ერთგვარი ნაზავია პოლოსი და კალათბურთის.

ფაქტი 5:  მსოფლიოში პირველი ანიმაცია სწორედ არგენტინაში გაკეთდა ანიმატორ კირინო კრისტიანის მიერ 1917 წელს

ფაქტი 6:  ოფიციალურად არგენტინაში 750 000 არალეგალი ცხოვრობს

ფაქტი 7:  არგენტინაში მრავლად არიან ნიანგები

ფაქტი 8:  სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე ყველაზე მაღალი და დაბალი ტემპერატურა რაც დაფიქსირებულა, იყო არგენტინაში

ფაქტი 9:  სამხრეთ ამერიკაში ზღვის დონიდან ყველაზე დაბალი ადგილი ფიქსირდება არგენტინაში (-40 მ), „salinas chicas“- ში.

ფაქტი 10:  ქვეყნის სახელი მოდის ლათინური სიტყვიდან  და „ვერცხლის ქვეყანას“ ნიშნავს

ფაქტი11:  ბუენოს-აირესში მდებარე ოპერის შენობა Teatro Colón ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია მსოფლიოში

ფაქტი 12:  არგენტინელ ქირურგი , რენე ხერონიმო ფავალორო იყო პირველი, ვინც 1967 წელს  გულის კორონალური  შუნტირების ოპერაცია ჩაატარა

ფაქტი 13:  არგენტინა დღემდე ედავება დიდ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე (იგივე მალვინის კუნძულები)

ფაქტი 14:  სწორედ არგენტინაში აღმოაჩინეს ლათინური ამერიკის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი დინოზავრის ნაშთი, რომელსაც ეწოდა “Argentinosaurus“.

ფაქტი 15:  არგენტინის კონსტიტუციით რელიგიის არჩევა მოქალაქის უფლებაა. მოქალაქე თავად წყვეტს რა მრწამსის იყოს (თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა მაინც კათოლიკეა)J

ფაქტი 16:  არგენტინაში დაგვიანება ნახევარი საათით (ან ცოტა მეტი) სულაც არ ითვლება უხერხულად

ფაქტი 17:  არგენტინაში სტუმარი თავად არ ირჩევს სად დაჯდეს, ამას მასპინძელი წყვეტს.

ფაქტი 18: არგენტინა 16 საუკუნიდან ღვინის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში

ფაქტი 19:  დღესდღეობით „პანამერიკანული თმაშების“ ლიდერი არგენტინაა. მის ხარჯზე 247 ოქროს მედალია.

ფაქტი 20: არგენტინა მოსახლეობის მიხედვით მსოფლიოში 30 -ე ადგილს იკავებს.

 

მსგავსი ამბები

Back to top button