Como Shambhala-ს კურორტი
წარმოგიდგენთ მსოფლიოს ერთ–ერთ ულამაზეს დასასვენებელ კურორტს სახელად Como Shambhala.
ინდონეზიის კუნძულ ბალის სამოთხისმაგვარ გარემოზე არაერთი რამ თქმულა და ჩვენც საკმაო მასალა შემოგვითავაზებია, თუმცა მისი მომაჯადოებელი ლანდშაფტური ზონა, სადაც უამრავი, ერთიმეორეზე უკეთესი კურორტული სივრცე და მათში განთავსებული სასტუმროები, დაუსრულებლად იძლევა შესაძლებლობას მათით ტკბობისა. ჰოდა, დღეს კვლავაც ბალის სასტუმრო – Como Shambhala Estate–ს ვსტუმრობთ.
Como Shambhala Estate–ში წყნარი ატმოსფერო, თანამედროვე და ეროვნული დიზაინის ჰარმონიულობა, ფოთლოვან მცენარეთა და პალმის ტყეები და ეგზოტიკური ბაღები, მდინარე – Ayung–ის მომხიბვლელი სანაპირო და კიდევ უამრავი რამაა, რაც სასტუმროს ლუქსის კლასს განაკუთვნებს და ყველაზე პრეტენზიული დამსვენებლის მოთხოვნილებასაც, უმაღლეს დონეზე აკმაყოფილებს და გულუხვადაც ხვდება. რაც შეეხება საფასურს იგი 535–დან 3570 დოლარამდე მერყეობს, რაც სეზონსა და ვილის დონეზეა დამოკიდებული. თვალი გადაავლეთ ფოტომასალას და თავად შეაფასეთ!
წყარო: Top100.Ge