Plymouth Barracuda
ახლა კი მინდა გესაუბროთ ავტომობილზე, რომელიც გამოშვების დღიდანვე აოცებდა ავტოსამყაროს, ეს არის Plymouth Barracuda, Chrysler-ის კორპორაციის მიერ წარმოებული, მისი გამოშვება დაიწყო 1964 წელს და გამოდიოდა 1974 წლამდე. ზემოთხსენებული მოდელი თავდაპირველად გამოდიოდა მხოლოდ 2 კარიანი კუპე, ხოლო შემდეგი თაობის Plymouth-ი იყო როგორც 2 კარიანი კუპე ასევე კაბრიოლეტი, ეს ავტომობილი გამოსვლის დღიდანვე ჯანსაღ კონკურენციას უწევდა ისეთ ავტომობილებს როგორებიცაა, მუსტანგი, კამარო, ჩელენჯერი და პონტიაკი ჯტო, Plymouth-მა თავიდანვე მოიპოვა პოპულარული ავტომობილის სახელი და გაყიდვებითაც გაასწრო ზოგიერთ კონკურენტს, მისი მიმზიდველი დიზაინი და ფანტასტიკურად დახვეწილი სავალი ნაწილი ყველას იზიდავდა, აღსანიშნავია ასევე Plymouth-ის ძრავი, პირველი თაობის მოდელები 3.7 ლიტრიანი, V8 ძრავებით იყო აღჭურვილი, ასევე იყო გაუმჯობესებული 5.4 ლიტრიანი ძრავები, რომლებიც შემდეგ მოდელებზე გამოიყენებოდა. Plymouth-ი არაერთი ოფიციალური რბოლის გამარჯვებულია, მისი მოყვარულები დღესაც ახდენენ მის მოდიფიცირებას და თანამედროვე სტანდარტებამდე მიყვანას, მისი დიზაინი ძალიან გავს ჩალენჯერის ექსტერიერს რის გამოც ხალხს მათი გარჩევა ძალიან უჭირდა და უჭირს. Plymouth-ი ავტომობილია რომლის მიმართაც არ შეიძლება გულგრილი დარჩეს ადამიანი, კოლექციონერები იდი სიამოვნებით ყიდულობენ ამ უნიკალურ მოდელებს და უვლიან როგორც ანტიკვარულ ექსპონატებს.
როგორც სხვა პოსტებში, აქაც წარმოგიდგენთ Plymouth Barracuda-ს ქრონოლოგიურად დალაგებულ ფოტოებს
1964 წლის მოდელი
1965 წლის მოდელი
1966 წლის მოდელი
1967 წლის მოდელი
1968 წლის მოდელი
1969 წლის მოდელი
1970 წლის მოდელი
1971 წლის მოდელი
1972 წლის მოდელი
1973 წლის მოდელი
1974 წლის მოდელი
2010 წლის კონცეპტუალური მოდელი
იმედია მოგეწონათ….