კრეატივისურათები

შოკოლადისგან შექმნილი უგემრიელესი ნიმუშები


შოკოლადის ნაწარმი რომ უდაოდ გემრიელ ნუგბარადაა მიჩნეული, ამაზე ალბათ კამათი არც ღირს, თუმცა შოკოლადის მწარმოებელ კომპანიებს გაცილებით მეტად გაუმართლათ მას შემდგომ, რაც ტენდენცია წავიდა შოკოლადის მასალისგან სამოსის, ფეხსაცმლის, ავეჯისა თუ თვით ოთახის კედლებისა, თუ იატაკის შექმნისა. ამჯერად წარმოგიდგენთ შოკოლადისაგან შექმნილ სხვადასხვა გასაოცარ ნიმუშებს, რომელთაგან ზოგიერთი მათგანის შესაქმნელად 80 ტონა შოკოლადიც კი იქნა გამოყენებული:


ფეშენ–დიზაინერ – Karl Lagerfeld–ის დიზაინით, მისივე „მუზა“, შოკოლადისგან შექმნილი – Baptiste Giabiconi, ერთ–ერთ სასტუმროში შექმნილ „შოკოლადის ნომერში“ განათავსეს, სადაც ყველაფერი შოკოლადისგან და – Magnum–ის ნაყინისაგანაა დამზადებული. მოქნდაკე – Patrick Roger–ს კი 11 ტონა ბელგიური შოკოლადის გამოყენება დასჭირდა, რათა დიზაინერის სურვილი დაეკმაყოფილებინა და შედეგად, Baptiste Giabiconi–ს კლონიც „შოკოლადის ნომერში“ არსებულ „შოკოლადის საწოლზე“ იწონებს თავს.


ლონდონში არსებულ – ‘Victoria Embankment Gardens’–ში განთავსებული შოკოლადის ტახტი, რომელზედაც ბრიტანელი სატელევიზიო მსახიობი – Emilia Fox–ი პოზირებს.

ჰიუსტონში დაფუძნებულმა – Kegg’s Candies–მა რძისა და შავი შოკოლადისგან შექმნა ჭადრაკის დაფა – თავისივე ფიგურებით, რომლის საფასურიც 39.95 დოლარი გახლადათ.


შოკოლადის საფოსტო ყუთი, რომელიც – Godiva–ს თეთრი და შავი შოკოლადითაა შექმნილი. იგი სპეციალურად შეიქმნა ვალენტინობის დღესასწაულისათვის და 3 კვირის მანძილზე მსურველთ შეეძლოთ სასიყვარულო წერილების ყუთში განთავსება.


ავტომობილი – BMW, რომელიც 2010 წელს ჩინეთში, კერძოდ – „World Chocolate Wonderland“–ზე იყო გამოფენილი. აქვე წარმოადგინეს ჩინეთის კედლის ანალოგი, რომლის სიგრძეც 33 ფუტს შეადგენდა, რომლის შექმნასაც 80 ტონა შოკოლადი დასჭირდა.


დასავლეთ ლონდონშო არსებულმა ფუფუნების მაღაზია – Theobroma Cacao–ს იდეა გაუჩნდა ფეხსაცმლისა და შოკოლადის გაერთიანებისა. ჰოდა, შედეგმაც არ დააყოვნა!


პენსილვანიაში, კერძოდ – Sarris Canonsburg–ში გამოფენილი შოკოლადის ციხე–სიმაგრე, რომლის აგებასაც 1500 გირვანქა შოკოლადი მოანდომეს. საოცრად მომხიბვლელი და ამავდროულად მადისაღმძვრელი ნიმუშის შექმნას, 5 წევრისგან შემდგარი ჯგუფი, 2 თვის განმავლობაში ანხორციელებდა. სამწუხაროდ სტუმრებს მისი დაგემოვნება არ შეეძლოთ. ციხე–სიმაგრე გათვლილი იყო 1 წლის განძლეობით, თუმცა სეზონურად მისი დეკორაცია იცვლებოდა.


ლიტვის შოპინგ–ცენტრში არსებული „შოკოლადის ოთახი“, რომლის ფართიც 183 კვ. ფუტია და რომლის შექნასაც 611 გირვანქა შოკოლადი დასჭირდა. აქვე ავღნიშნავთ, რომ ოთახში იატაკიც, ჭერიც, კედლებიცა და დეკორაციაც შოკოლადისაა. იგი სპეციალურად შეიქმნა ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით.

ფოტოზე ასახული შოკოლადის ქანდაკება, რომელსაც თქვენ ამჯერად უცქერთ, იაპონელი – Shigeo Hirai–ს მიერაა სპეციალურადაა შექმნილი, 2009 წელს გამართულ – „World Chocolate Masters“–ის საკონკურსო ცერემონიაზე წარსადგენად. ავტორმა საკუთარი შედევრის შესაქმნელად 33 გირვანქა – Barry Callebaut–ის შოკოლადი გამოიყენა. მან შეჯიბრში მონაწილე 18 კონკურსანტი დაამარცხა და პირველი ადგილიც დაიკავა. შოკოლადის გამარჯვებული ქანდაკება, კი პარიზის ერთ–ერთ მუზეუმშიც გამოიფინა, როგორც შედევრი.

მგონი გემრიელი პოსტი გამოვიდა ;) :)

წყარო:top100.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close