გართობა

კბილებზე მოციმციმე ბრილიანტები

63e8c535cdc1
ბრილიანტი კბილზე :D

მრავალი წლის წინ ცენტრალურ ამერიკაში მაიას ტომის ინდიელები თავიანთ კბილებს ფირუზის, ლალის, ზურმიხტის და ნეფრიტის კრისტალებით იმკობდნენ. და ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ რომ XXI საუკუნის ერთერთი მოდის ფუძემდებლები გახდებოდნენ? დღეს კბილის სამკაულები ანუ სკაისები მეტად პოპულარულია.

რას წარმოადგენს სკაისები და ღირს თუ არა მათი გაკეთება? სკაისები – ეს ძალიან მცირე ზომის, მსუბუქი და ბრტყელი თვლებია, დამზადებული სპეციალურად კბილების შესამკობად. მათი ფორმები სხვადასხვაა: წვეთი, ვარსკვლავი, ნახევარმთვარე, ასოები და სხვა.

მათ მინანქარზე ამაგრებენ სპეციალური მასალით. ეს პროცედურა სულ 10 წუთი გრძელდება. მანამდე კი კბილის ზედაპირს ექიმი ამზადებს – იდეალურად ასუფთავებს, აშრობს და შემდეგ ამაგრებს თვლებს.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხო და უვნებელია. იმდენად, რამდენადაც არ ირღვევა მინანქრის მთლიანობა, ანუ არ ხდება დამუშავება, სკაისის მოხსნის შემდეგ კბილის ზედაპირი გლუვი და ჯანსაღი რჩება.
გარდა ამისა სკაისის საშუალებით შეილება მინანქრის დეფექტის ან ფერშეცვლილი ბჟენის შენიღბვა.

როგორც არ უნდა იყოს, სკაისი უცხო სხეულია პირის ღრუში და გარკვეული პერიოდი საჭიროა მასთან შესაგუებლად. როგორც წესი რამდენიმე საათში მას უპრობლემოდ ეგუებიან.

ამ სტომატოლოგიური სამკაულის ყველაზე იაფი ვარიანტები ჩვეულებრივი შუშისგან მზადდება. ისინი შეიძლება დამზადდეს ბროლისგანაც, ისევე როგორც ძვირფასი თვლებისგან (საფირონი, ბრილიანტი, ძოწი). რადგანაც მათი დაფიქსირება საჭიროა უფრო საიმედოდ, ამიტომ უმჯობესია ისინი დამაგრდეს ხელოვნურ გვირგვინებზე ან ვინირებზე, რომ არ დაირღვეს მინანქრის მთლიანობა. გარდა ამისა, ბრილიანტის სკაისები უფრო მეტად რეაგირებენ ტემპერატურულ ცვლილებებზე, ვიდრე ჩვეულებრივი ბროლის და იწვევენ მტკივნეულ შეგრძნებებს. ეს ის შემთხვევა არაა, როდესაც ძვირფასი ნიშნავს უკეთესს.

სკაისის მოშორება ძალიან ადვილია. თავისთავად იგი ძლებს იმის მიხედვით, რამდენად კარგად უვლით პირის ღრუს. თუკი რეგულარულად და სწორად იხეხავთ კბილებს, სკაისი ქვეშ არ მოხდება ნადების დაგროვება და თავისუფლად სეინარჩუნებთ მას ნახევარი და შეიძლება მთელი წლის განმავლობაშიც. ამაში დადებითი მომენტიცაა: სკაისი არსებობა იძულებულს ხდის მის პატრონს უფრო გულდასმით მოუაროს კბილებს.

ყველაზე ხშირად სკაისებით თავს იწონებენ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები. მათ როგორც წესი ძვირფასი თვლები ამშვენებთ. და როგორც ამბობენ, სკაისები თურმე სრულებით არ უშლის ხელს კოცნას ;)

მსგავსი ამბები

Back to top button