სწრაფი სესხი

აკრძალული ფილმები


პოსტში წარმოდგენილი ზოგიერთი ვიდეო-რგოლი შეიცავს მასალას, რომელიც არაა გათვალისწინებული სუსტი გულის მქონე ადამიანებისა და არასრულწლოვნებისთვის.
კინოინდუსტრია აღმავლობის გზაზეა, ყოველწლიურად უამრავი ფილმს იღებენ, ის კი არადა ქართველებიც ცდილობენ ამ ბოლო დროს ჰოლივუდისთვის ფეხის აწყობას. მაგრამ ამ პოსტში ქართულ ფილმზე სულაც არ იქნება საუბარი. არსებობს კინოები,რომელთაც პოლიტიკური თუ მორალური თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყნები უბრალოდ ბანს ადებენ, ანუ კრძალავენ მის შემოტანას ქვეყნის ტერიტორიაზე.როგორც ყოველთვის აკრძალულ ფილმს, ,,სირცხვილის ლაქის” ჩამოსაცილებლად იმ სცენების ამოჭრა ესაჭიროება, რისთვისაც დაბლოკეს, ზოგჯერ მართლაც ჭრიან ხოლმე სცენებს და ზოგჯერ კი არა. პოსტში იხილავთ ფილმებს, რომელმაც ასეთი სირცხვილი იგემა, თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ.. ,,ჰორორის” მოყვარულებს რამოდენიმე მათგანი შესაძლოა მოეწონოთ კიდეც ^^

გროტესკი – Grotesque

 


გროტესკი 2009 წლის იაპონური საშინელებათა ფილმი. მთავარი გმირი პირსისხლიანი მკვლელია, რომელსაც გარდა იმისა რომ ადამიანთა წამება უყვარს, ასევე მოსწონს მათთან თამაში და გადარჩენის იმედის მიცემა. ამჯერად მან მძევლად ერთი წყვილი აიყვანა, როგორ წარიმართება მათი ბედი თავად ფილმში ნახავთ.
ამბობენ რომ გროტესკი საშინელი საყურებელია, თავად საშინელებათა ფილმების მოყვარულებიც კი მიიჩნევენ რომ ზოგიერთი სცენა იმდენად შემზარავია,რომ ერთადერთი გამოსავალი თვალების დახუჭვაა. სწორედ ასეთი სცენების გამო ფილმი აიკრძალა რამოდენიმე ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.

გროტესკის გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ

მაიკი – Mikey

 

ფილმი 1992 წელს გამოვიდა და მრავალ ქვეყანაში მაშინვე დაიბლოკა, დიდ ბრიტანეთში კი დღემდე აკრძალულია. კინო ერთი ბავშვის, მაიკის ცხოვრებას აღწერს, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი.. ყველა ოჯახში,რომელშიც ის შედის იღუპება.. მაიკი ოჯახის ყველა წევრს კლავს ყოველგვარი აღელვების გარეშე და თან ამას შესანიშნავად ახერხებს, ისე რომ მასზე პოლიციას არცერთხელ არ მიაქვს ეჭვი. ,,საბრალო” მაიკს კი შემდეგ ოჯახზე აშვილებენ ხოლმე, რომელთაც სავარაუდოდ იგივე ბედი ელით რაც წინას.

ფილმის საყურებლად დააკლიკეთ აქ

მრავალფეხა ადამიანი – The Human Centipede

ბევრი აღიარებს, რომ ეს ფილმი ყველაზე შემზარავ ფილმთა შორის საპატიო ადგილს დაიკავებდა. პირველი ნაწილი 2009 წელს გამოვიდა, მისი მოკლე აღწერა ასე გამოიყურება: ორი სიმპატიური ამერიკელი გოგონა ლინდსი და ჯენი მოგზაურობენ ავტომობილით ევროპაში. ერთ ღამეს გზაზე სადღაც გერმანიის ტყეში მათ ბორბალი გაუსკდებათ და დახმარების ძებნისას ისინი მიტოვებულ სახლს წააწყდებიან, რომლის პატრონი მათ ნარკოტიკებით გააბრუებს და სარდაფში ჩაამწყვდევს… დილით გოგონები გაიგებენ, რომ ისინი აქ მარტონი არ არიან, ასაკოვანი სტუმერმოყვარე გერმანელი კი დოქტორ ჰაიტერია, ყოფილი ქირურგი და გოგონების მიმართ მას განსაკუთრებული გეგმები გააჩნია.
რა გეგმები გააჩნია ქირურგს? მას უნდა რომ ადამიანებისგან ,,ცხოველი” შექმნას, ამიტომაც მოისურვებს მათ გადაბმას ერთმანეთზე, ტუჩებით- სწორ ნაწლავზე.. ალბათ მიხვდით უკვე რა საშინელებაცაა, მაგრამ ვისაც უყვარს ასეთი ფილმები, პოპკორნ.. და ეგაა : )
მეორე ნაწილი კი 2011 წლის ოქტომბერში უნდა გამოვიდეს, ამბობენ რომ ეს პირველ ნაწილზე უარესი იქნება, ასევე ახალ ნაწილში ხშირია მასტურბაციისა და გაუპატიურების სცენებიც.
რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ბრიტანეთმა უკვე დაბლოკა ფილმი.
პირველი ნაწილის საყურებლად დააკლიკეთ აქ

სერბული ფილმი – A Serbian Film

მოკლე აღწერა: მილოსი ყოფილი პორნო-ვარსკვლავია, რომელსაც უკვე არც ისე კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს. ამ დროს კი ურეკავს მისი ძველი კინო-პარტნიორი მსახიობი ლაილა, მილოსი იგებს რომ ერთ-ერთ რეჟისორს მისიდ აქირავება უნდა ახალი ,,მხატვრულად შემუშავებული” პორნოს გადასაღებად, გასამრჯელოდ სოლიდურ თანხას სთავაზობენ, სწორედ ამ მომგებიანი წინადადებით იხიბლება გმირიც და ხვდება იზოლირებულ ვილაში დირექტორს. აღმოჩნდება,რომ ეს პორნო პედოფილიური უნდა იყოს.. რა უნდა ქნას მილოსმა? გასაქცევი არსაითაა.

ეს ფილმი ნორვეგიაში, ესპანეთსა და ბრაზილიაშია აკრძალული. აკრძალვის მიზეზად კი შეურაცხმყოფელ სცენებს ასახელებენ, მაგალითად ბავშვის გაუპატიურებას, ინცესტს, მკვლელობის სცენებს..

კინოს საყურებლად დააკლიკეთ აქ

მკვლელებად დაბადებულნი – Natural Born Killers


ფილმი 1994 წელს გამოვიდა, მისი სცენარი კვენტინ ტარანტინოს ეკუთვნის.
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა შეყვარებულები, მელორი და მიკი, თითქოს ბაძავენ ლეგენდარულ ბონი და კლაიდს , დადიან მანქანით ერთსართულიან ამერიკაში და კლავენ ყველას, ვინც მათ გზაზე გადაეღობება. ისინი გიჟდებიან ერთმანეთზე და ეზიზღებათ დანარჩენი ადამიანები. მათ დაიჭერენ და ჩასვავენ ყველაზე სასტიკ იზოლატორში. თუმცა სულელური და ტრაგიკული დამთხვევბი მკვლელებს აძლევს კიდევ ერთ მკვლელობის შანსს.
ფილმი დაიბლოკა ირლანდიაში და მისი დისტრიბუცია აიკრძალა ამერიკაში. შემდგომ რეჟისორს მოუწია ამოეჭრა 4 წუთიანი სცენა იმისთვის, რომ მისი დისტრიბუცია დაეშვათ :)

საყურებლად დააკლიკეთ აქ

კანიბალების ჯოჯოხეთი – Cannibal Holocaust


ფილმი 1980 წელს გამოვიდა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია, 50 ქვეყანაში აიკრძალა. მისი რეჟისორი კი ციხეში ჩასვეს და ბრალად მკვლელობა წაუყენეს, მაგრამ შემდგომში როდესაც დამტკიცდა რომ ეს არ იყო დოკუმენტური ფილმი, ბრალდება მოუხსნეს.
მოკლე აღწერა: რამოდენიმე ახალგაზრდა რეპორტიორი მიემგზავრება ამაზონიის უღრან ტყეებში, დედაიწაზე დარჩენილ უკანასკნელ კაციჭამიებზე სენსაციური ფილმის გადასაღებად. ისეთ ადგილას მოხვედრისას, სადაც არც ერთი ევროპელი ყოფილა მანამდე, ისინი უკვალოდ ქრებიან. გავიდა 2 თვე და მათ მოსაძებნად მიემართემა მეორე ჯგუფი, მაგრამ რეპორტიორები არსად ჩანან, სამაგიეროდ იპოვნეს ფილმი, რომელშიც საშინელი კადრებია..

საყურებლად დააკლიკეთ აქ

ტეხასური ხოცვა ბენზოხერხით – The Texas Chainsaw Massacre

ამ ფილმის თანამედროვე ვერსიებიც არსებობს, მაგრამ ცოტას თუ უყურებია 1974 წელს გამოშვებული ტეხასური ხოცვა ბენზოხერხისთვის. იმ დროში ფილმმა ხალხში შეშფოთება გამოიწვია, საკმაოდ ბევრ ქვეყანაში აკრძალეს და ბევრმა კინოთეატრმა მისი ჩვენება შეწყვიტა. ამას გარდა თურმე მაშინ ხალხის მოსაზიდად ამბობდნენ, რომ ფილმი ნამდვილი ამბავი იყო. რეალურად კინოს გმირი მართლაც უკავშირდება ცნობილ სერიულ მკვლელს ედ გეინს, მაგრამ თვითონ კინოში რეალური ფაქტები ასახული არაა.

მოკლე აღწერა: მერილი ბერნსი და მისი ინვალიდი ძმა პოლი იგებენ, რომ ტეხასის შორეული სასაფლაო, სადაც მათი ბაბუაა დაკრძალული, ვანდალებმა დააზიანეს. ისინი მეგობრებთან ერთად მიემგზავრებიან, რათა შეამოწმონ ხომ არ არის დაზიანებული ბაბუას საფლავიც. მერილი და პოლი გადაწყვიტავენ ბაბუას ძველ ფერმაშიც შეიარონ.

საყურებლად დააკლიკეთ აქ

ეგზორცისტი – The Exorcist

ფილმი 1973 წელს გამოვიდა და მაშინვე მონათლეს საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთ ვარსკვლავად. მოგებაც საკმაოდ დიდი მოიტანა – $357,500,000. ეგზორცისტი ბევრ ქალაქსა თუ ქვეყანაში აიკრძალა, რადგანაც ამბობდნენ რომ ზედმეტად საშიში სცენები იყო,ზოგი კი რელიგიური დამოკიდებულების გამო კრძალავდა.. მართლაც კინოთეატრებში ჩვენების დროს ამ ფილმზე ძალიან ხშირად იძახებდნენ სასწრაფო დახმარებას, იყო შოკის და ისტერიკის შემთხვევები. დიდ ბრიტანეთში ეს ფილმი 1990 წლამდე გახლდათ დაბლოკილი.

მოკლე აღწერა: ცნობილი მსაიობის ოჯახში უბედურება მოვა – მისი არასრულწლოვანი ქალიშვილი არაადეკვატურად დაიწყებს მოქცევას. დედა ვარაუდობს, რომ ეს მისი პირადი ტრაგედიის გამო ხდება, ექიმები პსიქიკურ დაავადებას ეჭვობენ და დიაგნოზს ვერ უსვამენ. სპეციალურად მოწვეული მღვდელი კი ფიქრობს, რომ გოგონა ეშმაკითაა შებყრობილი. თუმცა, თანამედროვე ატეისტურ სამყაროში უკვე არავის ჯერა ის, რომ ადამიანში ბოროტი სული შეიძება ჩასახლდეს, თვით ეკლესიასაც… ასე თუ ისე, აზიიდან ვატიკანი გამოიძახებს ბოლო ცოცხლად დარჩენილ ეკზორსისტს, მერინს, რომელიც ვერ ხვდება, რომ სიკვდილთან შესახვედრად ჩამოდის.

საყურებლად დააკლიკეთ აქ

…………………………………………………………………………………………………………………..


ავტორი: ირი_ლეკვეიშვილი

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
  • geniosa

    1000000000000000000% getanxmebi rom xalxma filmebis yureba ar icis 90 procenti marto spec efeqtebs uyurebs da mteli shinaarsi eg hgoniat )

  • ana

    au meore vafshe idiotizmia :D

© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE